ევროშოკი, რომელიც მოსალოდნელი იყო
14.07. ლარნაკა. ანტონის პაპადოპულოსი. 8 000 მაყურებელი

ანორთოსისი-გაგრა 3:0

გოლები: 1:0 ვუჩიჩევიჩი (8), 2:0 რეჟეკი (35), 3:0 რეჟეკი (71)

ანორთოსისი გაგრა

4-4-2 5-3-2

კოზაჩიკი სეფიაშვილი

კოლინი ზ. ჩხეტიანი

ტომაშიჩი ტყეშელაშვილი

ლეივაკაბესი კალანდაძე

ჟანისიო ხუციძე

შპროკელი ჯიშკარიანი

ლაბორდე შარიქაძე

რონკატო ნაკონეჩნი

ვუჩიჩევიჩი სიჭინავა

ოკასი ორდინსკი

რეჟეკი კვანტალიანი

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

ს. სტოილოვი ა. პისკოვეცი

ანორთოსისი

37. რონკატო - ლაბანი

65. ლაბორდე - სიელისი

88. ოკასი - ანდიჩი

სათადარიგოები: ივანკოვი, მარანგოსი, მინტიკისი, ხატციგეორგიუ

გაგრა

60. სიჭინავა - კობერიძე

67. ნაკონეჩნი - გაბედავა

86. შარიქაძე - ჭკუასელი

სათადარიგოები: ბაგალიშვილი, გიგაური, გაბუნია, ხუბუა

გაფრთხილება: ჩხეტიანი (13), ნაკონეჩნი (15), სიჭინავა (25)

არბიტრი: რ. მატეჟეკი (ჩეხეთი)

როცა ქვედა ლიგის გუნდი ქვეყნის თასს იგებს, ეს უკვე გამოსარჩევი საფეხბურთო ფაქტია და "გაგრა" ამისთვის არაერთხელ შევაქეთ. ანატოლი პისკოვეცის გუნდმა ევროსაგზური დიდი შრომისა და ბრძოლის ფასად დაიმსახურა და იმის მიუხედავად, რომ წილისყრამ ძლიერი მეტოქე არგუნა, მაინც არ ვკარგავდით იმედს, რომ "გაგრა" მორიგ სენსაციას უკვე ევროპული მასშტაბით მოახდენდა.

სამწუხაროდ, ამჯერად მოლოდინი გაგვიცრუვდა. ლარნაკას "ანტონის პაპადოპულოსზე" მოვლენები აბსოლუტურად ლოგიკურად განვითარდა და იმან გაიმარჯვა, ვინც მეტოქეზე არა ერთი და ორი თავით მაღლა იდგა. რას ვიზამთ, "ანორთოსისი" სულ სხვა დონის გუნდია, რომლის სიმაღლეზე ასასვლელად მარტო "გაგრას" კი არა, კიდევ ბევრ ქართულ კლუბს მრავალწლიანი მუხლჩაუხრელი მუშაობა სჭირდება.

გვქონდა იმედი, რომ "ანორთოსისი" ვეღარ იქნებოდა ისეთი ძლიერი გუნდი, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას რომ იყო და შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ფამაგუსტელებს დღესაც სოლიდური კლუბი ჰყავთ, რომელიც მიმდინარე სეზონში წესით, მხოლოდ "გაგრას" ძლევას არ უნდა დასჯერდეს.

იმის მიუხედავად, რომ უშანსოდ წააგეს, პისკოვეცისა და მისი ბიჭების მიმართ აუგს ვერ ვიტყვით - "გაგრა" ახალგაზრდული და მზარდი კლუბია, რომელიც ყოველწლიურად ვითარდება და თუ ასე გაგრძელდა, მალე ევროპაშიც იტყვის თავის სიტყვას. მანამდე კი ლოკალური ამოცანა უნდა გადაჭრას და მომავალ ხუთშაბათს ზესტაფონში ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე იბრძოლოს შეძლებისდაგვარად ღირსეული შედეგის მისაღწევად.

არადა, მინიმალური სხვაობით გამარჯვებაც ძალიან საძნელო საქმედ გვეჩვენება. შემტევი და კომბინაციური ფეხბურთით კვიპროსელებმა ქართველები პირველივე წუთებიდან მიაჯაჭვეს საკუთარ საჯარიმოს და იმის მიუხედავად, რომ სავსებით სამყოფ ჰანდიკაპს მიაღწიეს, უფრო სოლიდურად გამარჯვებაც შეეძლოთ.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ნახავდით და ამიტომ თამაშის დეტალების აღწერას აღარ შევუდგებით, მხოლოდ იმას გავუსვამთ ხაზს, რომ "გაგრადან" თავისი საქმე მაღალ დონეზე მხოლოდ მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილმა შეასრულა, სხვა რგოლები კი, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ბრწყინავდნენ.

ინტერნაციონალური შემადგენლობის "ანორთოსისმა" სწრაფი გოლი გაიტანა. სეფიაშვილმა რონკატოს დარტყმა მოიგერია, მაგრამ ვუჩიჩევიჩმა დამატებაზე ყველას დაასწრო. მასპინძელთა მეორე გოლი პატარა შედევრი იყო. სწრაფი კონტრშეტევისას ლაბორდემ თითქმის მთელი მოედანი სოლორეიდით გაიარა, ოთხ მეურვეს გასცდა და ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა რეჟეკმა დაამატა - 2:0. 71-ე წუთზე მანვე ეფექტური თავურით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

სამწუხაროდ, "გაგრას" არსენალში შეტევისთვის საჭირო არავითარი იარაღი არ აღმოჩნდა, პისკოვეცის შეგირდები ვერც ხეირიანად თავდაცვას ახერხებდნენ.

რა გვეთქმის - როცა ძალა აღმართს ხნავს, ვერავითარი თავგანწირვა ვერ გიშველის. დღეს "გაგრას" "ანორთოსისის" დონის მეტოქეებთან ტოლსწორად ბრძოლა არ ძალუძს და ეს სულაც არ არის სიურპრიზი. თუკი სხვა ქართულ კლუბებს სამბურთიანი მარცხისთვის მწვავედ გავაკრიტიკებდით, "გაგრას" ამბავი ცოტა განსხვავებულ შემთხვევად მიგვაჩნია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dima
zviadi ეს გუნდი შარშან პირველ ლიგაში თამაშობდა.ფეხბურთელების უმრავლესობას ასეთ დონეზე არც უთამაშია.შენნაირი ადამიანი რას ნიშნავს? როცა ძალა აღმართს ხნასვ მაშინ როგორ? გაგრამ ითამაშა ისე როგორც შეეძლო და არ არის კარგი როცა ამ გუნდს ვაკრიტიკებთ.ჯერ ერთი ისაა კაი რომ გუნდი გამოცდილებას მიიღეებს და ეროვნული ჩემპიონატისთვის კიდევ ერთი კარგი გუნდი გვეყოლება. ყველაზე მთავარი კი ისაა ,რ ომ ყველამ იცოდეს გაგრა საქარტველოა.
zviadi
მოდი სიმართლე ვთქვათ, ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები. რაც გაგრამ ითამაშა არ იყო ფეხბურთი, რა შუაშია კლასი და გამოცდილება, უსუსურები ვართ და ეგაა. მშიშრები. შემრცხცა როცა თამაშს ვუყურე.მარადონაც რო გედგეს წინ თუ ფეხბურთელი გქვია უნდა ეთამაშო, ისიც ხო შენნაირი ადამიანია. გაგრელების ადგილას მეორე გოლის მერე მინდორს დავტოვებდი, მაინც 3:0 დაფიქსირდა
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად