"ქუთაისმა" სუპერლიგის მომავალი სეზონის წინ რიჩარდ მათიაშვილი და დათო ბარბაქაძე დაიმატა
ქართული კლუბები ნელ-ნელა ევროპულ საკალათბურთო კალაპოტს ერგებიან: თუ შარშან ამ დროს ერთ გუნდსაც არ ჰქონდა სამომავლო მოახაზი შედგენილი, წლეულს "სოხუმმა" და "არმიამ" უკვე ჩამოაყალიბეს მომავლის გეგმები.

მათ მსგავსად სუპერლიგის სხვა კლუბებიც სატრანსფერო მიდი-მოდიში ჩაებნენ. აქტიურობს "ქუთაისი", რომელმაც მართალია, ბუბა კვიმსაძე "არმიას" დაუთმო, მაგრამ არანაკლები შევსება მიიღო - დაიმატა დავით ბარბაქაძე, რომელიც გასულ სეზონში შსს-ს ღირსებას იცავდა, ხოლო წინა წლებში თსუ-ში გამოდიოდა.

ქუთათურებმა ცენტრის პოზიციაზე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი, რიჩარდ მათიაშვილი შეიმატეს, რომელმაც შარშან თსუ-სთან ერთად სუპერლიგის ვერცხლი მოიგო.

გასულ სეზონში "ქუთაისში" "ლეგიონერებიც" ირჯებოდნენ - რეზო დიდია, გიგი ბარბაქაძე და ლევან ცეკვავა. როგორც გუნდის თავკაცმა მალხაზ კოხრეიძემ გვითხრა, მათი დარჩენაც გადაწყვეტილია.

- რეზო დიდიასთან, გიგი ბარბაქაძესთან და გოგა ცეკვავსთან ხელახალი კონტრაქტები გავაფორმეთ. მათ გასულ სეზონში დიდი დახმარება გაგვიწიეს და გვინდოდა, მომავალი ჩემპიონატისთვისაც დაგვეტოვებინა. ამის სურვილი თავადაც გამოთქვეს.

- დათო ბარბაქაძისა და რიჩარდ მათიაშვილის ტრანსფერის საკითხი რა სტადიაშია?

- გადაწყვეტილია, რომ გაისად ისინიც "ქუთაისში" ითამაშებენ.

- შემადგენლობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სუპერლიგაში მოკრძალებული მიზნები არ გექნებათ...

- ჩვენი მთავარი ამოცანა ქუთაისში კალათბურთის ღირსეულად დაბრუნებაა, მიზანი - ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება. ვეცდებით, ჩვენი თამაშით საქართველოს ჩემპიონატი გავალამაზოთ.

- "აღმოსავლელ ლეგიონერებს", ალბათ, ახალგაზრდა ქუთათურები დაეხმარებიან.

- რამდენიმე კალათბურთელმა გასულ სეზონშიც დაგვანახა, რომ მათზე დაყრდნობა შეიძლება. ფარქვეშ კარგად ირჯებოდა ავთანდილ ლომინაშვილი, ხოლო თემურ ბაბუნაშვილმა გასული სეზონი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას მოანდომა და ჩემპიონატის ბოლოს ფორმაშიც შევიდა. იგი ასაკის მიუხედავად მეტად გამოცდილია - რუსეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის (16-წლამდე) ფინალი აქვს ნათამაშები. უფრო უმცროსებსაც მივცემთ თავის გამოჩენის საშუალებას - 18-წლამდელთა ნაკრების წევრებს გიორგი ცირეკიძესა და ლევან გრძელიძეს.

- გასულმა სეზონმა, ალბათ მომავლის გზა გამოკვეთა...

- მართლაც ბევრი რამ დავინახეთ: ზოგ ეპიზოდში ევროპული კალათბურთი ვითამაშეთ, იყო ჩავარდნებიც, თუმცა მთავარი ისაა, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "ქუთაისი" საკალათბურთო ელიტას დაუბრუნდა. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენს ქალაქში ბავშვთა კალათბურთი კიდევ უფრო განვითარდეს და ტალანტების ძველი სამჭედლო სრულყოფილად ამოქმედდეს.

I წრე

ქუთაისი-ენერჯი 72:77

არმია-ქუთაისი 78:82

ქუთაისი-სტუ 87:75

შსს-ქუთაისი 90:86 დ.დ.

ქუთაისი-აგრარული 80:67

სოხუმი-ქუთაისი 66:91

ქუთაისი-სამედიცინო 81:76

დინამო-ქუთაისი 56:103

ქუთაისი-ბათუმი 87:98

თსუ-ქუთაისი 63:86

II წრე

ენერჯი-ქუთაისი 57:70

ქუთაისი-არმია 48:65

სტუ-ქუთაისი 66:95

ქუთაისი-შსს 81:68

აგრარული-ქუთაისი 67:73

ქუთაისი-სოხუმი 82:81

სამედიცინო-ქუთაისი 93:70

ქუთაისი-დინამო 93:70

ბათუმი-ქუთაისი 65:80

ქუთაისი-თსუ 100:82

1/4 ფინალი

ქუთაისი-სამედიცინო 95:88

სამედიცინო-ქუთაისი 75:83

1/2 ფინალი

თსუ-ქუთაისი 97:64

თსუ-ქუთაისი 75:87

ქუთაისი-თსუ 66:77

ქუთაისი-თსუ 74:80

მე-3 ადგილისთვის

ქუთაისი-სოხუმი 91:84

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"