დღეს, 18 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 21-წლამდელთა ევრო 2023-ის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.

A ჯგუფი - საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები

B ჯგუფი - რუმინეთი, ესპანეთი, ხორვატია, უკრაინა

C ჯგუფი - ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი

D ჯგუფი - ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

საქართველო:

ბათუმი, "ბათუმი არენა": C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი

ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით.

qomagi
ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა საქართველოს ნაკრები.
კვანტალა
სულ ერთი თუ ორ ფეხბურთელს აქვს უფლება დაემატოს 21-წლამდელთა ნაკრებს, ასე რომ ტყუილად ნუ გვექნება იმები ჩვენი ნაკრების ლიდერებს ყველას ექნება უფლება ითამაშოს ასაკის გამო. აზაროვი გასაგებია,მაგრამ ლოჩოშვილი???....მგონი უკვე 24 წლისაა..
Tengo
17-ში და 20-ში ევროპის ჩემპიონატის ორი შესარჩევი თამაში აქვს ეროვნულს გარეთ კვიპროსთან და შოტლანდიასთან. 21-ში, 24-ში და 27-ში ახალგაზრდულის თამაშებია თბილისში. აღარ ვამბობ არაფერს შესაძლო 1/4 ფინალზე და ასე შემდეგ. სანამ ყველაფრის მოგებას დავაპირებთ აბა ვის აქვს ამ ამოცანის ამოხსნა? ფაქტია რო მამარდაშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია (თუ არ გამომრჩა არავინ) ორივე ტურნირზე ვერ ითამაშებენ.
Tbilis
24 clisaa lochoshvili
მოსეხონელი
21წლმდე თუ 23მამდე.ზურიკო ხვიჩა მამარდა ლოჩო მგონი არანკლები გუნდი გვეყოლება საზანოვიც ძლიერ ჩანს მოკლედ უნდა ვიბრძოლოდ შედეგებისთვის
Tete1234
ამ გუნდს კვარა მამარდა დავითა დაემატება და ერთერთი ფავორიტია
ზურა
არ ვიცი ფედერაცია და მწვრთნელები რას გეგმავენ მაგრამ ვფიქრობ რომ ყველა ის ფეხბურთელი ვინც არის ეროვნულში და ასაკით ეკუთვნის თამაში 21 წლიანებში ყველა უნდა დაიმატოს ახალგაზრდულმა რადგან ჩვენთან ტარდება ასეთი ტურნირი არის ძალიან რთული ჯგუფი და მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ ძალების რომ ღირსეულად გავიდეთ თორე ამ ნაკრებით რომ გავიდეთ რაც არის ახლა 21 წლიანებში ამ ჯგუფში ძალიან დავიჩაგრებით თუ ეროვნულიდან არ დავიმატებთ ბიჭებს ძაან დაგვჩაგრავენ და სალხში ვთამაშობთ და ღირსეულად უნდა ვითამაშოთ მთელი ძალებით.
ლევან
თუ ეროვნულიდან დავიმატებთ ფეხბურთელებს მამარდას კვარას მიქაუტაძეს წიტეიშვილს აზაროვს და დავითაშვილს ნუ იმათ ვისაც შეუძლიათ თამაში მაშინ რაღაც შანსი გვექნება რომ ვიბრძოლოთ ამ ჯგუფში მაგრამ თუ ამ შემადგენლობით გავალთ რაც გყავს ამ ეტაპზე 21 წლიანებში ნულოვანი შანსი გვაქვს ამ ჯგუფში ძალიან ძლიერი ნაკრებები არიან განსაკუთრებით პორტუგალია.
დავით 67
აუფ.რა საშინელებაა!
romandro
17-ივნისი კვიპროსი-საქართველო...20-ივნისი შოტლანდია-საქართველო
gio
17 და 20 ივნისს არის ეროვნული ნაკრების თამაშები. ასე რომ, იმის გათვალისწინებით რომ 21-წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისს იწყება, სულ მცირე, მეორე თამაშიდან მაინც ითამაშებენ ჩვენი ნაკრების ბიჭები სხვა 21-წლამდელებთან ერთად.
ვანჩოპე
კვარა გვყავს და ბიჭები.ნებისმიერი გამოუშვით.ოყონდ ნაკრების კალენდარს ემთხვევაო დაიწერა და რა უბედურებაა თუ მართლა ასეა
მმმმ
კახა ბრატ საფრანგეთი და იტალია რომაა ის ჯგუფი სუსტია?
კახა ქ.
ამაზე რთული ჯგუფი არ არსებობდა
beqa
ესეთი დილემაა ნორვეგიას უნდა მივასკდეთ მოსაგებად, კვიპროსიდანაც სამი ქულა! დავითაშვილი, წიტაიშვილი ,აზაროვი, კვარა მიქაუტაძე, კვიპროსის მერე ახალგაზრდულში წამოვიდნენ 5 დღე ექნებათ მოსამზადებლად. აქ ერთი დილემაცაა შეთამაშების პრობლემა როგორ გადაიჭრება. რაც შეეეხება შოტლანდიაში ჩაკვემ უნდა ილიდეროს. მე ესე ვხედავ ამ პრობლემას.
ვერ გავიგე
ვერაფერი გავიგე - ანდორა ლიხტენშტაინი ეტაპზე ვერ ხვდება, ჩვენც მასპინძლობის გამო ვართ აქ, ვინღა უნდა მოხვედრილიყო ჩვენს ჯგუფში სხვა? მომავალ მსოფლიო ვარსკვლავებს ვნახავთ სტადიონზე და მაგათ ვეთამაშებით, ერთ ფრესაც ალბათ მოვახერხებთ, რა გინდათ ? ეგრევე ჩემპიონობა? სიამოვნებით
Gia
Azri araaq vin shegvxvdeboda,svanaze mainc verafers izavda.svanadze sad naxes,germaneli da frangi mwvrtnelebi qveyanaa,an vafshe shotize miecat gundi.erti tamashis mogebac ki gachirdeba.
ანტა
რა იყო ვინმეს რამე დავუშავეთ რა არის ეს?
Givi
Martla ranairad daamtxvies 20 shi nakrebi shotlandiashi tamashobs da 21 shi axalgazrduli portugaliastan...mogviwevs erterti matchis pirwmindat chagdeba samwuxarod...
beqa
საშინლად ძლიერი ჯგუფია! თან კალენდარიც ისეთი შეადგინეს ნაკრების თამაშები ემთხვევა...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ