ტრაგედიით დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი სპორტულ საუნაში (!!!).

ტრაგედიით დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი სპორტულ საუნაში (!!!). ამ უცნაურ სპორტის სახეობაში პლანეტის პირველობა ფინეთის ქალაქ ჰეინოლაში (138 კილომეტრი ჰელსინკიდან) გაიმართა და სასიკვდილო შემთხვევა ფინალურ დუელში დაფიქსირდა.

ჩემპიონატმა შეიწირა რუსი ვლადიმერ ლადიჟენსკი, რომელიც ფინალში მასპინძელ ტიმო კაუკონენს ხვდებოდა. ორივე "სპორტსმენმა" ფინალის შემდეგ ცუდად იგრძნო თავი და ისინი საავადმყოფოში გაიყვანეს. მოგვიანებით რუსი გარდაიცვალა, კაუკონენი კი, რომელიც ამ ჩემპიონატზე ტიტულს იცავდა, ამჟამადაც კლინიკაში იმყოფებდა.

ჩემპიონატის ორგანიზატორთა თქმით, ადგილზე პოლიცია მივიდა და ინციდენტის დეტალების გამოძიება დაიწყო. ამასთან, მასპინძელმა მხარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ტურნირის ყველა რეგლამენტი ზუსტად იყო დაცული. კერძოდ, ტურნირს თვალს ადევნებდნენ ექიმები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ პირველი დახმარების აღმოსაჩენად.

სპორტულ საუნაში მსოფლიოს ჩემპიონატი 1999 წლიდან ტარდება. წესების თანახმად, გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე დიდხანს გაჩერდება საუნაში, რომელშიც ტემპერატური 110 გრადუსს აღწევს.

ლელო

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა