გუშინ, 12 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, "ნაპოლიმ" "აიაქსს" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა გარემარბმა ჯერ საგოლე პასი მიითვალა, შემდეგ კი პენალტი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც დაიმსახურა.

"ნაპოლის" გულშემატკივრები სოციალური ქსელის საშუალებით ჩვენებურის თამაშს ეხმაურებიან.

"კვარაში მხოლოდ 10 მილიონია გადახდილი, წლის ტრანსფერი".

"მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, თერთმეტმეტრიანი ცივსისხლიანად, აუღელვებლად შეასრულა, გილოცავთ!".

"სიტყვები არ მყოფნის, დიდებულია, რომ ჩვენთან ხარ".

"კვარაცხელია ახლა 150 მილიონი ევრო ღირს".

"ყოველთვის საუკეთესოა, არამხოლოდ დღევანდელ მატჩში".

"ჯორჯ ბესტს ძალიან ჰგავს".

"კვარა, დიდებული ხარ".

"მალე ოქროს ბურთით ვიხილავთ".

"მხოლოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე? მას მეფეს ვუწოდებდი".

"შენ ნამდვილი ჩემპიონი ხარ. ამას მას შემდეგ ვფიქრობ, რაც შენი თამაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვნახე. როდესაც შენი ტრანსფერის გამო კლუბმა კრიტიკა დაიმსახურა, ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთ სიხარულს გვაჩუქებდი და ასეც მოხდა".

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" გუშინდელი გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური საგზური გაინაღდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ მატჩს 16 ოქტომბერს, "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მაროკო
ერთი რამე მაფიქრებს ძალიან გრძელი სეზონია და ბევრი თამაში ჩასატარებელი და ნაპოლის (კვარაზე არ ვამბობ) ორი სამი ძირითადის ფეხბურთელი რომ დაემტვრეს სათარიგო სკამი არ ყავთ ისეთი რომ ძირითადის ხალხი სრულფასოვნად შეცვალოს პირველ რიგში ცენტრალური მცველი უნდა მინიმუმ ერთი მაღალი კლასის მეორე დი ლორენცოს შემცვლელი და ერთი ორი ნახევარმცველი შუაში და აი მერე მართლა მინიმუმ სკუდეტო ნაპოლისია და თუ ლიგაც ზედ დააყოლეს ეგ ხომ უძალიანმაგრესი იქნება. ზამთრის სატრანსფერო დროს 3 ან 4 ნორმალური ფეხბურთელი რომ დაიმატოს ეგაა. ნაპოლიო იქნება ნებისმიერ გუნდთან სერიოზული მოწი ააღმდეგე
ზაზა
მარტო სახეზე შეხედეთ რაა ჩემპიონია!!!
ზაზა
წელს ნაპოლი ყველაფერს იგებს ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს !!!
ნკ
წელს თუ ნაპოლიმ სკუდეტო მოიგო კვარა გახდება ნაპოლის ლეგენდა მას უბრალოდ გააღმერთებენ!
გოგა
მე პირადად ნედვედს მაგონებს კვარაცხელია , უბ4ალოდ ხვიჩა გაცილებით ტექნიკურია
პატივისცემით temo
ბესტი 60-70-იანი წლების ვარსკვლავია და ახალგაზრდებმა არა მგონია იცოდენ.სწორედ მათ მოუწოდე მისი ნახვა.იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო დრიბლიორი იყო,ორივე ფეხით თამაშობდა,ბურთებიც გაჰქონდა.მას ფეხბურთის "ბიტლზი" შეარქვეს ნიჭისა და ვარცხნილობის გამო.მაგრამ ძაან გაგულავდა და ისეთი შთამბეჭდავი სახელი ვეღარ დატოვა. ჩრდილოეთ ირლანდიელი იყო და რეზო ძოძუაშვილს მოუწია მის წინააღმდეგ ნაკრებში თამაში.სხვათა შორის კარგათ ეთამაშა.პირადად მე კვარას მაგრად ვამსგავსებ მანერით და ქარიზმით.
დ
ბესტი ახლა გაიცანი შე კაცო? სად შევიდეთ თუ ძმა ხარ, ათას წრეზე გვაქვს ნანახი ბესტის თამაში. პ.ს. ერთი კვირის წინ კი არა, სამი თვეა რაც კვარა ბესტს შეადარეს იტალიელებმა.
temo
ერთი კვირის უკან დავწერე ჯორჯ ბესტს მაგონებს მეთქი და იტალიაში თანამოაზრე გამომიჩნდა,მაგრამ ისიც ვთქვი რომ მასავით არ მინდა დაასრულოს.ბესტი სიმპათიური ბიჭი იყო ჩვენი კვარასავით და ქალებში მაგრად გაგულავდა.ისიც კვარასავით უცბათ აკაშკაშდა მასავით სწრაფი და ფეთქებადი იყოდა. მანიუნაიტედთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.თუ გაინტერესებთ ინტერნეტში შედით და ნახეთ.მაგრად გაგისწორდებათ
ზაზა
ყველას მოგმართავთ ვინც კითხულობთ კომენტარებს ქართველებო და იტალიელები კარგად დაიმახსოვრეთ ეს დღე და ჩემი ნათქვამი წუხელ ღამე არ მძინებია და გავაანალიზე ნაპოლის წინა თამაშებიც მისი მომავალი მეტოქეებისაც და გადაჭრით ვაცხადებ: ნაპოლი ამ სეზონზე მოიგებს სკუდეტოს და თან მიაყოლებს ჩემპიონთა ლიგასაც გიხაროდეთ და დატკბით ხვიჩასი და მისი თანაგუნდელების საუცხოო თამაშებით _ ზაზა ანთაური.
Ღირსეული
ბესტი არ ვიცი და მე კემპესის თამაშს მაგონებს.ვისაც ახსოვს 1978 წლის მსოფლიო
ვაჟა მასწავლებელი
კი ბატონო მართალი ბრძანდებით ჯორჯ ბესტს როცა გაგონებთ, მაგრამ მე ხანდახან ჯაიჩსა (კითხეთ რევაზ მიხიჩსაც) და მიშა მესხსაც მაგონებს. აქედან დასკვნა: ეს ჩვენი კვარა საუკეთესოების სინთეზია, და ჯერ-ჯერობით უმაღლესია მათ შორის ვინც ქართულმა გენმა მისცა მსოფლიო ფეხბურთს!
ilar10N YouTube
ძალიან ბევრი ნიჭერი ქართველი დაიკარგა ზუსტად მაგ უნდობლობის გამო. კი, გასაგებია, ამის მიზეზი აქვთ. კვარას ტრანსფერმა ეს ცუდი ტენდენცია ამოატრიალა დადებითისკენ. აწი, იმედია ევროპელი სკაუტები ყურადღებით დააკვირდებიან ქართველ ტალანტებს.
ზაზა
ხვიჩა კვარაცხელიას გამოსასყიდ ფასს ასახელებენ იტალიელები უკვე? 150-200 მილიონიო? რავიცი ნეაპოლელებისთვის სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის მოგება ამაზე მეტი არ ღირს? ნაპოლი ხვიჩასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია მერე რა რომ რეალი- პსჟ-ანდაც სიტი ჰყავთ მეტოქეებად? რით არიან მათზე ნაკლები? არაფრით და უფრო მეტიც აქამდე არ წაუგიათ არსად ყველაზე მეტი გაიტანეს და ყველაზე ჯიგრიანად თამაშობენ და თუ მოინდომეს ყველასაც მოუგებენ მე უკვე დავიჯერე ხვიჩა და კომპანია ფავორიტია აბა ჰე და აბა ჰო ხვიჩა შვილო შენ იცი და შენმა ბიჭობამ ქართველებმა ვიცით მადა ჭამაში მოდისო ხო გაგიგია მხოლოდ ჩემპიონობა სხვა შედეგი არ გვაწყობს!!!
ალექსანდრე
სეტანტა შეიძინე, 12 თუ 13 ლარია თვეში და კი ღირს კვარას ყურებად
გიორგი
ეხლა მოგწერ ლინკს თუ ადმინმა არ დამიბლოკა და დაიმახსოვრე კაი ხარისხით არის ტრანსლაციები უეფსიც არის და ფეხბურთებიც. ლივებალლ.უნო ლათინურად გადათარგმნე მე არ დამაწერინა ლათინურად ი ჩვეულებრივი უნდა
Toko
მე ვფიქრობ რომ კვარას გადასვლით ნაპოლიმ მინიმუმ 4 მილიონი ახალი ფანი შეიძინა ჯერ მარტო ამით უნდა იამაყოს ნაპოლიმ
ირაკლი
მედიის წარმომადგენლებო! - ჩვენზე მეტად, თქვენ მიგიწვდებათ ხმა შესაბამის სამსახურებთან და იქნებ დაგვახმაროთ, ხვიჩას თამაშის ყურების საშუალება გაგვიმარტივოთ და თვალები არ დავითხაროთ უხარისხო “ლინკებით”…
aburjga
ადრეც დავწერე და ახლა სხვებმაც აღნიშნეს, წარსულის სახელგანთქმული ფეხბურთელებიდან ხვიჩა ყველაზე მეტად გავს ჯორჯ ბესტს, მაგრამ მხოლოდ დრიბლინგში. დანარჩენ კომპონენტებში მნიშვნელოვნად აღემატება!
ზაზა
ნაპოლის ფანებო მართლაცდა ბედმა გაგიღიმათ რომ ხვიჩა კვარაცხელია თქვენთან გადმოვიდა და მის თამაშებს ახლოდან უყურებთ და ტკბებით ჩვენ კი მისი თანამემამულეები ტელევიზორიდანაც ძლივს ვახერხებთ ყურებას რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს ეს იქნებ თქვენ რამენაირად დაგვეხმაროთ რომ ჩვენც შევძლოთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ოქრობიჭუნას? მე მგონია რომ სრულიად საქართველო იმსახურებს ამას ის ხომ ჩვენი შვილია? და ბოლოს "კვარადონას" ფასი ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენი იქნება მე კი წარმომიდგენია და თქვენ?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა