სან დიეგოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე რუსულ-პოლონური ფინალი გაიმართება.

სან დიეგოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე რუსულ-პოლონური ფინალი გაიმართება. აგნიეშკა რადვანსკამ და სვეტლანა კუზნეცოვამ საკმაოდ იოლად მოიპოვეს გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება - ორივეს ორ-ორი სეტი დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად.

პოლონელი რადვანსკას მეტოქე სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა იყო, რომელიც ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ WTA-ის ელიტაში დაბრუნებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკმა ჩოგბურთელმა გუშინდელ მატჩში ჯამში ექვსი გეიმის აღება შეძლო, აღნიშნულ შეხვედრაში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. პირველ სეტში ყველაფერი გადაწყვიტა ერთმა ბრეიკმა, რომელიც პოლონელმა აიღო, დანიელას კი ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. მეორე პარტიაში რადვანსკამ 13 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ რეალიზაციის მხრივ პრობლემა შეექმნა და მხოლოდ სამი ასეთი შანსი გამოიყენა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად. აგნიეშკამ საათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ გააღწია ფინალში.

ასევე რეიტინგის წამყვან პოზიციებზე დაბრუნებას ცდილობს რუსი კუზნეცოვა, რომელმაც სან დიეგოში ჯერ კიდევ ნახევარფინალში გასვლით მიაღწია ამ სეზონში თავის საუკეთესო შედეგს. "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის გამარჯვებულმა გასული წელი მესამე ჩოგანის რანგში დაასრულა, მაგრამ იანვრიდან მოყოლებული თანდათან ქვემოთ დაეშვა და პირველად 2006 წლის აპრილის შემდეგ, კლასიფიკაციის საუკეთესო ოცეულს მიღმა აღმოჩნდა.

ნახევარფინალში კუზნეცოვა იტალიელ ფლავია პენეტას ხვდებოდა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში წინ იყო - 3:0. ამ მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო. თავიდან კუზნეცოვა ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ იქვე "მშრალი" ანგარიშით წააგო საკუთარი გეიმი. მერვე გეიმში რუსმა მეორე ბრეიკი გააკეთა, თუმცა სეტზე ჩაწოდება ვერ შეძლო. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში კიდევ ერთ იტალიელ სარა ერანისთან სვეტლანამ ოთხჯერ ვერ ჩააწოდა მატჩზე, ასე რომ, მისი დროებითი წარუმატებლობა გასაკვირი არ ყოფილა. სამაგიეროდ, რუსმა მიღებაზე ითამაშა კარგად და სეტი 6:4 მოიგო.

დროში გაწელილ ორ გეიმს თუ არ ჩავთვლით, მეორე პარტიაში კუზნეცოვა კორტის სრული ბატონ-პატრონი იყო და ეს ლოგიკურ ანგარიშში გამოიხატა - 6:0. საინტერესოა, რომ თავისი ბოლო ტიტული (პეკინში) რუსმა ფინალში სწორედ აგნიეშკა რადვანსკას დამარცხებით მოიპოვა. მაშინდელი მატჩის ანგარიში იყო - 6:2, 6:4.

WTA

Mercury Insurance Open

სან დიეგო (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 700 000 დოლარი

1/4 ფინალი

ფლავია პენეტა (იტა, 5)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 2) 6:4, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-შაარ პეერი (ისრ, 7) 6:2, 6:0; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 7:5, 6:2; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ალისა კლეიბანოვა (რუს) 2:6, 6:4, 6:3.

1/2 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:4, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-ფლავია პენეტა (იტა, 5) 6:4, 6:0.

ელიტას ტრავმები მოეძალა

მომავალი კვირიდან გადამწყვეტ ფაზაში შედის ამერიკის ღია პირველობისთვის მზადება და უმაღლესი კატეგორიის ტურნირებში თითქმის ყველა უძლიერესი ჩოგბურთელი ჩაებმება ბრძოლაში. თუმცა დანაკლისიც არის - რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტრავმის გამო გამოტოვებს მნიშვნელოვან სტარტებს. მაგალითად, ქალებს შორის ცინცინატის ტურნირზე ვერ ვიხილავთ მსოფლიოს მეოთხე ჩოგან ვენუს უილიამსს. გასულ კვირას 30 წლის ამერიკელმა ვარჯიშები განაახლა, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს წააწყდა - კერძოდ, უფროს უილიამსს მარცხენა მუხლი აწუხებს.

"სანამ ტკივილი არ გაივლის, ექიმებმა ტურნირებზე თამაში ამიკრძალეს. ამიტომაც ცინცინატიში გამოსვლას ვერ შევძლებ", - ამბობს ვენუს უილიამსი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ამ ქალაქში ვერც სერენა უილიამსი ითამაშებს, რომელმაც ტერფზე ოპერაცია გაიკეთა.

ცინცინატის ტურნირს გამოტოვებს როლან გაროსის ფინალისტი, ავსტრალიელი სამანტა სტოსური, რომელსაც ხელის ტრავმა აწუხებს. სამანტამ დაზიანება გასულ კვირას, სან დიეგოს ტურნირზე ფლავია პენეტასთან მეოთხედფინალში მიიღო. სხვათა შორის, ავსტრალიელს ვერც მომავალ კვირას მონრეალის ტურნირზე ვიხილავთ.

კაცებს ამ კვირას ტორონტოს მასტერსი ელით და აქაც არის ორი მნიშვნელოვანი დანაკლისი. კერძოდ, ტურნირიდან განაცხადები გამოიტანეს ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა და ამერიკელმა ჯონ ისნერმა.

ჰიუიტმა გასულ კვირას ვაშინგტონში ფეხის კუნთი დაიჭიმა და მინიმუმ ერთკვირიან მკურნალობას საჭიროებს. "იმედი მაქვს, ცინცინატის მასტერსისთვის გამოვჯანმრთელდები და კარგად ვითამაშებ ამერიკის ღია პირველობაზე. რა თქმა უნდა, ეს "დიდი სლემის" მეოთხე ტურნირისთვის მზადების საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია", - ამბობს უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი.

თავისი უარი დაადასტურა ჯონ ისნერმაც, თუმცა ჟურნალისტებისთვის ცნობილი არ არის რა მიზეზით ტოვებს გიგანტი ამერიკელი კანადურ მასტერსს.

ლელო

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა