დღეს ბათუმში საპლაჟო ჭიდაობაში ვაჟთა და გოგონათა შორის მსოფლიოს პირველობა იწყება, რომელშიც ქვეყნის 12-მდე ნაკრები გამოვა
დღეს ბათუმში საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიოს პირველობა იწყება, რომელშიც 12-მდე ნაკრები გამოვა - საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ნორვეგია, ყაზახეთი, ესტონეთი, შვედეთი, ინდოეთი, უკრაინა, უნგრეთი...

ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც ვაჟები, ასევე - ქალები. თანაც სამივე ასაკობრივ ჯგუფში - ჭაბუკებში, ახალგაზრდებში და უფროსებში. უფრო სწორად, განზრახულია სამივეში ჩატარება, მაგრამ შესაძლოა, მონაწილეთა სიმცირის გამო შეჯიბრების ფორმატი შეიკვეცოს. მაგალითად, ტურნირი დღეს ჭაბუკთა ასპარეზობით უნდა გახსნილიყო, თუმცა უცხოელებს ამ ასაკის მონაწილეთა გუნდები არ ჩამოუყვანიათ და შეჯიბრებაც არ შედგება. მხოლოდ ჩვენი ფალავნები იჭიდავებენ, ოღონდ ეს იქნება საჩვენებელი გამოსვლები და არა საჩემპიონატო ფორმატისა.

ხვალ ახალგაზრდები იასპარეზებენ. ამ ასაკში ჩვენი ქვეყნის ღირსებას რამაზ სურმანიძე, იოსებ ივანიშვილი (ორივე - 60), ირაკლი მოსიძე, ირაკლი მეკეიძე (ორივე - 70), ჯონი ქადიძე, რევაზ ივანიშვილი, სანდრო ამინაშვილი (სამივე - 80), გიორგი გოგრიჭიანი (+80) დაიცავენ. მძიმე წონაში გიორგი ასლანიშვილსაც უნდა ეჭიდავა, მაგრამ ტრავმა აწუხებს და სათადარიგოთი ჩაანაცვლებენ, ოღონდ კონკრეტული ფალავანი დღეს გაირკვევა.

უფროსები ზეგ იჭიდავებენ. აქ ყველაზე ბოლოს უმჩატესი, 70 კილოგრამის მონაწილეთა შემადგენლობა გაირკვა, თორემ დანარჩენები ადრევე იყო ცნობილი. საკონტროლო შეხვედრების შემდეგ მწვრთნელმა ჯემალ კილაძემ 70-ში გიორგი ლობჟანიძე, მამუკა ხოზრევანიძე და მიხეილ ზარქუა დააყენა, სხვა წონებში კი გელა საღირაშვილი, მარად ზოიძე, რამინ ფევაძე (სამივე - 80), ბექა ჭელიძე, არჩილ ქიტიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი (სამივე - 90), გიორგი საკანდელიძე, ლევან ბერიანიძე, გიორგი ნიკურაძე (სამივე - +90) გამოვლენ.

ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ქალებიც, რომელთა შორისაც ძირითადად ადგილობრივი ძიუდოისტები სჭარბობენ, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რამდენი მონაწილით გამოვალთ. საქმე ისაა, რომ ტურნირში ქალთა დეფიციტია - უცხოელებს არც მანდილოსნები ჩამოუყვანიათ. ამიტომ იქმნება საშიშროება, რომ ბევრ წონაში მონაწილენი ვერ მოგროვდნენ და ამ შემთხვევაში იმ წონებში პირველობა საერთოდ არ გაიმართება, ანუ არც ჩვენები გამოვლენ.

სადღეისოდ გარკვეული მხოლოდ ქალთა 60 კილოგრამის საკითხია, სადაც შორენა შარაძე, დარინა აბულაძე და დარინა ცინცქილაძე გამოვლენ. უფროსთა შორის სხვა წონებში მწვრთნელებმა მალვინა ლორთქიფანიძე (70), ირინა ლეონიძე და ლია გვიანიძე (+70) შეარჩიეს, 20-წლამდელებში კი - ცირა აბულაძე (50), სოფიო ბერიძე და ნათია დიასამიძე (ორივე - 60) კი შეარჩიეს, მაგრამ ვნახოთ, მიეცემათ თუ არა მათ პირველობაში მონაწილეობის საშუალება.

შეჯიბრებები ბათუმის პლაჟზე 17 საათზე დაიწყება, 19-საათიდან კი ფინალური შეხვედრებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე