როგორც იქნა, დაინიშნა შეხვედრა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის - მხარეები 15 ივლისს შეხვდებიან
როგორც იქნა, დაინიშნა შეხვედრა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის. მხარეები 15 ივლისს პირველად შეხვდებიან ერთმანეთს მას შემდეგ, რაც პირველ ივლისს ოფიციალურად გამოცხადდა ლოკაუტი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრას არ დაესწრებიან ლიგის კომისარი დევიდ სტერნი და პროფკავშირის ხელმძღვანელი ბილი ჰანტერი, აგრეთვე კლუბების მფლობელები და მოთამაშეები. ორივე მხარე ლიგისა და პროფკავშირის შიდა პერსონალით იქნება წარმოდგენილი.

ამასობაში კი ლოკაუტის მსხვერპლთა რიცხვი 114-ით გაიზარდა. სწორედ ამდენი ადამიანით შეამცირა შტატები ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ. გარდა ამისა, შეწყვიტეს მუშაობა ტოკიოსა და პარიზის ოფისებმა და ნიუ იორკში საფირმო მაღაზიამ.

ამასთან, ასოციაციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ასეთი ნაბიჯები ლოკაუტს არ უკავშირდება და უბრალოდ, თანხების ეკონომიით არის გამოწვეული.

ასევე შეიძლება დაზარალდეს "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი. NBA-ის ხელმძღვანელობამ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს გაფრთხილება მისცა - ის მილიონი დოლარით დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ გოლფს ითამაშებს ასოციაციის რომელიმე მოქმედ კალათბურთელთან.

ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ასეთი გაფრთხილება. როგორც ჩანს, მაიკლი შემჩნეული იყო ამ "მავნებლობაში". შეგახსენებთ, რომ ლოკაუტის დროს კლუბების ხელმძღვანელებს ეკრძალებათ მოთამაშეებთან და მათ ნათესავებთან ურთიერთობა იქამდე, სანამ არ გაფორმდება ახალი კოლექტიური ხელშეკრულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"