ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მატჩის დღე - კვარაცხელია მე-14 შეხვედრაში მერვე გოლის გასატანად!

მატჩის დღე - კვარაცხელია მე-14 შეხვედრაში მერვე გოლის  გასატანად!

მსოფლიო ჩემპიონატის გამო დაჩქარებული საფეხბურთო გრაფიკი ქართველი გულშემატკივრებისთვის მშვენიერი გამოდგა - ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ხილვა ხშირად გვიწევს. უკვე იმაზე ვფიქრობთ, თვით მუნდიალის დროსაც როგორ მოვიწყენთ, როცა "კვარას" შეხვედრების ნახვის შესაძლებლობა არ გვექნება. ნეაპოლელთა მორიგი გაჩერება ისევ "სტადიო მარადონაა", სადაც დღეს, 16 ოქტომბერს (20:00 სთ), იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ლიდერები ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბოლონიას" მიიღებენ.

სტუმართა რიგებში ჩვენთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი, 33 წლის ავსტრიელი ფორვარდი, მარკო არნაუტოვიჩი გამოდის. თუკი მან 11 სექტემბრამდე 6 გოლი გაიტანა, იმის შემდეგ, სანაკრებო შეხვედრების ჩათვლით, 5 "მშრალი" მატჩი დაუგორვდა. ვეტერანი ახლა ტრავმირებულია. ბოლონიელებს 7 ქულა აქვთ და არასტაბილური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა სახიფათოები არიან.

მას შემდეგ, რაც "ატალანტამ" მოიგო, პირველ ადგილზე გადავიდა. "ნაპოლის" 23 ქულა აქვს, გამარჯვების შემთხვევაში კი 2 ქულით გალიდერდება. მოგეხსენებათ, მათ ჯერ მარცხი არ განუცდიათ. ვიქტორ ოსიმენი გუნდს ძალიან ენერგიულად და შედეგიანად დაუბრუნდა, თუმცა სასტარტოში მაინც მშვენიერ ფორმაში მყოფი ჯაკომო რასპადორი უნდა იყოს. ლუჩანო სპალეტის გუნდს, ტრავმის გამო, ანდრე ზამბო ანგისა არ ეყოლება, რაც სერიოზული დანაკლისია, თუმცა ტანგი ნდომბელე ძირითად შემადგენლობაში თავისი შანსის მოლოდინშია. ამირ რაჰმანის არყოფნაში ცენტრალური მცველი 22 წლის ნორვეგიელი, ლეო ოსტიგარდი უნდა იყოს. მოსალოდნელია, რომ მარცხენა ფლანგზე ამჯერად მარიო რუი ითამაშებს და არა მატიას ოლივერა.

ხვიჩა კვარაცხელია მართლაც შეუჩერებელია და მისი კიდევ ერთი კარგი შეხვედრის მოლოდინში ვართ.

ბოლონიელებს სინიშა მიხაილოვიჩი წვრთნიდა, ახლა კი არანაკლებ ცნობილი ექსფეხბურთელი, ტიაგო მოტა თავკაცობს. გუნდის ტაქტიკური სქემაც შეიცვალა და უკანა ხაზში 4 მოთამაშეა. ქართველი გარემარბის წინააღმდეგ უშუალოდ ან 34 წლის ლორენცო დე სილვესტრიმ უნდა ითამაშოს, ანაც 22 წლის ანდრეა კამბიასომ. კვარაცხელიას შეჩერება სტუმართა მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი იქნება.

13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა ყველა ტურნირზე.

• გულშემატკივარი

Liveball.ru ზე უყურეთ წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს!!! უფალი ფარავდეს

• ზურაბ

ვთხოვოთ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას,ვინაიდან ქართველებს ლოდინი არ შეგვიძლია 16-ში დანიშნული თამაში ერთი დღით ადრე ათამაშონ.

• ტარიელი

სად ვუყუროთ, დაწერეთ, ან ლინკი ჩააგდეთ.

• მიშა

თუ შეიძლება ლინკი რომ დადოთ.

• ზაზა

ბიჭოს აგერ უმცროსმა მარადონამ თქვა ოღონდ ნაპოლიმ სკუდეტო მოიგოს და პიცას მაკარონს აღარ შევჭამო ჩემი შეთავაზება უმცროს დიეგოს : თუ ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს აღარც მე შევჭამ პიცას და მაკარონს ხოლო თუ ჩეპიონთა ლიგასაც მოიგებს მაშინ პიცა და მაკარონი ორივემ ჩავანაცვლოთ მეგრული ხაჭაპურით თუ თანახმა ხარ მაშინ კომენტარი გამოაქვეყნე!!!

• დავით

მასე აბა ყოველდღე თამაში მოვთხოვოთ)

• ზაზას

დილით რომ დანიშნონ, დილის მოლოდინში მთელი ღამე არ დამეძინება.

• ზაზა

ბიჭებო ერთი კარგი აზრი მომივიდა მოვთხოვოთ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას რომ ნაპოლის თამაშები დილით გამართოს რატომაც ახლავე აგიხსნით:საღამომდე ლოდინი ძალიან ძნელია როგორც ჩვენთვის ასევე ნეაპოლელებისთვის და ასევე ფეხბურთელებისთვისაც დილაობით კი გავიღვიძებთ თუ არა ეგრევე დაიწყება თამაში ფეხბურთელები დასვენებულები ჩვენც დასვენებულები ნეაპოლი მოიგებს და ყველა კაი ხასიათზე დავდგებით მერე მერე კიდევ კარგადაც ვიმუშავებთ და კარგადაც ვიმხიარულებთ ასე არ ჯობია?

ჩემი ვარაუდით დღეს წააგებს ნაპოლი, არც ისე სუსტი გუნდია ბოლონია და ნაპოლის ამხელა დაუმარცხებელი სერია მგონი ისტორიას არ ახსოვს. თან რამდენი ფრონტზე იბრძვიან. სადღაც აუცილებლად ექნებათ ჩავარდნა სამწუხაროდ. ჯობია დასაწყისში ჰქონდეთ ვიდრე დამამთავრებელ ფაზაში

• ამაშია საქმე

კვარა ნაპოლისთვის ნამდვილი "ჯოკერია".ყოველთვის ელოდები რომ რაღაც მაგარს გააკეთებს.

• ზაზა

ნაპოლი კვლავ გალიდერდა ხვიჩა კვლავ დაფრინავს .ხვალინდელი ამინდის პროგნოზი იტალიაში!და საქართველოში ამაღამ ტკბილ და მშვიდობიან ძილს გისურვებთ!

• 100%

,,რუი ჭკვიანია,,-ს ))))) ზუსტად მასეა, )))) დაბერდა და დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს. საერთოდ რამდენისაა, რუი? ტკბილი სიბერე მომინდომა.)))))))

• კაი რა

ან პირიქით. შეიძლება თავისი აქტიურობით ხელი შეუშალოს.

• მამუკა

დისლაიქები პრობლემა არ არის, მაგრამ ეტყობა ზოგმა ვერ გამიგო რას ვგულისხმობ. ამიტომ მოვიყვან მაგალითს. ტორინოსთან ანგისას მეორე გოლი: ანგისა ბურთით მიდის კარისკენ, მცველი მისდევს და ვერ ეწევა, მეორე მცველს შეუძლია დაზღვევაზე გადასვლა, მაგრამ ხვიჩას უდგას და თავს ვერ ანებებს, ანგისას კი გოლი გააქვს... სხვათა შორის ანგისას პირველ გოლზე, მარიო რუი აწვდის პასს ხვიჩას თავით. შემდეგ ხვიჩას გაჰყავს მარიო რუი პოზიციაზე, რუი აწვდის და ანგისას გააქვს თავით ულამაზესი გოლი. შეგიძლიათ გადაახვიოთ და დატკბეთ. გუნდში რომ რამე ისეთი ხდებოდეს, ეს აუცილებლად აისახებოდა შედეგებზე უარყოფითად. თუ ლაშქარში ერთობა არ არის მაკედონელიც ვერ უშველისო...

• ხვიჩა

ტორინოსთან რუის ერთი პასიც კი არ მიუცია ხვიჩასთვის. ნახეთ ჩანაწერი და დარწმუნდით

• რუი ჭკვიანია

მეც ვერ ვხვდებოდი რატომ იქცევა რუი ასე და მგონი მივხვდი:))) ხვიჩას რომ პასი მისცეს, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ხვიჩა დრიბლინგის მცდელობისას ბურთს დაკარგავს. შესაბამისად რუის მხარეზე განვითარდება შეტევა. ხვიჩას მაინცდამაინც არ ეხალისება დაკარგული ბურთის დაბრუნება და დაცვაში აგრესიული თამაში. ასე რომ რუის აწვება დიდი ტვირთი. 10 ჯერ რომ მისცეს პასი ხვიჩას, 5 ჯერ ხომ დაკარგავს +/-? რუიც აგდებს ბურთს მარჯვენა ფლანგზე და ძალიან შორს. ხვიჩაც და თვითონაც დასვენებული არიან:)

• რაბუ

აი ნაპოლის მარცხენა ფლანგი უფრო მომაკვდინებელი გახდება თუ ტეოს ნაირ ფეხბურთელს შეიძენს განაპირა მცველის ადგილზე, სწრაფს და შემტევი პოტენციალით მდიდარს. ხვიჩასაც კარგად მოამარაგებს და უფრო კომფორტულად აგრძნობინებს თავს

• ბესო შიოშვილი

კარგად და დაკვირვებით დავითვალე და არა მგონია. მეშლებოდეს: კვარაცხელიას დაუგროვდა ზედიზედ 40 დაუმარცხებელი თამაში!!! 20 მარტს ხვიჩას საგოლე პასის მიუხედავად რუბინი განადგურდა ცსკა-სთან და 25 მარტს საქართველოს ნაკრების მაისურით ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გამარჯვება რომ მოიპოვა (საგოლე პასით!), აღარ დამარცხებულა!!! ღმერთმა სულ გამარჯვებით გატაროს ხვიჩა კვარაცხელია!!! შენი გამარჯვება ჩვენი (სრულიად საქართველოს) გამარჯვებაა!!!

• რა მაფიაა

დავაკვირდით და ცოტათი ხდებით... კი ოლივერასავით ხშირად არ აძლევს პასის, მარა ნამდვილად არაა რო საერთოდ არ უყურებს... ზოგადად უნდა ვაღიაროთ მოგვწონს თუ არა, გუნდისთვის რუი უფრო სასარგებლოა და ხვიჩას არ ჩაგრავს, არაა საჭირო სულ ყველა შეტევა ხვიჩათზე გადიოდეს, ასე შეცდომაც მეტი იქნება...

• ნუ პროფესორი, თუ ძმა ხარ

შესაძლოა, ზოგან პენალტის მოპოვება საგოლე პასად მიიჩნეოდეს, მონაცემები აბა სწორია, ზეპირად ვიცით უკვე

• ლევანი

transfermarkt.com-ის მონაცემებით 13 მატჩში 7 გოლი და 7 საგოლე პასია მითითებული, სერია ა-ში 5 გოლი და 4 საგოლე პასი, ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი და 3 საგოლე პასი

• მამუკა

ქართველები ეჭვიანები ვართ. ჩვენ ყველას გვინდა სულ ხვიჩას ჰქონდეს ბურთი, გაგვახაროს და სიამოვნება მოგვანიჭოს... მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია, ნაპოლი კი პროფესიონალური გუნდი. ხვიჩას ან პერსონალურად მეურვეობენ ან ორი მცველი დასდევს (ამ დროს თამაშში რამდენჯერმე თუ მიეცემა შანსი და იყენებს კიდეც. არც თუ იშვიათად უკანაც დაუბრუნებია, როცა შანსი არ ჰქონია), ამ დროს სივრცეები იხსნება და ნაპოლის ფეხბურთელები ხშირად მეტნი აღმოჩნდებიან ხოლმე. ამ დროს ხვიჩას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს. თუმცა მეც ხვიჩას დრიბლინგების, საგოლე გადაცემების და რა თქმა უნდა გოლების ნახვა უფრო მსიამოვნებს. რაც შეეხება მარიო რუის, ვთვლი რომ ნამდვილი პროფესიონალია და მის გარეშე ნაპოლის ძალიან გაუჭირდებოდა.

• tngh

მოასვენეთ ეს ბიჭი... ველოდები მსოფლიო ჩემპიონატს, რომ დაისვენოს ხვიჩამ.

• დააკვირდით, იქნებ მე ვცდები

როდესაც მარიო რუი დგას ხვიჩას ფლანგზე, მარჯვენა ფლანგი უფრო აქტიურია, ვიდრე მარცხენა, ოლივეირა როცა თამაშობს, ხვიჩა უფრო შთამბეჭდავია. ეს მარიო რუი, მიუხედავად გამოსარჩლებისა, ბურთს როცა იღებს, არც იყურება ხვიჩასკენ, ისე გადააქვს ბურთი მეორე მხარეს, ოლივეირა სულ ცდილობს, რომ ბურთი ხვიჩას გადააწოდოს, თუ დაკეტილია ხვიჩა, მერე სხვა გაგრძელებას ირჩევს, მარიო რუი არც იყურება ხვიჩასკენ და ეს არ მომწონს, აქამდე ასე იყო, აწი რა იქნება არ ვიცი, მაგრამ პორტუგალიელი დიდად არ ცდილობს ხვიჩაზე რომ ითამაშოს. არ დაიწყოთ ახლა პირველი ის გამოესარჩლაო.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა