23 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ცუდი სტარტის შემდეგ გამოფხიზლდა და გუშინ აღმოსავლეთის კომუსუბის, გოეიდოს აჯობა
კომუსუბის ტიტულის მოპოვება უფრო იოლია, ვიდრე მისი შენარჩუნება - ეს საკუთარ თავზე მესამედ გამოსცადა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), 23 წლის სუმოისტმა, რომელიც ნაგოიას ბაშოზე დასავლეთის კომუსუბის ტიტულს ატარებს.

ტოჩინოშინი სუმოს ელიტის ელიტაშია, თუმცა იქ უკანასკნელი საფეხური უჭირავს - საუკეთესო ათეულში რეიტინგით მეათეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 9 მასზე მაღლა მდგომ სუმოისტთან შეხვედრა გარანტირებული აქვს, ბაშო კი 15 დღე გრძელდება.

მოკლედ, კომუსუბიმ, ბაშო რომ დადებითი ბალანსით დაასრულოს, ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებზე მეტი უნდა აჩვენოს. ტოჩინოშინი ცუდი სტარტის შემდეგ გამოფხიზლდა და გუშინ აღმოსავლეთის კომუსუბის, გოეიდოს აჯობა.

ორთაბრძოლისას ლევანმა ეშმაკური ხერხი იხმარა, რომელიც ძალზე არ მოსწონს იაპონურ პუბლიკას. დაჯახებისას ის მარცხნივ გადახტა, მეტოქის მავაშისკენ არც კი გაუხედავს, ბრძოლას თავი აარიდა, ხოლო მოტყუებული გოეიდო ძირს გაიშხლართა. ლევანს 2-3 ბალანსი აქვს და დღეს ბულგარელ გოლიათ კოტოოშუს ხვდება. ქართველი და ბულგარელი აქამდე 8-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ოძეკი წინაა 6:2.

მოიგო გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), მან ძალიან იოლად გააძევა დოჰიოდან 33 წლის მიაბიამა, "ადამიანი მთა", რომელიც 10 წლის წინ ჩემპიონის ტიტულს ატარებდა. დღეს გაგამარუს მეტოქე მონღოლი "წითელი ურჩხული" ასასეკირიუა. გაგამარუს 2-3 ბალანსი აქვს.

ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაიმ (ლევან ცაგურია) კი წააგო, მას ძურიოს პირველმა ნომერმა ტამაასუკამ აჯობა. "შავ ზღვას" ჯერაც დადებითი ბალანსი აქვს - 3-2.

V დღე: ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კაკურიუ-ბარუტო (ჰიკიოტოში), ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე (იორიკირი), კაიო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ვაკაკოიუ-კოტოოშუ (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-კისენოსატო (იორიტაოში), ტოჩინოშინი-გოეიდო (ჰატაკიკომი), ტაკეკაძე-ამინიშიკი (სუკუინაგე), ოკინოუმი-ტამავაში (უვატეჰინერი), ტოკიტენკუ-კაისეი (უვატედაშინაგე), ვაკანოსატო-არანი (იორიკირი), გაგამარუ-მიაბიამა (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ტაკარაფუჯი (ოშიდაში), ჰომაშო-კიტატაიკი (ოშიდაში), ტაკაიასუ-ასასეკირიუ (ჰატაკიკომი), ფუჯიაზუმა-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), შოტენრო-დაიდო (ჰატაკიკომი), ტოჩინონადა-ტოიოჰიბიკი (სოკუბიოტოში), საგაცუკასა-ტაკამისაკარი (ოშიდაში), კიმურაიამა-მასუნოიამა (ჰიკიოტოში). ძურიო: ტამაასუკა-კოკაი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ჰომაშო (მაეგაშირა 9)... 2-3: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 7).

VI დღე: ჰაკუჰო-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო, კაიო-კისენოსატო, ტოჩინოშინი-კოტოოშუ, ბარუტო-ტოიონოშიმა, კაკურიუ-იოშიკაძე, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, ვაკაკოიუ-ოკინოუმი, ტაკეკაძე-ტამავაში, ვაკანოსატო-ტოკიტენკუ, ჰომაშო-კაისეი, ტოჩიოძანი-არანი, გაგამარუ-ასასეკირიუ, მიაბიამა-ტაკარაფუჯი, კიტატაიკი-ტოჩინოვაკა, ტაკაიასუ-საგაცუკასა, ტოიოჰიბიკი-ტაკამისაკარი, დაიდო-ფუჯიაზუმა, კიმურაიამა-შოტენრო, ტოჩინონადა-ტამაასუკა. ძურიო: კოკაი-ჰოჩიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა