Calciomercato წერს, რომ პრემიერლიგის გრანდები "სიტი" და "ლივერპული" "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესდნენ.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ეს გუნდები ჩვენების განვითარებას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ.

ხვიჩამ "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს თავი უკვე დაამახსოვრა. მან ჩემპიონთა ლიგაზე "მერსისაიდელთა" წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, ერთი შეხვედრა კი 26 ოქტომბერს უკვე "ენფილდზე" ელის.

თავის მხრივ, "კვარას" გაყიდვას ნეაპოლელები არ იჩქარებენ. როგორც გუშინ ვწერდით, კლუბის მიზანია, ქართველს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივოს, ხელფასი გაუზარდოს და ამ ნაბიჯით მსოფლიო გრანდები დააფრთხოს.

temo
ყველაფერს წყვეტს დიდი ფული რაც არ უნდა ვისურვოთ გულშემატკივრებმა.ხოლო ყველაზე დიდი ფული ინგლისში ტრიალებს.მხოლოდ რეალი,პსჟ და ბაიერნი უწევენ კონკურენციას.საუბედუროდ ბარსა უკვე ვეღარ.ნაპოლისნაირ გუნდში როგორც კი ვარსკვლავი გამოჩნდება დიდი დიდი ორი წელი დაიტოვონ იმიტომ რომ გადაუხდიან 10-ჯერ მეტ ხელფასს და მორჩა.ასე იქნება ხვიჩას შემთხვევაშიც.რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატებს,ინგლისი ყველაზე საინტერესოა.აბა საფრანგეთი სუფთა ჭაობია როდესაც პსჟ-ს წინააღმდეგობას საერთოდ ვერავინ უწევს.მოკლედ თუ ასე გააგრძელა ხვიჩა მაქსიმუმ 2 წელი დარჩეს ნაპოლიში.
Ზაზა
ინგლისური პრემიერ ლიგა, მხოლოდ ხელფასით არის საინტერესო, თორემ ფეხბურთი პრიმიტიული - დაარტყი! გაიქეცი!
Carlos.Tevez11
ინგლისის პრემიერლიგა როდიდან გახდა ფეხბურთელისთვის საზომი? რომელი ფეხბურთელი ჩამოგითვალო ოქროს ბურთის მფლობელი წასულიყოს და აღიარება მოეპოვებინოს ინგლისში თუ ნაკრები ჰყავთ წარმატებული? სიტი და პსჟ ფულის მანქანები არიან და მაინც ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევენ. ესპანური და იტალიური კლუბები ინგლისურ კლუბებზე მეტ ტიტულს ფლობენ. რომელი გინახია ცნობილი ფეხბურთელებიდან პრემიერლიგაში წასულიყოს? მარადონა, კრუიფი, რონალდო, რივალდო, ზიდანი, ფიგუ, რ. კარლოსი... პრემიერლიგაში თვით ჩემპიონთა ლიგაზე მეტი ფული ტრიალებს და ინვესტიციის და მენეჯმენტის გამართული მუშაობის ხარჯზე ცდილობენ ცნობილი ფეხბურთელების მოზიდვას, მაგრამ ყოველგვარი ცდა ამაოა. რადგან ინგლისმა ფეხბურთი მოიგონა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვარსკვლავებს წყვეტს. ბრაზილიელები და არგენტინელები უფრო ლა ლიგასა და სერია ა-ში თამაშობენ. აგუეროო რომ იძახი, მას უკვე აღარ შეეძლო და ინგლისში აგორა ბურთი მსგავსად ძოლასი. რა ჩემპიონატის დონეზე ლაპარაკობ, თავად მოდი აზრზე. გვყავდა მანდ ქინქლაძე და ქეცბაია, მაგრამ რა მერე, ნაკრებს ჰქონდა წარმატებები, ასევე იყვნენ ხიზანა, ნემსო... ქინქლაძე სულაც ვან გაალმა ბარსაში სინჯებზე წაიყვანა და დაიწუნა! ტექნიკური ფეხბურთელებისთვის ინგლისი არ ვარგა და შენ იძახი იქ უნდა შეძლოს რომ გაქაჩოსო?! რა ნაპოლიში რომ ქაჩავს ლივერპულმა მოუგო? ლივერპულმა კი სულაც შენს ნაქებ სიტის მოუგო და ლოგიკავ მემგონი უნდა ხედავდე! პლატინის აქვს ნათქვამი ზიზუსა და ანრის შედარებაზე რომ ჰკითხეს და მან უპასუხა, თუ იტალიაში ან ესპანეთში არ ითამაშე, დიდ ფეხბურთს ვერ ეზიარებიო! არის ერთი პარადოქსი, ინგლისის ყველაზე აუტსაიდერ კლუბს იუვენტუსზე მეტი შემოსავალი აქვს და რა მერე, ხედავ აქ ლოგიკას? ინგლისში მხოლოდ დიდი ფული ტრიალებს და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია და ეს თუ შენთვის მწარე სიმართლეა კოკა-კოლა დალიე!
ლაშა
ძლივს არ გამოჩნდა მსგავსი წარმოდგენის პირი! მეც ამას ვამბობ, გაუგებარ ინგლისურ ფეხბურთს თვითონ მათ ვერ გაუგეს, მათი ნაკრები ხელმოცარულია! არაფერი არ ესაქმება ქართველს, ბრაზილიელს და არგენტინელს იქ. ბევრად უფრო პროდუქტიული მგონია ესპანეთის ლა ლიგა ან იტალიის სერია ა, თორემ კი იყვნენ ამ ლიგებს გარდა ძველად ჩვენი ფეხბურთელები და რას მიაღწია ჩვენმა ნაკრებმა კი ვნახეთ...
ლაშა
არანაირად არ იქნება კარგი ტრანსფერი!
1
კი ლივერპულში უფრო ჯობია, ან გვარდიოლა თუ ჩამოვა ოდესმე ნაპოლიში
Carlos.Tevez11
შენ გერევა. გერმანია არის ქართველებისთვის ყველაზე საზიზღარი ჩემპიონატი. მანდ ქინქლაძე არ გაახარეს .ინგლისი პირიქით. ქინქლაძე აგუერო კარლოს ტევესი მასკერანო მაქსი როდრიგესი ფერან ტორესი ლუის სუარესი კიდე რამდენი ჩამოგითვალო. გვარდიოლას მანჩესტერ სიტი და ლივერპული საუკეთესო გუნდებია დღეს მსოფლიოში, ყველაზე მაღალი ხარისხის ლიგაა პრემიერლიგა განსაკუთრებით ფიზიკასა და სისწრაფეში. 2 წელი მაინც ვინ ითამაშებს პრემიერლიგაში მაგარი გავარჯიშებაა ისეთ დონეზე ავა მერე თავისუფლად წამოიხევს მერე ნებისმიერ სხვა ლიგაში. ქართველი ახალგაზრდა როცაა ალბათ ჯობია ესპანეთში ან იტალიაში, მაგრამ მიზანი უნდა იყოს პრემიერ ლიგის დონეზე ასვლა და საერთოდ ყველაზე მაღალი დონეა ინგლისში ყველანაირად. ევროპული ფეხბურთის ცენტრი და ძირითადი "ქარხანა" ინგლისია და ყოველთვის იქნება. ფეხბურთის სამშობლოა ბოლო ბოლო და აზრზე მოდი რეებს იძახი, მანდ ფეხბურთით ცხოვრობენ და ყველაზე საფეხბურთო გარემოა. ბრაზილია სხვაა ეგ მათხოვარი ქვეყანაა მანდ სათამაშოდ და კარიერისთვის ვერ წახვალ. ცენტრი ევროპაა და ევროპაში პრემიერ ლიგა. მთავარია კაცი იყავი და ყველგან ითამაშებ
ლაშა
ეს პრემიერლიგა ძალიან არ მევასება რა. ვფიქრობ ბრაზილიელს, არგენტინელს და ქართველს იქ არაფერი ესაქმება! დაბეჯითებით მჯერა, რომ ესპანეთი და იტალი ბევრად უკეთესია განვითარებისთვის, ვიდრე გაურკვეველი ფეხბურთის სტილს მიმდევარი ინგლისის პრემიერლიგა, სადაც მორბენალი ფეხბურთელები თამაშობენ!...
დავით 67
სულ ერთიდაიგივე ქვეყნის ერთიდაიგივე გუნდები გრანდები რატომ უნდა იყოს? არ მოგბეზრდათ? არ შეიძლება სხვა გუნდიც რომ გრანდად გადაიქცეს? დღეს ნაპოლის ყველა გუნდის დამარცხება შეუძლია, რითაა სხვაზე გუნდზე ნაკლები?. მარტო იმიტომ არ ვამბობ რომ თამაში არ წაუგია. ხვიჩაც და ოსიმენიც სუპერგანდები არიან
ზაზა
მართლაც ხვიჩას წაყვანაზე არ ინერვიულოთ პატივცემულო გვარდიოლა და პატივცემულო კლოპ ის თავისით ჩამოვა ჯერ ენფილდზე ძალიან მალე და თუ მაგარი ბიჭები ხართ დახვდით და გაზაფხულზე მანჩესტერშიც თუ ჩემპიონთა ლიგაზე გაქაჩავთ იქამდე და თვითონვე დაელაპარაკება თქვენს გუნდებს ქართულ ენაზე ასე რომ ცოტაც მოითმინეთ!!!
სამართალი
საფრანგეთის რეიმსი სჯობია, ერთ დროს გრანდი იყო.
პროფესტო
თუ სიტი გრანდია, ნაპოლი გრანდი არაა? რა ლოგიკაა? მთავარია მაგარ გუნდშია და იქ უნდა დარჩეს! მანჩესტერ იუნაიტედი სად არის ვერ ხედავთ? ეძახეთ გრანდი. მართლა გრანდ ლივერპულს რა უქნა ნაპოლიმ კი ვნახეთ!
რაბუ
ისე სიტიზე რა აზრის ხართ? კარგი ტრანსფერი იქნება ?
ვაჟა მასწავლებელი
ქართული ცეკვის ფერხულის მეგრული ვარიანტით, რომელიც ხან მესხის, ხან მეტრეველის, ხან ყიფიანის, ხან გუცაევის და ხან დარასელიას მოძრაობებს გვაგონებს, ხვიჩა - კვარა აკვირვებს და იპყრობს საფეხბურთო სამყაროს. ხვიჩა ჯერ-ჯერობით სრულად - ბოლომდე არ გახსნილა და უფრო გასაოცარ თამაშსაც გვაჩვენებს მომავალში, ამიტომ ჯობია დარჩეს და განვითარდეს იქ სადაც არის, სადაც მწვრთნელმა, გუნდმა და მაყურებელმა უკვე აღიარა და შეიყვარა. იგლისელებს კი ვურჩევდი: საქართველოში თვითონ აღმოაჩინონ, შეარჩიონ, გამოზარდონ და განავითარონ სხვა საფეხბურთო ტალანტები, რომლებიც უფლის შემწეობით არიან და კიდევაც იქნებიან.
ქიტესა
მოდით წელს ამ ქვეყნებმა დაამტკიცონ, რომ ნაპოლიზე ძლიერები არიან და გეგმები მერე დააწყონ.
კახა
თავი ზღაპარში მგონია,ეს რა ამბები დაატრიალა კვარამ!
რეზო
ინგლისური გუნდების დედაც. იყავი, სადაც ხარ და მოიგო სკუდეტო. თუ შემპიონთა ლიგას ვერ გამოკრავ ხელს და გუნდი დდაისლება, წადი რეალში
შეტევა
ხოსეპისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ხვიჩას კლოპი უფრო მოუხდება.
გია
ხვიჩა, იპყრობს ევროპას!!!!!!!!
კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
სალიბას გრანდების რიგი დაუდგა - "სიტის" ტრანსფერის განხორციელება ამ ზაფხუსლვე სურს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
"უნდა წავიდეს, ისე თამაშობს, თითქოს 150 სმ-იანი იყოს" - The Sun "ლიდსთან" მატჩის მერე, მამარდაშვილის მიმართ "ლივერპულის" გულშემატკივრების კომენტარებს აქვეყნებს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ედერსონი მიდის - "სიტი" ზაფხულში ბრაზილიელი მეკარის შემცვლელს დაიმატებს
ფასები განახლდა - კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
"სიტი" ედუარდო კამავინგას გადაბირებას შეეცდება
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა