ფოთში მიმდინარე ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშების მთავარ ტურნირში გუშინ ლიდერებმა ქულები გაიყვეს
ფოთში ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშების მთავარ ტურნირში გუშინ ლიდერებმა ქულები გაიყვეს. მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს სამქულიანები: ბაჩანა მორჩიაშვილი-ლევან ფანცულაია, დავით შაჰინიანი (ერევანი)-დავით ზარქუა, ირაკლი ბერაძე-ივერი ჭიღლაძე. მეწინავეთა წაფორხილებით ისარგებლეს კონსტანტინე შანავამ, დავიდ კალაშიანმა, ალა ვახანიამ და ალექსანდრე ყაშაშვილმა, რომლებმაც, შესაბამისად, არტურ ყარაგოზიანი (ერევანი), არმან მიქაელიანი (სომხეთი), დავით ლომსაძე და შალვა ნადირაშვილი დაამარცხეს და მათაც 3,5-3,5 ქულა მოაგროვეს.

დღეს მე-5 ტურში ინტერესს იწვევს ფანცულაია-ყაშაშვილის, ვახანია-შანავას, ზარქუა-მორჩიაშვილის, კალაშიან-ბერაძისა და ჭიღლაძე-შაჰინიანის ორთაბრძოლები.

ალექსანდრიას თასზე ასაკების მიხედვით, როგორც გაუწყეთ, 8, 10 და 12 წლის გოგო-ბიჭებიც იბრძვიან პირველობისთვის.

8-წლიან გოგონებში 4 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ სოფიკო გოგინავა და თამარ ესაძე ლიდერობენ, ბიჭებში შოთა ხოდაშნელი და ნიკოლოზ კაჭარავა მოექცნენ გათამაშების ცხრილის სათავეში.

10-წლიანებში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს გვანცა მარგველაშვილმა, ელენე კოსტავამ და კოკა ბუკიამ.

12-წლიან გოგონებში გუშინ ერთმანეთთან დაზავებით ნახევარ-ნახევარი ქულა დაკარგეს თეა ჭოლაძემ და ნარმინ მამადოვამ, თუმცა ლიდერობა მაინც შეინარჩუნეს. ბიჭებში 4 ქულით პირველ ადგილზეა ირაკლი ახვლედიანი. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვეს ლუკა ლიჩელმა და გიორგი ბოტკოველმა.

დღეს მე-5 ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...