საფეხბურთო შემოდგომა საკმაოდ სწრაფად გარბის და შორს არც მსოფლიო ჩემპიონატია (20 ნოემბრიდან). არსებული დატვირთული პერიოდის განმავლობაში პირველად მოხდა - იმ კვირაში, როცა ევროტურნირები ისვენებს, იტალიური კლუბები არც საკუთარ ჩემპიონატში თამაშობენ (თასის გათამაშება დაიწყო). ყველაფერი ეს ხვიჩა კვარაცხელიას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, მუნდიალის მიმდინარეობისას კი მოთამაშეებს, რომლებიც იქ არ მონაწილეობენ, განსხვავებული მომზადება ექნებათ. ნეაპოლელთა თითოეული მატჩის მიმართ საქართველოში დიდი ინტერესია და ჩვენც უახლოესი ამბები განვიხილოთ.

უპირველესი გამოცდა ერთ-ერთი ყველაზე რთულია, რაც აქამდე ყოფილა. "სტადიო ოლიმპიკოზე" ქართველი გარემარბის გუნდმა "ლაციო" უკვე (2:1) დაამარცხა და გამარჯვების გოლი ჩვენებურმა გაიტანა, თუმცა ამავე სტადიონზე ჟოზე მოურინიოს "რომასთან" თამაში, რომელიც ოთხეულში შევიდა, იოლი არ გამოვა. "ჯალოროსი" კარგი პრესინგით გამოირჩევა, ბევრი არ გააქვს, მაგრამ ცოტასაც უშვებს. "რომა" 3-მცველიანი ტაქტიკით ასპარეზობს და კვარაცხელიას ირგვლივ 2 ფეხბურთელი იტრიალებს, "განსაკუთრებულად" წოდებული მოურინიო კი ეცდება, ჩემპიონატის ლიდერი შეაჩეროს, რისთვისაც სპალეტის გუნდის ლიდერების ნეიტრალიზება დასჭირდება. ეს შეხვედრა კვირას, 23 ოქტომბერს (22:45 სთ), გაიმართება.

ამის შემდეგ (ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, 23:00 სთ) "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსს" მასპინძლობს. ხვიჩას გუნდს პლეი-ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს, თუმცა, თუკი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება სურს, "ლივერპულთან" ბოლო ტურის წინ 3-ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. თუ არა ამ მატჩში, როდისღა უნდა ვიხილოთ ექსპერიმენტები სპალეტის მხრიდან, რთული სათქმელია. ამავდროულად, შესაძლოა, "დიდ შესვენებამდე" გუნდი "ერთი ამოსუნთქვით" მივიდეს.

შაბათს, 29 ოქტომბერს (17:00 სთ) კი, ნეაპოლელები ისევ "სტადიო მარადონაზე" ითამაშებენ, ამჯერად "სასუოლოს" წინააღმდეგ, კვარაცხელიას პირისპირ კი გერმანელი ჯერემი ტოლჯანი დადგება. ამას ისევ ჩემპიონთა ლიგა და "ლივერპულთან" უკანასკნელი ტური მოჰყვება. ამ დროს ევროპაში უკვე საათი გადაიწევა და ეს დაპირისპირება 1-ელ ნოემბერს, 23:59 საათზე დაიწყება.

ამის შემდეგ სერია "ა"-ში 3 ტური ჩატარდება, რის შემდეგაც შესვენება 4 იანვრამდე გამოცხადდება. მოგეხსენებათ, ნეაპოლელები მე-2 ადგილზე მყოფ "ატალანტას" 2 ქულით აღემატებიან. არავინ იცის, მანამდე სატურნირო ცხრილში რა მდგომარეობა იქნება, ეს გუნდები კი 5 ნოემბერს (21:00 სთ) ბერგამოში ითამაშებენ. დღევანდელი გადასახედიდან, ეს ამ ეტაპის ცენტრალური მატჩია.

რა იქნება შემდეგ? 8 ნოემბერს (21:30 სთ) "ემპოლისთან" საკუთარ მოედანზე თამაში. ფაბიანო პარიზიმ "კვარას" შეჩერებაზე კი ისაუბრა, თუმცა ჩვენებურთან უშუალო დაპირისპირება მას არ მოუწევს.

ნეპოლური კლუბი მე-15 ტურის შეხვედრასაც (12 ნოემბერი, 18:00 სთ) საკუთარ არენაზე, "უდინეზეს" წინააღმდეგ ჩაატარებს. ბოლო წლებში "ნაპოლი" უდინელებს ძალიან იბრიყვებს და ახლაც მსგავსი რამაა მოსალოდნელი. ნოემბერს "კვარა" საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩებით დაასრულებს.

დარჩება 4 გუნდი, რომელთაც კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები პირველი წრის ბოლომდე უნდა შეხვდნენ, თუმცა ყველაფერი ეს უკვე 2023 წელს მოხდება - "ინტერი", "იუვენტუსი", "სამპდორია", "სალერნიტანა".

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" 10 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს (ბურთების შეფარდება - 25:9) და იტალიაში ლიდერია, ამავდროულად კი, ჩემპიონთა ლიგაზეც უდანაკარგოა (12 ქულა).

რაც შეეხება კვარაცხელიას - 14 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას.

დავით 67
ერთი ამ ფეხბურთის მკვლელის გუნდს მოუგებდნენ ( მაურინიოს ვგულისხმობ) და მერე თუნდაც ჭ კლასის გუნდთან წააგონ
ქ. გ.
ხვიჩას პოპულარობის მაგალითი https://www.corrieredellosport.it/news/calcio/fuori-dal-campo/2022/10/20-98720696/kvaratskhelia_e_l_improvvisa_popolarita_la_domanda_sul_georgiano_nel_quiz_di_gerry_scotti
ქ. გ.
ხვიჩას როლი ნაპოლის გუნდში https://www.tuttonapoli.net/rassegna-stampa/i-cdm-i-su-kvara-si-mette-il-napoli-sulle-spalle-e-rompe-l-inerzia-delle-gare-519893
იღბალო
საჭირო და კარგი სტატიაა!!!
ქ. გ.
მამარდაშვილით იუვენტუსი დაინტერესდა https://www.gazzetta.it/Calcio/Calciomercato/Juventus/20-10-2022/juve-blitz-spagna-occhi-mamardashvili-il-portiere-futuro-450717809179.shtml?cmpid=shortener_6ebb3479Qh
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა