მოგეხსენებათ, გუშინ პარიზში გამართული საღამო მადრიდის "რეალისთვის" წარმატებული გამოდგა, "ბლანკოსის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ "ოქროს ბურთი" მოიგო, "თეთრების" მეკარე ტიბო კურტუამ კი ლევ იაშინის ჯილდო დაიმსახურა, თუმცა ერთმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

გასული წლის საუკეთესო გუნდად "მანჩესტერ სიტი" დასახელდა. ფაქტის შესახებ უკმაყოფილება ვერ დამალა "რეალის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ.

"ვერ ვხვდები, რა კრიტერიუმებით შეირჩა გამარჯვებული, რადგან გასულ წელს მადრიდის "რეალი" საუკეთესო გუნდი იყო. "მანჩესტერ სიტის" პატივს ვცემ და ვულოცავ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პრობლემები შეგვიქმნეს და პრემიერლიგაც მოიგეს, თუმცა მთავარი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები ჩვენ გავხდით" - განაცხადა ანჩელოტიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

Sake
ანჩელოტი მართალია,რეალი უკეთესი იყო
Giga
უმართლებს ძლიერს. ეს ისე მაინც.
soso
სიმაგრე გოლში გამოიხატება და არა თამაშში,მაშინ ნოლით ნოლი რომ დამთავრებულიყო თამაში სიტი უნდა გასულიყო ფინალში, თქვენი აზრით.
sandrex
ბულგარეთმა გერმანიას მოუგო.
გიო
დანარჩენზე შეიძლება კამათი, მაგრამ აი ლივერპულთან ფინალზე რომ მაგას იტყვის ადამიანი, ის ან ძალიან მიკერძოებულია, ან უბრალოდ არ ესმის ფეხბურთი.
გულშემატკივარი
ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ფეხბურთშიც ძალზედ მნიშვნელოვანია რომ ფორტუნამ არ შეგაქციოს ზურგი. ნახევარფინალსა და ფინალში ფორტუნა რეალის მხარეს იყო, ეს ცალსახად ჩანდა.სხვანაირად ახსნა არ აქვს იმას რაც სიტთან და ლივერპულთან მოხდა, რამაც საბოლოოდ მიიყვანა რეალი გამარჯვებამდე.თორემ სიტი მაშინაც და დღესაც რეალზე უფრო სრულყოფილი გუნდია, რაც პროფესიონალების გამოკითხვამაც ცხადყო. გუნდს რომელსაც რამდენიმეწუთიანი შეცდომა ძვირად დაუჯდა, რითაც რეალს ძალიან გაუმართლა.
მამუკა
კევინ ფე ბრუინი იყო ოთხეულში და რაღაც ჯილდო ხომ უნდა მიეცათ, მანეს მისცეს პრიზი, ლევანდოვსკისაც
ლაშა
აბსოლიტურად მართალია სენიორ კარლო!
ლაშა
სიტი და ლივერპული არაფერს წარმოადგენენ პრემიერლიგის ჩათვლით! მხოლოდ ფული და მეტი არაფერია იქ...
Nick
ვერ დაგეთანხმები, საუკეთესო გუნდი თუა ნახევარფინალიდან არ გამოვარდებოდა. საბოლო შედეგი წყვეტს ფეხბურთში ყველაფერს. 5 წუთი რომ დაკარგა კონცენტრაცია უკვე გუნდის სისუსტეა და რეალი იმათაა უკეთესი ის 5 წუთიც კი საკმარისი იყო მოსაგებად, ლივერპულთანაც ანალოგიური, მხოლოდ ერთი შანსი იყო საკმარისი თამაშის მოსაგებად და კარში ბურთი ჯიუტად არ შედიოდაო უხერხულია ამის თქმა, მაქსიმუმ ორი ბურთი იყო რაც შედარებით სახიფათო იყო და ორივე კურტუამ აიღო დამაჯერებლად, მანდ გამართლება რა არის არ გაუგებარია
G.LA
ფეხბურთში ანგარიში მეტყველებს მოგებას და არა ბურთის ფლობა. სიტიმ აჯობა მთელი თამაში, მარა ის გარკვეული მონაკვეთი რაც დასჭირდა რეალმა მოუგო და საკმარისი აღმოჩდა. სიტიმ თუ პრემიერ ლიგა მოიგო, რეალმა ჩემპიონთა თასი და ლა ლიგა მოიგო. აგერ ბენზემა სუკეთესოდ აღიარეს და კურტუა საუკიეთესო მეკარედ. მახსენდება თამაშები საქართველო მოლდოვა. მაშინ ქინქი, შოთა, ქეცბაია, ჯამარა და რა ვიცი მთელი იმ თაობის მართლა ნიჭიერი ბიჭებით დახუნძლული გუნდი გვაყავდა. ხოდა ყველა დარწმუნებული ვიყავით რომ მოუგებდით აუვცილებლად. მთელი თამაში ვესხედით და 0-1 წავაგეთ. იქ კიშინიუვშიც დარწმუნებული ვიყავი ჩვენების გამარჯვებაში და რა? 2-3 წავაგეთ. ახლა ვიძახი ჩვენ ძალიან ვჯობნიდით ყველნაირად, შემადგენლობითაც და თამაშითაც, მარა ორივე თამაში მოგვიგეს და 6 ქულა იმათ აიღეს. ზუსტად ის 6 ქულა რომ გვქონოდა ბულგარეთს ვაჯობებდით და ჯგუფიდან გავდიოდით, რადგან უელსს ორივე მოუგეთ და ბულგარეთს სახლში. ახლა თვალეთ სიტი იყო მაგარი რელაზე თუ საქართველოს ნაკრები მოლდოვაზე.
თომა
რეალი = გუნდი იღბლის ბუკეტი!!! უბრალოდ სხვას ვერაფერს ვუწოდებ. 5 წუთი სიტმა კონცენტრაცია დაკარგა და ამით გაუმართლა რეალს და გაუტანა 2 გოლი, ოვერტაიმში კი უკეთესი იყო.ეხლა ზოგი იტყვის აქ რომ, იმ შეცდომასაც გამოყენება უნდაო და აქაც არის სიმართლის მარცვალი. ავიღოთ თუნდაც ფინალი ლივერპულთან, რეალმა ერთხელ (!) დაარტყა კარში ბურთი და ისიც გოლი გავიდა ხოლო რეალის კარში ბურთი ჯიუტად არა და არ შედიოდა. აბა რა არის ეხლა ეს, თუ არა გამართლება? და ასეთი რამდენი გინდა. რა თქმა უნდა სიტი უკეთესი გუნდი იყო გასულ წელსაც და წელსაც, ვიდრე რეალია.იქ სადაც ხმას აძლევენ, სულელები კიარ არიან, ფეხბურთი კარგად ესმით. ასე რომ რეალის გულშემატკივრებმა არ იწყინოთ.
ქიტესა
ჩემპიონთა ლიგა იმისაა, რომ გამოავლინოს ევროპის საუკეთესო კლუბი. თუ არადა, რა აზრი აქვს ამ ლიგას ?
ზურა
არა რა უნამუსობასაც ხო აქვს საზღვარი, სიტიმ პრობლემები შეგვიქმნაო:)))) სიტიმ თავის თავს შეუქმნა პრობლემები, თორემ რეალი რა შუაში იყო მაგ ორ თამაშში?! კი ბატონო მოიგო ლიგა რეალმა და მშვიდობაში მოიხმაროს, მაგრამ სიტი შარშან და წელსაც უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე რეალი და არამგონია ვინმემ ვინც ის ორი თამაში ნახა თქვას რომ რეალი უფრო მაგარი იყოო, რეალის გულშემატკივრებს არ ვგულისხმობ. პ.ს. არც ერთი გუნდის გულშემატკივარი ვარ და არც ბარსელონასი:))
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას