თანამედროვე ჰოკეის ყველაზე ასაკოვანმა ვეტერანმა კრის ჩელიოსმა, როგორც იქცა, აქტიური კარიერა დაასრულა.

თანამედროვე ჰოკეის ყველაზე ასაკოვანმა ვეტერანმა კრის ჩელიოსმა, როგორც იქცა, აქტიური კარიერა დაასრულა. ამერიკელს სულ ორი წელი არ ეყო ლეგენდარული გორდი ჰოუს რეკორდის დასამხობად, რომელიც დიდ სპორტს 50 წლამდე შემორჩა. ჩელიოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "დეტროიტ რედ უინგზში" ბრუნდება, სადაც ზედიზედ ათი წელი ითამაშა. ვეტერანი ამ კლუბის ადმინისტრაციაში დაიწყებს მუშაობას. ეს ინფორმაცია "რედ უინგზის" გენერალურმა მენეჯერმა კენ ჰოლანდმაც დაადასტურა.

"მისვის ჯერ არ გვაქვს თანამდებობა, თუმცა უკვე ვიცით, რომ კრისი ახალგაზრდებს კარიერის განვითარებაში დაეხმარება, - ამბობს გენერალური მენეჯერი. - 2009 წელს, როცა ის ჩვენგან წავიდა, ვთქვი, რომ მასთან მუდმივი კონტრაქტი მექნებოდა. ამა წლის მაისში დამირეკა და მითხრა, რომ მზად არის ჩვენთან სამუშაოდ".

ჩელიოსმა NHL-ში გამოსვლა 1984 წელს, "მონრეალ კანადიენსის" შემადგენლობაში დაიწყო. 26-წლიანი კარიერის განმავლობაში, კანადური გუნდის გარდა "ჩიკაგოს", "დეტროიტისა" და "ატლანტას" შემადგენლობაში ითამაშა. მის ანგარიშზეა 1651 მატჩი, 185 გოლი და 948 შედეგიანი პასი. კრისმა "დეტროიტთან" ერთად ორჯერ მოიპოვა სტენლის თასი (2002, 2008), სამჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მცველი (1989, 1993, 1996), 11-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში". ამერიკის ნაკრებში 1996 წელს მსოფლიოს თასი მოიგო, 2002 წელს კი სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადის ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ლელო

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც