გასულ კვირას, ინდონეზიაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა, პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის შეტაკებას 131 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამწუხაროდ, წარსულიდან არსებობს რამდენიმე საფეხბურთო მატჩი, რომელიც დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1) პერუ - არგენტინა 1964 წელი ( 328 გარდაცვლილი)

პერუსა და არგენტინას შორის დაპირისპირება 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე გაიმართა, "ალბისელესტე" 1-0 იგებდა, პერუელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ანხელ ედუარდო პაცოს ბიანკიმ გოლი გააუქმა, რასაც ადგილობრივი გულშემატკივრის გაღიზიანება მოჰყვა, ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ, პოლიციელებმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მატჩი ჩაიშალა, გამარჯვება კი არგენტინელებს დარჩათ, 328 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 90 პროცენტი ასფიქსიის გამო.

2) "ნაპოლი" - "ბოლონია" 1955 წელი (152 გარდაცვლილი)

"ნაპოლისა" და "ბოლონიას" შორის მატჩში, მსაჯმა სტუმართა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რასაც "პარტენოპეის" ქომაგთა აღშფოთება მოჰყვა და მოედანზე შეიჭრნენ, გარდაიცვალა 152 ადამიანი, მათგან კი 50 პოლიციის ოფიცერი იყო.

3) "ნოტინგემ ფორესტი" - "ლივერპული" 1989 წელი "ჰილსბროს ტრაგედია" (97 გარდაცვლილი)

1989 წელს ინგლისის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს "ნოტინგემ ფორესტი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ, ამ შემთხვევაში, პოლიციასა და გულშემატკივარს შორის შეტაკებას ადგილი არ ჰქონია, კატასტროფის მიზეზი სტადიონზე ზედმეტად ბევრი ქომაგის ყოფნა და სტიუარდების დაუდევრობა გახდა, რომლებმაც კარიბჭეები იმ სექტორში გახსნეს, რომლებიც უკვე გადავსებული იყო, შედეგად მოხდა ჭყლეტვა, 94 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. თავდაპირველად მომხდარში ბრალი "ლივერპულის" ქომაგებს ედებოდათ, თუმცა 2012 წელს გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ დამნაშავე შეფილდის პოლიციის იმჟამინდელი შეფი იყო, "სქაუზერთა" გულშემატკივრებს კი 23 წლიანი ტყუილის გამო ბოდიში მოუხადეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

გივი ალექსანდროვიჩ
ძალიან ცუდი ამბებია მაგრამ მაშინ ადრენალინი დიდი ექნებოდათ და მაგიტომ მოყვა ამას ამხელ ამბავი
გაგას
ფეხბურთს ხალხი თამაშობს, ასე რომ ხალხი კლავს და არა ფეხბურთი. უტვინობასაც უნდა ქონდეს საზღვარი, ცხოველივით არ უნდა მოიქცე ადამიანი.
dato
მართალია 39 ადამიანი ემსხვერპლა და 5 წელი ინგლისის კლუბები ევროპაზე მოხსნილი იყო .
gaga
ფეხბურთი კლავს! რადგან მაყურებლების აზროვნება თავიდან ფეხებში გადააქვს.
ბმბ
ეიზელის ტრაგედია დაგავიწყდათ? იუვენტუსი-ლივერპული 1-0
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა