კვირა "კვარას" დღეა! ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შეხვედრებს შორის ერთკვირიანი პაუზა ძალიან გაიწელა, რაც განსაკუთრებულ მოლოდინს უფრო უკავშირდებოდა. დღეს, 23 ოქტომბერს, სეზონში მეორედ "სტადიო ოლიმპიკოზე", ამჯერად ჟოზე მოურინიოს "რომას" წინააღმდეგ - 22:45 საათი.

ნეაპოლელთა დამრიგებელმა სპალეტიმ ("რომას" ყოფილმა თავკაცმა) თქვა, რომ მისი მიზანი "დიდ შესვენებამდე" მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვებაა, რადგან არავინ იცის, შემდეგ რა შეიძლება მოხდეს. აქედან გამომდინარე, კარგ ფორმაში მყოფი "ნაპოლი" კიდევ ერთი მსრისხანე მეტოქის სტუმრად დასამარცხებლად გაიწევს.

მასპინძლეთა თაცკაცი ჟოზე მოურინიო ის სპეციალისტია, მოწინააღმდეგეთა შეჩერების სხვადასხვა ხერხებით რომ გამოირჩევა, ზოგჯერ ნაკლებად სპორტულითაც. ხშირად მას ყველაფერი ეს წარმატებით გამოსდის. ახლა პორტუგალიელის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზება უნდა იყოს. იტალიურ მედიაში სხვადასხვა ვარაუდი და რჩევებია. საბოლოოდ უფრო იმაზე შეთანხმდნენ, რომ 27 წლის ნიდერლანდელი, რიკ კარსდორპი პერსონალურ მეურნეობას თავს უკეთ გაართმევს, ვიდრე 20 წლის პოლონელი, ნიკოლა ძალევსკი. რომაელები პრესინგისას გამოირჩევიან. ჟოზეს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს. მაგალითად, საყრდენად გამოცდილი ნემანია მატიჩი ჰყავდეს თუ "ოლიმპიაკოსიდან" ახლადგადაბირებული მადი კამარა.

სპალეტის "ნაპოლი" ძალიან გუნდურად თამაშობს, მიმდინარე სეზონში 15-მა ფეხბურთელმა გაიტანა, გუნდი კარგადაა დაბალანსებული, თუმცა როგორც იტალიაში უყვართ თქმა, მთავარი "ფანტაზისტა" კვარაცხელიაა, რომელიც ყოველ მატჩში რაღაც მნიშვნელოვანს ქმნის, დრიბლინგებით ხომ გამორჩეულია, გააქვს, მშვენიერ პასებს არიგებს და გუნდურადაც კარგად მოქმედებს. რომში (სადაც "ლაციოს" გამარჯვების გაუტანა) ისევ პროდუქტიულ ხვიჩას ველით, მისი შეჩერება ძალიან რთულია!

Napoli24-მ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ ქართველ გარემარბს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს. ყველამ იცის, რომ ეს ასე დიდხანს არ გაგრძელდება და ახალი, გაუმჯობესებული ხელშეკრულება მალე გაფორმდება.

რომალთა მხრიდან შეხედრას პაოლო დიბალა და ჟორჟინიო ვილანდუმი დააკლდებათ, ნეაპოლთა დანაკლისის, ცენტრალურ მცველ ამირ რაჰმანის შესახებ მოგეხსენებათ, ანდრე ზამბო ანგისამ კი სრულად მომჯობინება ვერ მოახერხა და განაცხადში არაა

"ნაპოლი" მე-11 ტურს, 26 ქულით, იტალიის ჩემპიონატის ლიდერის რანგში შეხვდა, "რომა" კი 22 ქულითა და მეოთხე ადგილით. რადგანაც რომაული დაპირისპირება ტურს ხურავს, მანამდე ცხრილში გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არაა. ამ მხვრივ, "ატალანტა" - "ლაციოს" დაპირისპირება (20:00 სთ) ყველაზე მნიშვნელოვანია.

ირაკლი
რომა-ნაპოლი 1:4 დღეს მოურინიო რაღაცეებზე ფიქრობს და ეგ ზედმეტი ფიქრი დაღუპავს მის წიინაღმდეგ კვარაცხელიას სტილის ფეღბურთელს ჯერ არ უთამაშია და ვერ გააჩერებს
zazas
რა იყო კაცო! ვის არ წაუგია? ფეხბურთში: ხან მოიგებ, ხან წააგებ, ეს კი უნდა გესმოდეს.
ზაზა
ნუ ნერვიულობთ ბიჭებო ნაპოლის ხვიჩა არ წააგებინებს თუ წააგეს ნაპოლი მე ხვალიდან ფეხბურთზე ვიტყვი რომ აღარ მესმის და აღარასოდეს აღარ დავწერ კომენტარებს!!!
სანაია
რომა-ნაპოლი 2-0
ლევანი
რომა ნაპოლის სად ვუყუროთ ლინკი დადეთ თუ იცით
გულშემატკივარი
წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს!!!უფალი ფარავდეს!!!
ლადო
სამწუხაროდ რაჰმანის და ანგისას გარეშე ნაპოლის დაცვითი უნარი ძალიან ძალიან შემცირებულია. დღეს ვფიქრობ რომ წააგებენ, მაგრამ იმედი მაქვს კვარა შეაგდებს
ქ. გ.
კარგი ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=wOSvMPyhv5s
gela
გამოდი სანაია, გიცანით :დ
Ddd
Roma sachempiono gundi ar aris sheizleba xuteulshic ver moxvdes chaketili tamashi iqneba sheidzleba 1 golma gadawyvitos
ლაშა
კაი რა, კრემონეზესთვის ვერ მოუგიათ და ნაპოლის ეჩემებიან? რათქმაუნდა მოდუნება არ ეგების, მაგრამ წყნარად და მშვიდად, როგორც მორიგი მატჩი, ისე უნდა მოიგოს ნაპოლიმ. მაურინიოს უყვარს თავის ემოციებზე ვინმეს წამოკიდება, მაგრამ ეს ვინმე დარწმუნებული ვარ სპალეტი ნამდვილად არ იქნება.
ზაზა
ხვიჩა კვარაცხელია:მივედი ვნახე გავიმარჯვე!!!არანაირი სხვა ვარიანტი არ არსებობს იცოდე!!!მიდი და დაადუმე ოლიმპიური სტადიონი რომში!!!ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!!

ჩემი ვარაუდით დღეს წააგებს ნაპოლი. ურთულესი თამაში იქნება და პირველი წაგება სეზონში :(
თომა
მაურინიოსგან მე პირადად არაფერი არ გამიკვირდება,ის არის მწვრთნელი რომელიც უკადრებელს იკადრებს.დარწმუნებული ვარ მის ფეხბურთელებს უხეშობის ზღვარზე თამაშს მოსთხოვს.მასეთი ბინძური სპეციალისტი უბრალოდ არ მეგულება!
ვახო
პანიკისთვის არ ვამბობ(რას უშველის რო)მაგრამ დამიჯერეთ,ბევრ ფიქრს არ დაიწყებს,ტექნიკური ფეხბურთელების შესაჩერებლად ყველაზე ნაცადი ხერხი უხეშობაა!მაურინიომ კი ვარსკვლავებით სავსე რეალიც კი ,,კასტალომების" (ძვლისმტრეველების) გუნდად აქცია. მაგ სუბიექტის დევიზია: მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამოდგება! ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ყველა გუნდში. მგონი ,,მარკაში" წავიკითხე, რომ იმ დროს რეალის მეკარე კასილიასს ბარსელონას ფეხბურთელებთან მეგობრობას უკრძალავდა!!! ასე რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, უხეშობას დაუწყებენ ,,მანდრაჟით"რომ ათამაშონ, მაგრამ მაინც იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის..
გივი
ანუ, მოურინიო მოდუნდეს და ისიამოვნოს, ხომ? :)))
ზაზა
ხვიჩას ვერ გააჩერებენ ერთადერთი გზა მისი გაჩერებისა არის საფინალო სასტვენი ასე რომ ტყუილად იღლის ტვინს მოურინიო უჯობს მოეშვას და შემდეგ მეტოქეზე იფიქროს მატჩის შედეგი კი ნაპოლის მორიგი გამარჯვება!!!
სიმართლე
თუ მხოლოდ გაუორმაგეს ხელფასი, ძალიან გაუჭირდება ნაპოლის მისი შენარჩუნება.
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია