"ნაპოლი" ბრწყინვალედ ასპარეზობას განაგრძობს, ლუჩანო სპალეტის გუნდი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, "პარტენოპეიმ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ასპარეზობა, მეოთხე ტურში გაინაღდა, სპორტული პრესა აქტიურად წერს ნეაპოლელთა ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.

ამჯერად, "ნაპოლისა" და "კვარაზე" უცხოური გამოცემა Sporza.be ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"კვარაცხელია წლის საუკეთესო ტრანსფერი ევროპაში"

ეს სიგიჟეა, "ნაპოლი" ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ გუნდად იქცა, ნამდვილად გაკვირვებული ვარ, კლუბმა გადაწყვიტა დინების საწინააღმდეგოდ წასვლა და გაუშვეს ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: დრის მერტენსი, კალიდუ კულიბალი, ფაბიან რუისი, აურელიო დე ლაურენტისს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

მაგრამ სკაუტებმა ფანტასტიურად იმუშავეს და შეიძინეს ახალგაზრდა გარემარბი, ნამდვილად შეშლილია, ეს გადარეული ქართველი ევროპაში ყველაზე მომხიბვლელია, წლის საუკეთესო ტრანსფერი, ქართველი მარცხენა ფლანგზე წარმოუდგენლად მოქმედებს, ხვიჩა და ვინისიუსი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, თუმცა ორივეს გუნდზე ერთნაირი გავლენა აქვთ და მსგავსი კალიბრის მოთამაშეები არიან.

რაჰმანისა და კიმ მინ-ჯეს დუეტი დაცვაში საიმედოდ გამოიყურება, უნდა აღვნიშნოთ ფრან ზამბო-ანგისა, კამერუნელი "მარსელში" შესანიშნავად თამაშობდა, თუმცა "ფულემში" არაფერი გამოუვიდა, ახლა კი ლუჩანო სპალეტის ხელში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს, ახალ გუნდს იდეალურად შეეწყო ჯაკომო რასპადორი, იტალიელმა დრის მერტენსი შეცვალა, "პარტენოპეი" ჯანლუკა სკამაკას დამატების ვარიანტსაც განიხილავდა, მაგრამ არჩევანი 22 წლის მოთამაშეზე შეჩერდა.

გამორჩეული პროექტის არქიტექტორი ლუჩანო სპალეტია, სწორედ მან შეძლო აქამდე უცნობი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღება და მათი უმაღლეს დონეზე ათამაშება.

თუ გავითვალისწინებთ სერია A-ს წამყვანი გუნდების სათამაშო ფორმას, ამ სეზონში "ნაპოლის" პერსპექტივები იმედისმომცემად გამოიყურება, "იუვენტუსი" ცუდად ასპარეზობს, "ინტერი" და "მილანი" კი "პარტენოპეიზე" კარგ ფეხბურთს ვერ აჩვენებენ, ნეაპოლელებს ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზეც შეუძლიათ, იტალიელებმა "ლივერპული" და "აიაქსი" დამაჯერებლად დაამარცხეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი საუკეთესო ფორმისგან შორსაა, სპალეტის გუნდი მაინც პატივისცემას იმსახურებს" - წერს გამოცემა.

თაზო რაჭველი.
კაი ზაზა, გირჩევთ თამადად! აბა შენ იცი!
ზაზა
ისე მაინც-ლაშა-თაზო მეც არ გამომტოვოთ კარგი სადღეგძელოები ვიცი!!!
jiji
გულდასაწყვეტია ის რომ ერთი წელი ტყუილად დაკარგა რუბინში.მაშინ ძაან მაგარ ფორმაში იყო,ანგრევდა იქაურობას თავისი დრიბლინგებით.ყოველთვის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხვდებოდა.
ისე მაინც
ლაშა, თაზო რაჭველი. თქვენ გაიხარეთ, ჩემი გახარებისთვის!!! პატარა სტადიონი კი არის ჩემთან ახლოს, ხოდა მივცხოთ იქ, ვინც ვერ დაეტევა ონლაინ ჩავრთოთ. მთავარია გული გულობდეს, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთისადმი პატივისცემა არ დავკარგოთ, თორემ დანარჩენს ყველაფერს ეშველება...
ზაზა
ახლახანს წავიკითხე დინო ძოფის კომენტარი და მიუხედავად პატივისცემისა შევუსწორებ: დინო შენ ერთ დროს ლეგენდარული იყავი ორი აზრი არ არის ახლა მოვიდა კვარაცხელიას დრო მას ჯერ ყველაფერი არ უჩვენებია რაც შეუძლია უფრო მეტს გეტყვი მას შეუძლებელიც შეუძლია განსხვავებით სხვებისგან ამას წელსვე დაამტკიცებს ლიგაზეც კი ცოტაც მოითმინე და ნახავ
თაზო რაჭველი.
კაი რაჭულ ლობიანსაც გამოვაყოლებ, ბებია აკეთებს ისეთ ლობიანებს თითებს ჩააყოლებთ! მთავარია ხვიჩამ აგვიბას მხარი!
ზაზა
იდეა ლაშას ეკუთვნის სტადიონზე მხოლოდ სტადიონზე:ელარჯი ვაჟა მასწავლებლისგან ხვანჭკარა თაზო რაჭველისგან 77 ნაოჭიანი ხინკალი ჩემგან ხაჭაპური აჭარელებისგან შემწვარი გოჭი სამეგრელოდან მწვადი და ხაშლამა კახელებისგან დავსხდეთ და კარგადაც ვიქეიფოთ! როგორია?
დავით 67
tem-ს.ასევე ობამეიანგი გაბონიდან. სალახი ეგვიპტიდან!
ვაჟა მასწავლებელი
ისე მაინც-ს და ლაშას: რასაც ვოცნებობთ ახდეს და მერე უცებ სპონტანურად მოვა ხვიჩას გამარჯვების ქართულად აღნიშვნის პრობლემის გადაწყვეტის იდეა. ერთ ინფორმაციას გაგანდობთ: 1981 წ 14 მაისს გპი-ს ერთ-ერთი კორპუსის ე.წ. "კორიდორში" აუდიტორიებიდან გამოტანილი მერხ-მაგიდებით და ოჯახებიდან სახელდახელოდ მოტანილი ქართული ღვინით და სხვა პროდუქტებით - გაიშალა 250 მ-მდე სიგრძის მაგიდა (რექტორატმა რა თქმა უნდა არ იცოდა, მაგრამ რომც გაეგოთ დარწმუნებული ვარ ამკრძალავი რეაქცია არ ექნებოდათ, მითუმეტეს პრორექტორო ოთარ წეროძე იყო - რომელიც შემდეგში დინამოს პრეზიდენტი გახდა) და გამვლელ-გამომვლელი ლექტორ-სტუდენტები ადღეგრძელებდნენ დინამოს ევროგამარჯვებას!
ქიტესა
ვეთანხმები, მართლა "გიჟი და გადარეულია", მთელი ნეაპოლიც და საქართველოც გადარია. ახალი წარმატებები ხვიჩას !
ლაშა
ისე მაინცს, კი მაგრამ სად დაგვტევ ამდენს? სტადიონზე შევიკრიბოთ და ისე ავღნიშნოთ!
მაროკო
ერთს ვიტყვი ნეტა ხვიჩამ სულ ასე მაღალ დონეზე ითამაშოს. მაგრამ ფეხბურთია და დიდ ვარსკვლავებსაც ქონიათ ჩავარდნები და თუ ეგრე მოხდა ხვიჩას შემთხვევაში აი მაშინ რომ ვნახო ვინმემ (ვინც ეხლა აქებთ და ადიდებთ ხვიჩას) რამე ცუდი დაწერონ მაგ ბიჭზე ყველას დედები უნდა მოვუკითხო და აბა ვინმემ რამე იკადროს და პრეტენზია გამოთქვან
თაზო რაჭველი.
კაი ხვანჩკარა ღვინო რაჭიდან, კი ჩემზე იყოს!
Mindia
შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მგონია ჩვენი ბიჭი ვინიციუსს ჯობია, ბრაზილიელს ძალიან ცუდი დარტყმა აქვს, ბევრჯერ გაუმაზია, ხვიჩას კი ორივე ფეხით ძალიან მაგარი დარტყმა აქვს, უფრო მრავალფეროვანიცაა, და რაც მთავარია, თითქმის ყოველთვის ხვიჩას ხარჯზე გუნდი იგებს ანუ ლიდერია როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, ვინიციუსი კი ასეთი არაა. თუ ბრაზილიელებზე მიდგა საუბარი,მე ხვიჩას უფრო ნეიმარს შევადარებდი ან ფორმის პიკზე მყოფ კაკას
ქიტესა
კომენტარების რაოდენობა აღემატება საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე დამსწრეთა რაოდენობას. ფეხბურთი მაყურებლის გარეშე ვერ განვითარდება !
ზაზა
ბიჭებო არსადაც არ წავალთ აქ დავრჩებით უბრალოდ ხვიჩას ვთხოვოთ რომ ლიგის მოგების შემდეგ დაგვიპატიჟოს მთელი გუნდი საქართველოში სტუმრად მას უარს არ ეტყვიან!და ეს იქნება ყველაზე მაგარი რამ რაც ჩვენს ბავშვებს და ახალგაზრდებს მისცემს უდიდეს მოტივაციას რომ მონდომებას და შრომას მოაქვს წარმატებები ცხოვრებაში! პატივისცემით ზაზა ანთაური.
simartle
კი ფეხბურთი ქართველების თამაშია მაგრამ ხომ ხედავთ რა ფორმაში ყოფნაა საჭირო ამ დონეზე სათამაშოდ. შაქარველოში ბავშვები ისევ თუ ხვიჩას გუისთვის დაიწყებენ თამაში და იქნებ კომპიუტერებს და ტელევიზორებს შეეშვან და ჯანმრთელად სპორტს მიჰყოს ხელი ბევრმა ისევ. ყოველთვის იყვნევ მაღალი დტექნიკური ,მოთამაშეები საქართველოში მარამ ფიზიკური მომზადება კვარას დონის არც ერთს არ ჰქონდა და არც მონდომება. ეს არის პროფესიონალიზმი რასაც ადრე რუესითის საშინელ ლიგაშიც გვიწუნებდნენ. ვაისს კიდევ მადლობა რომ ჩაკვეტაძედ მიხედა და სწორ პოზიციაზე 10 ნომერზე დააყენა. მისი მოედნის ხედვა და პასების სიზუსტე და სილამაზე ყიფიანის თამაშს ჰგავს მაგრამ ბევრად თანამედროვეს. მუდმივი მოზრაობაა საჭირო დღევანდელ ფეხბურთში და მაღალ ტემპებზე ხშირად და ეს სკუდეტოა, პრემიერი და პრიმერა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. Xომ მხედავთ ნდომბელე პრემიერ ლიგიდან გაუშვეს და აქ რამდენს მუშაობს.ჩვენს ნაკრებს კანკავასნაერი ძლიერი და მოძრავი შუა ხაზელი წირდება და დარასელიას მაგვარი კიდევ და ეს გუნდი მსოფლიო დონის გუნდი გახდება. დვალის შუა ხაზში გადაყვანა შეიძლება რადვგან დაცითაც მუშაობს და კარგად და მოედანსაც კარგად ხედავს. ახალგაზრდულში მარცხენა ნახევარმველად მახსოვს და შთამბეჭდავი იყო. არაბიძის გამოყენება შეიძლებოდა უნიჭიერესია მაგრამ დაცვაძი მუშაობა არ უყვარს და მარფჯვენა ფლანგის მოთამაშედ სისწრაფე აკლია, თან ლობჟანოძე მაგ მხარედ დიდ სამუშაოს ასრულებს როცა თამაშობს. მოკლედ ჯანრთელობა ვუსურვოთ ყველას რაც მთავარია და მე მგონიეს გუნდი დაგეშილია წარმატებისთვის და ნიჭი არის საკმარისზე მეტი. ჭარმატებით წინსვლა
tem
ისე დიანამოზე მწვანილის დათესვა არც ახლა არის გვიან, ისე ტალანტები საერთოდ არასაფეხბურთო ქვეყნიდანაც შეიძლება რო იყოს მაგალითად: ვეა - ლიბერია
დავით 67
აქა ვართ აქ! შეიცვალა რამე? საქართველოს ჩეპიონატის დონე ამაღლდა თუ ევროპის ქვეჯგუფში ვართ უკვე. ეგ კი არა კვალიფიკაციის პირველ ეტაპს ვერ გაცდა საქართველოს ვერცერთი გუნდი,.ხვიჩა უდიდესი ფეხბურთელია და კიდევ უფრო მაგარი გახდება, აბა დაჯდეს სათადარიგო სკამზე ( ისე უბრალოდ, ტრამვას არ ვგულისხმობ ღმერთმა დაიფაროს და ხელად ნახავ შედეგს! ასე რომ ტრაქტორის ძრავა ჩასართველია! ხვიჩა არ დაიკარგება არსად, ეგეთები შეიძლება 100 წელში ერთხელ დაიბადონ!
Mesxi.
სად ხართ ისინი ქართულ ფეხბურთს მარხავდით საქართველოში ფეხბურთის აკრძალვას ითხოვდით ნაკრების გაუქმებას დინამოზე მწვანილის დათესვას ბიუჯეტის გაუქმებას ა.შ. და ფეხბურთი ჩვენი თამაში კი არა სასაცილოდ არ გყოფნიდათ მაგის გაგონებაზე ჭედავდით უბედურად პირიქით ფეხბურთი ჩვენი საქმე არ არიო შეჯდა მწყერი ხესაო და ა.შ. მაზოხიზმის პიკზე რო იყავით. იმ დონეზე რომ ბევრ ავადმყოფს არც უნდაღ არც უხარიათ ქართული ფეხბურთის პროგრესი, და ეხლა სადა ხართ რომ დაგანახათ ხვიჩამ როგორ უნდა ქართულად ფეხბურთის თამაში
ისე მაინცს-
ისეთი პირი უჩანს… სად ცხოვრობ?:))))
ზაზა
ამ "გადარეულმა"ქართველმა უკვე რომ გადაგრიათ ეგ ხო ცხადია ახლა ჭკუიდანაც რომ შეგშლით მერე რასა შვრებით სად მიდიხართ ? ხო ხვდებით რომ ფეხბურთი ქართველების თამაშია?
ILIA
უჰ, რამდენი წელი ელოდა საქართველო ასეთი გმირის გამოჩენას! ამ პატარა ბიჭმა უამრავი ქართველის, მათ შორის ჩემ ცხოვრებაში უდიდესი სიხარული და იმედი შემოიტანა. ვენაცვალე ხვიჩას! და კიდევ - იმ უმაგრეს კაცს, გუშინ ორი ბიჭი სიკვდილს რომ გამოგლიჯა ხელიდან. გაიხარეთ, ქართველებო! ერთად რომ დავდგეთ, მთელი მსოფლიო ვერას დაგვაკლებს.
ისე მაინც
ვაიმე, ნაპოლიმ წელს თუ სკუდეტო მოიგო, იქნება ძალიან მაგარი. მაგრამ, თუ ჩემპიონთა ლიგა დადეეეს - მერე ყველა მივდივართ ჩემთან!!!
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება