სერია A-ს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "რომამ" "ნაპოლის" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ არბიტრები გააკრიტიკა, ირვინ ლოსანოს კი სიმულანტი უწოდა:

"რთული მატჩი იყო. მეორე ტაიმში შეხვედრის ტემპი ვეღარ გავაკონტროლეთ, რადგან დაღლილები ვიყავით და სათადარიგოთა სკამზე დიდი არჩევანი არ მქონდა. არ მინდა, მსაჯზე ზედმეტად ვისაუბრო, ნამდვილად კარგი, გაწონასწორებული ადამიანია, თუმცა მისი გარკვეული გადაწყვეტილებები არ მომეწონა.

ლეონარდო სპინაცოლა მეურვეობდა ბიჭს, რომელიც მუდმივად მინდორზე იწვა. რა ჰქვია მას? - ირვინ ლოსანო. "ნაპოლიმ" ჩვენი გადაღლით ისარგებლა და 65-ე წუთის შემდეგ უპირატესობას დაეუფლა. შედეგით იმედგაცრუებული ვარ.

"ნაპოლის" ვულოცავ, მიუხედავად იმისა, რომ დაუმსახურებლად გაიმარჯვა, ხოლო ჩემს გუნდს დაუმსახურებელ წაგებას ვულოცავ".

"პარტენოპეი" 29 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს და 29 ოქტომბერს ჩემპიონატზე "სასუოლოს" უმასპინძლებს. "რომა" კი 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. ჟოზე მოურინიოს გუნდი სერია A-ს მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.

იბერია
თავის სტიქიაშია. :))) როგორც ბარსელონას 23 წლიანი სტაჟის მქონე გულშემატკივარს რთულია ამ კაცზე მეტად ვინმე არ მოგწონდეს მაგრამ მაინც ჯიგარია. ეს კაცი არა მარტო ფეხბურთის ზოგადად სპოეტის ლეგენდაა. ვილანი რომელიც სულ გესიმპატიურება:)))
მიშა
ბარემ ერთ ძველ ანეკდოტს დავწერ რომას გულშემატკივრებზე. ტოტის უწყობენ ელემენტარულ არითმეტიკულ გამოცდას რომას გულშემატკივრების თანდასწრებით. წაყვანი: რამდენია ორჯერ ორი? ტოტი: შვიდი. გულშემატკივრები სკანდირებენ: კიდევ ერთი შანსი მიეცით. წამყვანი: კარგი. რამდენია ორჯერ ორი? ტოტი: ხუთი. გულშემატკივრები სკანდირებენ: კიდევ ერთი შანსი მიეცით. წამყვანი: კარგი, იგივე კითხვა. რამდენია ორჯერ ორი? ტოტი: ოთხი. გულშემატკივრები სკანდირებენ: კიდევ ერთი შანსი მიეცით. :))
მართალი
კარებში არ დაგირტყიათ და როგორაა დაუმსახურებელი?
პელეს
შენი ნიკი და სიმეონეს გამოქომაგება საოცარი კონტრასტია, საღოოლ)))))) ზუსტად სიმეონესნაერი,მაურინიოსნაერი ტრენერები თამაშობენ ანტიპეხბურთს. მოურინიოს რომ კითხო პელე გირჩევნია თუ მატიჩიო,უეჭველი იტყვის მატიჩიო. იგივე სიმეონესაც ყავს,რჩეული ჩამშლელი კასტალომები !
პელე
ინტერესით დავიწყე კითხვა და დიეგო სიმეონესთან რო მივედი "ანტი-მწვრთნელების" სიაში, მივხვდი რო შენ ფეხბურთის ყურებას ან თავი უნდა დაანებო ან უფრო მეტი ყურადრებით უყურო, აცდენილი ხარ რეალობას :)
ალექსანდრე
ნაპოლის მორიგი მსხვერპლი სერია ა-ში "რომაა", ტუტუცი მწრვთნელი ჟოზეი მაურინიო რომაა.
ზაქრო
ეს ბატონი ბოლო წლებში ორჯერ გაათავისუფლეს.
შავი კაცი
კვარას ჩაკეტვით იმდენი იფიქრა ჟოზემ რომ ოსიმენი და საერთოდ ნაპოლის კარი საით იყო დაივიწყა..)) ცალკე ანტი ფეხბურთის ლიგა უნდა იყოს სადაც მხოლოდ განსაკუთრებული მწვრთნელები მოახერხებენ თამაშს თავისი კლუბებით მაგ: ჟოზე მოურინიო დიეგო სიმონე და ასე შემდეგ ვფიქრობ 10 კლუბი აგროვდება))
მიშა
საინტერესოა, რომას გულშემატკივრებს მოსწონთ ის ფეხბურთი, რაც რომამ ითამაშა?
ამაშია საქმე
ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ უკვე შემდგარი ვარსკვლავია.მიუხედავა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა რომელიც ფეხბურთის პროფესორის მოურინიოს დავალებით იყო რადგან ხვიჩასი განსაკუთრებით ეშინოდა,მაინც რამდენიმე ლამაზი მომენტი ჩაატარა რაც ფეხბურთს ასე მაგრად უხდება.
ზურა
აშკარად უკეთესი გუნდი იყო იმ საღამოს ნაპოლი და დამსახურებულადაც გაიმარჯვა :)
Ზაზა
მოურინიოს წყალობით ვერც რომამ ითამაშა და ვერც ხვიჩამ! ეგ დავალება მისცა მცველებს და ისინიც არ ერიდებოდნენ ხვიჩას ბულინგს.
Ზაზა
მოურინიოს წყალობით ვერც რომამ ითამაშა და ვერც ხვიჩამ! ეგ დავალება მისცა მცველებს და ისინიც არ ერიდებოდნენ ხვიჩას ბულინგს.
გოჩა
დავიღალეთო, სიტუაციას ვეღარ ვფლობდითო, უპირატესობას დაეუფლნენო და მერე დაუმსახურებლად გაიმარჯვესო ... მოკლედ ეს სულ ატრაკებს და უხარია რა ...
ვანდა ჯიქია
ჯუჯღუნი და ბუტიობა უყვართ პორტუგალიელ ვარსკვლავებს, სულ მსხვერპლობას იჩემებენ. რა უნდა ამას რომაში.
Emre
90 წუთი რა სპორტს თამაშობდა რომა ვერ გავიგე და კიდე დაუმსახურებელიო, რაღაცეები არ იცვლება.
35
ჟოზე ბოღმინიო
gio
ეს მე მწვრთნელი მეგონა, ეს ყოფილა ყასაბი. ასეთი უფერული გუნდი როგორიც რომაა არ მინახავს. გუნდი სულ დაცვაში იდგა და სულ ჩეხვაზე ფიქრობდა. ხვიჩას როლი უდიდესია, ორი კაცი სულ დაზდევდა და მესამე დაზღვევაზე იყო. სხვებს ეხსნებოდა თამაშის საშუალება. ღმერთს მადსლობა უტრამვოდ გამოვიდა.
შოთა
ბატონო ჟოზე, ისეთი დავგადაკლული პრესინგით ათამაშე გუნდი, გადაიღლებოდნენ აბა რა იქნებოდა? ნაპოლის ვულოცავ მართლაც რომ დამსახურებულ გამარჯვებას!
ზაზა
წმინდა წყლის ე.წ. "ბალამუტია". კარში მაინც დაგერტყათ წესიერად. წაი სახლში ბიძია ბაბუა. დაბერდი უკვე.
მერაბ გ.
თავისი მიღწევებით თავი რომ მოაქვს მოურინიოს, ისეთი პირი უჩანს, აქედანაც მალე გააგდებენ და 6 წელიწადში რეკორდული 4 გუნდიდან იქნება გაპანჩურებული "განსაკუთრებული"
TT
კარში რამდენჯერ დაარტყით??? (0) :-D
100%
ზოგი ჰქმნის, ზოგი ანგრევს. ჟოზეს ვერ ვიტან.
დავითი
დააკვირდით,ნოლით ნოლზე აბრაჰამი რომ შეცვალეს,ერთი საათი მოსეირნობდა ,გეგონება 3:0 ს იგებდნენ , როცა იგივე სიტუაციაში ზელინსკი და ლოზანო ორ წამში გადავიდნენ საპირისპირო მხარეს პირხაზ იქით ,რომ დრო არ დაეკარგათ გასვლისას. როცა რომას წარმოადგენ და სტადიოლიმპიკოზე თავიდანვე ფრეზე თამაშობ,ვისაც არ უნდა ხვდებოდე,ზუსტად წაგების ღირსი ხარ. ღირსეულმა გაიმარჯვა.
თომა
ამაზე რომ იტყვიან კიდე მაგარი მწვრთნელიაო. მაგარი მწვრთნელი კი არა, ანტიფეხბურთის მქადაგებელი და ბოღმა ტიპია.
kaxa
ყველაზე არასწორი მწვრთნელი მსოფლიოში. ესეთი სურ-ბოღმა ცხოვრებაში არ მინახავს. ჯოკლე, გამოიღეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
zura222
აუუ ნაგლი და ასეთიიიიი ? DDD
nika
კი, კი... და დამსახურებული 0-0 იქნებოდა? ეგაა ხო ფეხბურთი, უგოლო ფრეზე რომ ნატრულობ. რომას არც წაუგია, სინამდვილეში ანტიფეხბურთი დამარცხდა და იმედია ყველა მსგავსი მწვრთნელი მუდამ ასეთივე ბედს გაიზიარებს.
მურთო
არასდროს მევასებოდა ეს კაცი. და განსაკუთრებული რატომ შეარქვეს ეხლა მივხვდი.....მართალია, განსაკუთრებული ჩოილარია
პლეხანოვზე გაზრდილი
ჟოზეფინა! - მსაჯს აკოცე ერთ ადგილზე 100% პენალტი რომ გაგიუქმათ!
Charley
ფეხბურთის მკვლელი მწვრთნელი. რაო ჟოზე მოუშალეს შენ ავტობუსს ასტანოვკა. ესეთი მწვრთნელი და ესეთი თამაშის ტაკტიკა არის ფეხბურთის გაუპატიურება და უნდა შეიტანონ საფეხბურთო ენციკლოპედიებში თუ როგორ უნდა შეაძულო ვინმეს ფეხბურთის ყურება, აყურებიეთ რომას ეს მატჩი.
ilar10N YouTube
ნაჯახბურთი ითამაშეს
თამაზი
ჟოზემ თამაშის წინ რომ თქვა კვარაცხელიას ფეხს ამოვარტყამო... ხოდა, ჟოზე, იქით ხო აგკიდა კვარამ ყვითელი ბარათი? :)))
mmm
მოურინიო მოსიარულე შურ-ბუნკერო........
gori
პიროვნულად ხარ უნაგვესი. წარმატებაც რომ ფუნად უნდა შეგერგოს ისეთი საქო ხარ. მოიგე და არ ჩაგითვალეს, ხვიჩამ ის გააკეთა , რომ აქცენტი მასზე გადაგატანინათ, ფაქტიურად თამაში ჩაგიშალათ, მოიგე და არ ჩაგითვალეს ბოღმავ რამე ??????????
სტალინი
ბოღმა , ცხოვრებაში არასწორო, წააგე და შეირგე რაღა, დაგეხმარო შერგებაში ???????????????????????????????????????????????//
დავით
კარში არ დაგირტყამს 90 წუთი,ანტი ფეხბურთი ითაშე და მთელი მეორე ტაიმი შეგჭამა ნაპლოიმ,რა იყი დაუმსახურებელიი?!!!!გოლის მერეც ვერ შეიტიე ისეთი "ეკარუსი " გეყენა!!
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა