"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ინტერი" უკვე შეთანხმდნენ

გუშინ თითქმის ყველა ინგლისური წყარო იტყობინებოდა, რომ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი დადებითად გადაწყდა - "ინტერმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოილაპარაკეს და ჰოლანდიელი ვარსკვლავი ვესლი სნეიდერი კარიერას "ნისლიან ალბიონზე" გაატარებს, მილანური გრანდის სალარო კი 40 მილიონი ევროთი შეივსება.

მოგებული დარჩება თავად 27 წლის ნახევარმცველიც, მისი გასამრჯელო მნიშვნელოვნად მოიმატებს. დღეისათვის, ჰოლანდიელის წარმომადგენლები სნეიდერისთვის ხელფასის სახით კვირაში 227 ათას ევროს ითხოვენ. მოკლედ, კლუბები უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ, დარჩა მხოლოდ პირადი კონტრაქტის გარკვეული პუნქტები, რომელთაგანაც ყველაზე პრობლემატური ხელფასის ოდენობა ჩანს.

40 მილიონი ევრო ფეხბურთელში "მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდია, თუმცა პოლ სქოულზი ფეხბურთიდან წავიდა და მას ღირსეული შემცვლელი სჭირდება. ფეხბურთელის მოთხოვნა უკვე ვახსენეთ, ახლა გეტყვით, თუ რა ხელფასზეა თანახმა კლუბი - "იუნაიტედი" მზადაა ჰოლანდიელს კვირაში 193 ათასი ევრო უხადოს. სპეციალისტების აზრით 34 ათასი ევრო არ იქნება ტრანსფერის ჩამშლელი ფაქტორი, რადგან "იუნაიტედი" და სნეიდერი კომპრომისულ თანხაზე მოილაპარაკებენ.

ბოლო დღეები "მანჩესტერის" შეფმა დევიდ გილმა მილანში გაატარა, მან ინტერელ კოლეგებთან საკითხი ბოლომდე გაიარა და მათ ხელი ხელს დაჰკრეს, კლუბებს შორის აბსოლუტურად ყველა საკითხი შეთანხმებულია. საბოლოო შეთანხმებას მათ ოთხშაბათს ციურიხის შეხვედრაზე მიაღწიეს, თუმცა მედიისთვის დეტალები მეორე დღეს გახდა ცნობილი.

სნეიდერი ამჟამად იტალიაში, "ინტერის" შეკრებაზე იმყოფება. იტალიურ კლუბთან კონტრაქტი მას 2015 წელს უსრულდება. მაგრამ "ინტერის" ახალმა მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმ კლუბის ბოსებს უთხრა, რომ სნეიდერს გუნდის შეუცვლელ წევრად არ მოიაზრებს და არც მის გაყიდვას შეეწინააღმდეგება. გასპერინის ახალი, 3-4-3 ტაქტიკით სურს ათამაშოს "ინტერი" ახალ სეზონში.

"იუნაიტედის" მწვრთნელი, ისევე როგორც გუნდი, ამჟამად ამერიკაშია - სერ ალექს ფერგიუსონი აქამდე უარყოფდა ტრანსფერს: "ცნობებს ყოველდღიურად ვკითხულობ, თუმცა მეეჭვება "ინტერმა" სნეიდერი გაყიდოს. ასე რომ, ეს ყველაფერი ჯერჯერობით სპეკულაციებია". ვნახოთ, რა იქნება უკვე დღეს...

ვესლი სნეიდერი უტრეხტელია, თუმცა ის "აიაქსის" ცნობილი სკოლის გაზრდილია (როგორც მისი უფროსი ძმა ჯეფრი და უმცროსი ძმა როდრი), სადაც ის 7 წლისა მოხვდა. ამსტერდამულ კლუბში მას დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. 2007 წელს ჰოლანდიურმა გრანდმა სნეიდერი "რეალში" 27 მილიონ ევროდ გაყიდა. ზუსტად ორი წლის შემდეგ "სამეფო კლუბმა" სნეიდერი "ინტერში" 15 მილიონ ევროდ გაყიდა. ვესლის მოგებული აქვს ჰოლანდიის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები, ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, არის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. ვესლი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად ითვლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა