საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ახლახან დაბრუნდა ყაზახეთიდან. რა თქმა უნდა, მასთან ინტერვიუს შანსი ხელიდან არ გავუშვით. ცხადაძესთან ფეხბურთზე საუბარი ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველი ამჯერადაც კმაყოფილი დარჩება...

- ახლახან დაბრუნდით ყაზახეთიდან, სადაც კარგა ხანს იმუშავეთ და დიდი ავტორიტეტიც გაქვთ. საინტერესოა, რაიმე კონკრეტული წინადადება ხომ არ არის იქაური კლუბებისგან?

- "ქაირათის" ხელმძღვანელობამ დამპატიჟა "ასტანასთან" თამაშზე. რაც შეეხება კონკრეტულ წინადადებას, ამ ეტაპზე ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. როგორც ყაზახეთში, ისე აზერბაიჯანში მიმდინარეობს სეზონი და გამოჩნდება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა შეიძლება მოხდეს. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

- მოდით, ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების თამაში შევაფასოთ...

- ძალიან მაგარი შედეგი აქვს საქართველოს ნაკრებს - ეს ფაქტია. რაც მთავარია, ჩვენი ნაკრების ძირითადი ბირთვი არის ძალიან ახალგაზრდული და პერსპექტიული. მათ უმრავლესობას შეუძლია, სულ მცირე, ათი წელი კიდევ ითამაშოს მაღალ დონეზე. ძალიან მახარებს ის გარემოება, რომ ზოგიერთი ევროპის ტოპ ჩემპიონატებშიც ამბობს თავის სიტყვას. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის როლი შეუფასებელია. სწორედ მათ შეასრულეს ერთგვარი გზამკვლევის ფუნქცია ჩვენი ფეხბურთელებისთვის... წლების წინ, ალბათ გემახსოვრებათ, მე და თემურ ქეცბაია წავედით უცხოეთში და მერე ამას მოჰყვა "ქართული ტალღა" ევროპაში. თუმცა მაშინ ცოტა სხვა რეალობა იყო. რუსულ და უკრაინულ ფეხბურთში იმხელა ფინანსები იყო, ბევრს უჭირდა და არც კი უნდოდა ევროპისკენ გახედვა.

ახლა საქმე სხვანაირადაა. როგორც იტყვიან, ყინული დაიძრა! მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში კიდევ არაერთი ახალგაზრდა ქართველი წავა ევროპაში სათამაშოდ და ეს ძალიან კარგია. ზოგადად, ფეხბურთელს თავისი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი შეუძლია გააკეთოს.

გვახოვს, ამ კუთხით რა როლი ითამაშა თავის დროზე კახა კალაძემ... მოკლედ, ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების თამაშითა და შედეგით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. რაზეა ლაპარაკი, როცა ერთის გარდა, ყველა თამაში მოვიგეთ და იმ ერთ შეხვედრაშიც სულ მეტოქის საჯარიმოში ვიყავით...

- ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი პოტენციური მეტოქე ყაზახეთის ნაკრებია. ამ გუნდს თქვენ შესანიშნავად იცნობთ...

- უპირველეს ყოვლისა, დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შესარჩევი ციკლიდანაც შევძლებთ და არ დაგვჭირდება ყაზახეთის ნაკრებთან შეხვედრა... რაც შეეხება კონკრეტულად ამ მეტოქეს, არც მასთან და არც რომელიმე სხვა ნაკრებთან არ შეიძლება მოდუნება. ჩვენ ბოლომდე სერიოზულად უნდა მივუდგეთ ყველა მოწინააღმდეგეს და მჯერა, ასეც იქნება - ვილი სანიოლი ამაზე ყურადღებას აუცილებლად გაამახვილებს.

ყაზახეთის ნაკრებმაც შესანიშნავად ითამაშა ერთა ლიგაზე. მხოლოდ ერთ შეხვედრაში დამარცხდა და ისიც მაშინ, როცა ამ მატჩის შედეგი არაფერს წყვეტდა სატურნირო თვალსაზრისით. ამ გუნდის წარმატება უკავშირდება მთავარ მწვრთნელ ადიევს. ის ყარაღანდის "შახტიორში" მუშაობდა წარმატებით და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ ჩააბარა ეროვნული გუნდი. მართალია, არ ჰყავთ ინდივიდუალურად გამორჩეული ბევრი მოთამაშე, მაგრამ, რომ იტყვიან, "ნასწავლ" ფეხბურთს თამაშობენ. ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები...

- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერიოზულ ჯგუფში ვართ, მაგრამ, ალბათ, სწორედ ასეთ გუნდებთან უნდა ვითამაშოთ ტოლ-სწორად... რატომ არ შეიძლება ბრძოლა თუნდაც მეორე ადგილისთვის?

- შეიძლება, ნამდვილად შეიძლება! თუნდაც ამ ფორმაციის ესპანეთის ნაკრები რომ ავიღოთ, არც ის არის ვარსკვლავებით დახუნძლული. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების დღევანდელ თაობას აღარ აქვს წამყვან ნაკრებებთან თამაშის დროს უხერხულობა.

განაგრძეთ კითხვა

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
RMC Sport: "კვარას" ტრავმა პსჟ-სთვის მძიმე დარტყმაა - კონტრაქტის გასაგრძელებლად ფინანსურ კომპრომისს უნდა მიაღწიონ
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის