ხვიჩა კვარაცხელიას ჩინებულ თამაშზე უკვე ყველამ კარგად იცით, თუმცა გულშემატკივრებმა ვერ შეამჩნიეს ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი.

"კვარას" ხელზე თეთრი სამაჯური ეკეთა, ზედ კი უსასრულობის ნიშანი და მარიტა ეწერა...

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ფოტო აღებულია Geo Team-ის გვერდიდან

Ანზორი
ძალიან მიხარია რომ ასეთი ბიჭი გაზარდა ქართულმა ფეხბურთმა, ადრე კვარაზე ძლიერი ბიჭებიც მინახავს დინამოში, მსოფლიოს ვარსკვლავად რომ გცნონ, დიდი და ეკლიანი გზა უნდა გაიარო, კარგად დაიწყო,ნამდვილ გზაზე დგას მაგრამ გამოცდილებაა საჭირო, მხოლოდ ბურთის ფლობის ოსტასობა, საგოლე მომენტების შექმნა მთავარია მაგრამ არსებობს ჩრდილოვანი მხარე ფეხბურთში, არსებობენ ფეხბურთელები რომლებსაც მკვლელებს უწოდებენ, ისინი იყვნენ, არიან და სულ იქნებიან, ამიტომ ფიზიკური სიძლიერე აუცილებელი ატრიბუტია წარმატებისათვის, დათო ყიფიანი ძლიერი იყო მაგრამ.......აღარ გავაგრძელებ და კვარაცხელიას არასოდეს ვუსურვებ ასეთ რამეს, ღმერთმა დაიფაროს ეს ბიჭი, მოიძებნებიან არაკეთილის მოსურნეები, საქართველოში მით უმეტეს იტალიაში ან სხვა ქვეყნებშიც, კარგი ბიჭობა დიდი მუშტებით არის დასაცავი.
დავით 67
Spain-ს! ვინ გითხრა არ გააპროტესტოო? მე ვთქვი რომ სპორტულ საიტებზე არ გვინდა თქო. უამრავი საშუალება არსებობს ამისთვის და მეც გავაპროტესტე. აქ სპორტზეა საუბარი. ეგ არი და ეგ!
Spain
შადრევანში ჩასული ბავშვი რომ იქედან მკვდარი არ უნდა ამოგვყავდეს ამას პოლიტიკა რად უნდა? ამის გაპროტესტებაც იმიტომ უნდა შეგვეშინდეს, ვინმემ რაღაც პარტიას არ მიგვაკუთვნოსთქო? მაშინ გამოდის ვერასოდეს ვერაფერზე ამოგვიღია ხმა და მონებივით ყველაფერს შევგუებულვართ.
დავით 67
Spain-ს! მართალი ხარ,მაგრამ ამ პოლიტიკურ თემებს, სპორტულ საიტებზე ნუ გადმოვიტანთ, თორემ ავყროლდებით, როგორც ისინი ( ყველა უკლებლივ,).ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა
zaza
მხოლოდ მაგარი ფეხბურთელი კი არა, მაგარი ადამიანი და ქართველია
ხვიჩა -ღირსეული ქართველი
ხვიჩას ფანები არამგონია რამეს ვერ ამჩნევდეს. ხალხის სახელით ნუ საუბრობთ
გიო
ის არ არის კვარადონა. ის ხვიჩა კვარაცხელიაა. მალე მთელი მსოფლიო სულ უფრო და უფრო ხშირად გაიმეორებს მის სახელს და გვარს. ის შეუდარებელია , ის ვარსკვლავია და გვიხაროდეს ქართველებო. ასეთი ბიჭი გვაჩუქა ღმერთმა.

უმაგრესი თამაში ჰქონდა, მთელი გულით ითამაშა და ბოლომდე იბრძოლა. სიამოვნებას რომ მიიღებდი სანახაობით, ისე ითამაშა. ერთი შენიშვნა მექნება ჟურნალისტებთან, ნუ დასდევთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე,თუ რამის თქმა უნდა საზოგადოებისთვის ისედაც ეტყვის თავისი ინსტაგრამის მეშვეობით. ნუ დასდევთ მის შეყვარებულს ჩართული კამერებით და ნუ აგდებთ უხერხულში, ყველას არ სურს კამერებთან დადგომა და რაღაცეების საუბარი, რასაც მერე თქვენ როგორც გინდათ ისე მოაბამთ ყურს. დამცინავი კომენტარებიც ვნახე, ჰოლოვუდის ვარსკვლავი ხო არაა რომ იმალებაო. შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ,ყველა არ არის აქტიური, სკანდალური, კამერების მოყვარული. თუ ვინმეს კამერასთან დადგომა უნდა ყველას აქვს დღეს სოც. ქსელი და ეს ველურებივით მივარდნა არ არის საჭირო. ალბათ ტყუილად დავწერე, მაგრამ იქნებ რომელიმე ჟურნალისტმა ნახოს
Spain
დისლაიქები ვინც დაგიწერათ ალბათ ემხრობა ბავშვები ასე დაუცველები იყვნენ პარკებში და სათამაშო ადგილებში. ზოგიერთმა ისიც კი იკადრა, მშობელი სად იყო და იქ რა უნდოდა ბავშვსო, თურმე პარკში ვერ უნდა წავიდეს ბავშვი და ყველა ფეხს ნაბიჯზე მახეები უნდა იყოს დაგებული, რომ ბავშვები ასე უბრალოდ მოგვიკვდეს ამ ქვეყანაში. ვგიჟდები როგორ ყველაფრის გამართლება შეუძლიათ ადამიანებს და მერე ამით თავის დამშვიდება.
კახაბერი
უფალმა დაგლოცოს ...ბევრჯერ და მუდმივ გაგეხარებინოს ერი შენი ქმედება - პასუხისმგებლობა- თამაშით...
Gulshematkivari
ხვიჩამ დღეს ძალიან მაგრად ითამაშა. გოლის გატანა კი უნდოდა მაგრამ მარტო გოლი ხო არაა დაგლიჯა ძალიან მაგრად ითამაშა 5 საგოლე პასიც ჩამოარიგა ახალი ზიდანიაო ასე იძახიან უკვე. და ეს მარიტას გულზე გააკეთა. ხელზეც იმიტომ გაიკეთა რომ გოლს თუ ვერ გაიტანდა მაინც დაენახათ და მხარდაჭერა გამოეხატა. მეც ვფიქრობდი მიუძღვნიდა თუ არა გოლს მარიტას ხვიჩა, Xვიჩა რომ მაგას გააკეთებდა ეჭვი არ მეპარება მაგრამ მსოფლიო რომ გაიგებს მაგ ამბავს სირცხვილი არ არი მერე? ეს ხომ დასამალია ეს ქვეყანა, მაგის მიუხედავად ხვიჩა არად ჩააგდო ეს ეროვნული თავის მოჭრა და მაინც აპირებდა რაშიც მართალია. რა უნდა შადრევანში ელექტროობას ნებისმიერ განვითარებულ ქვეყნებში ბავშვები დახტიან შადრევანებში თამაშობენ ამის ვინ საიდან მოიტანა მანდ ელექტროობა მაგის პრეცენდენტი არ ყოფილა მგონი აქამდე. ეს ნაგვები კლავენ ერის მომავალს
ირაკლი
მადლობა ხვიჩა! ჩვენი ტკივილი და სიხარული ერთ განზომილებაში ჩაატიე!
agmsarebeli
კაცი-ხარ-ადამიანი!!!მადლობა-შენს-მშობლებს!!!ერის-გულშემატკივრად-რომ-აგღზარდეს!!!!მარიტას-სიკვდილი-ხომ-ერის-ტკივილია!!!ვინ-იცის-როგორ-ამაყობდა-შენით!!!ნატელში-იყოს-მისი-სული!ამინ!!!შენ-კიდევ-ერის-სადიდებლად-წარმატებებბი!-ხვიჩა!-ანგელოზი-გაზის-მხარზე!-ამიტომ-ტალანტიც-ხარ-ყისმათაც-და-სიკეთისათვისაც-იცლი-რადგან-რასაც-არ-აკეთებ-ღმერთს-სახელით-და-მის-სადიდებლად-აკეთებ!მომავალშიც-მიყევი-უფლის-კარნახს-ბევრი-იშრომე-და-იყავი--ხალხის-გულის-გამხმარებელი-და-ღმერთის-დესპანი-ანგელოზი-არ-მოგცილდება-არასდროს-ღმერთმა-დაგლოცოს!!!!
დავით 67
ყველაფრით დაჯილდოებულია ეს ბიჭი. ნიჭი, შრომისყვარეობა, ადამიანობა და ა.შ
G.LA
ჩვენი ბრილიანტა სულით და გულით ჩვენთან არის ყოველთვის, ისევე როგორც ჩვენ ვართ მის გვერდით. ❤️❤️ვერც მე შევამჩნიე ნაწერი, ისე ეგ ხელსაბამი ნაწერის გარეშე უკეთია ხოლმე და იმიტომ ვერც შევამჩნევდით.
roma bejanidze
შენ გენაცვალე ხვიჩა. შენი გული საქართველოსთვის და ქართველებისთვის ძგერს. ღმერთი გფარავდეს.ღმერთი შენსკენ. შენ ქართველი მოვლენა ხარ. შენ შეგიძლია ყველას მაგალითი მისცე. უბრალოდ ასეთად დაგვიბერდი.მიყვარხარ ძმასავით და მარტო მე არა დარწმუნებული ვარ. არ გიცნობ პირადად მაგრამ თუ ღმერთის ნება იქნება აუცილებლად გაგიცნობ. საქართველოს უყვარხარ ძმობილო. პ.ს. კიდევ ბევრის დაწერა მინდა მაგრამ სამომავლოდ შევინახავ.
რატი
უბრალოდ კარგი ადამიანი.
Oqri
Saocari adamianixaaar
გულშემატკივარი
ისევ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!!! მადლობა ღირსეულო ადამიანო!!! უფალი გფარავდეს!!!
Devkalioni
ხო დღეს ძალიან უნდოდა გოლის გატანა, ყოჩაღ ხვიჩა, ფეხბურთელი ხომ შეუდარებელი ხარ და მაგარი ადამიანიც ხარ.
ირაკლი
შენ გენაცვალე ხვიჩა! ყველაფერში მაგარი ხარ!
ზაზა
ვფიცავარ დილიდანვე ვიცოდი რომ ამისდაგვარ რამეს გააკეთებდა ვფიქრობდი ხომ არ მივწერო რამენაირათ მეთქი მაგრამ ხვიჩა ნამდვილი ადამიანია მას არაფრის შეხსენება არ სჭირდება ყველას ტკივილი გულში აქვს და იზიარებს აფერუმ შენს ვაჟკაცობას . ვაფასებ და გეფერები მამა-შვილურად.პატივისცემით ზ.ანთაური.
ბესო შიოშვილი
კი გამიკვირდა, ხელზე რა მოუვიდა-თქო და ეს სტატია რომ წავიკითხე, პატარა ბავშვივით ჩამომცვივდა ცრემლები ღაპა-ღუპით... ბოდიში, მარიტა, რომ დამავიწყდი საათ-ნახევრის განმავლობაში! იქნებ, რა მომავალი გქონდა და იგივე განცდები შეგეძლო მოგენიჭებინა ამ გაუბედურებული ქართველებისათვის!!. ყველასთან ბოდიშს ვიხდი, რომ კომენტარის ნაცვლად ჩემი ემოციები მოგახვიეთ თავს... პ.ს. კი ვიფიქრე, რა საჭიროა-მეთქი, მაგრამ რახან დავწერე, დავწერე...
ეეე
რომ გაეტანა უფრო მეტად გამოხატავდა, მაგარი კაცი ხარ ხვიჩა.
ანტა
ყველაფერთან ერად მაგარი ქართველი და გულიანი ადამიანი მადლობ ხვიჩა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული