ქართველი ფიბას მსაჯები და კომისარი აქტიურად ჩაებნენ ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში. ოქტომბრის თვის მეორე ნაწილის დანიშვნებში თითოეულ მათგანს 2-2 მატჩზე მოუწევს მომსახურება, რომელთაგან უახლოესი 2 შეხვედრა დღეს გაიმართება. ერთადერთი ქართველი ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ფიბა-ევროპის თასზე ისრაელის ქალაქ კფარ ბლუმში "ჰაპოელისა" და გერმანული "ბამბერგის" მატჩს მოემსახურება, ხოლო კირილე თვაური ამავე ტურნირის შეხვედრას რუმინეთში, "ორადეასა" და ბულგარულ "რილსკის" შორის იმსაჯებს. ორივე მათგანს 27 ოქტომბერს კიდევ მოუწევს ფიბას მატჩების მომსახურება, ხოლო მიხეილ ვართანოვი საქმეში 26 ოქტომბერს ჩაებმება. მას ორივე მატჩის მსაჯობა ისრაელში – ქალაქებ კფარ ბლუმსა და რამლაში მოუწევს.

გაეცანით იმ მატჩების სრულ სიას, რომლებსაც მიხეილ ვართანოვი, კირილე თვაური და მერაბ რატიშვილი მოემსახურებიან.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

26 ოქტომბერი. ფიბა-ევროპის თასი. კფარ ბლუმი (ისრაელი)

ჰაპოელი გალილ ელიონი (ისრაელი) – ხემნიცი (გერმანია)

27 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. რამლა (ისრაელი)

რამლა(ისრაელი) – ჰათაი (თურქეთი)

კირილე თვაური (მსაჯი)

19 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. ორადეა (რუმინეთი)

ორადეა (რუმინეთი) – რილსკი (ბულგარეთი)

27 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. აშდოდი (ისრაელი)

მაკაბი აშდოდი (ისრაელი) – დიორი (უნგრეთი)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

19 ოქტომბერი. ფიბა-ევროპის თასი. კფარ ბლუმი (ისრაელი)

ჰაპოელი გალილ ელიონი (ისრაელი) – ბამბერგი (გერმანია)

27 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. გაზიანთეფი (თურქეთი)

გაზიანთეფი (თურქეთი) – გმუნდენი (ავსტრია)

GBF

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო