WBA-მ ვაკანტურად გამოაცხადა საჩემპიონო ტიტული სუპერმძიმე წონაში, რომელიც უკრაინელმა ბრიტანელ დევიდ ჰეის ჩამოართვა
მსოფლიოს საკრივო ასოციაციამ (WBA) ვაკანტურად გამოაცხადა საჩემპიონო ტიტული სუპერმძიმე წონაში, რომელიც 2 ივლისს უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ ბრიტანელ დევიდ ჰეის ჩამოართვა.

საქმე ისაა, რომ WBA-მ უმცროს კლიჩკოს "ერთიანი ჩემპიონის" (Unified Champion) სტატუსი მიანიჭა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერი პარალელურად ფლობს ოთხიდან ორი ძირითადი ორგანიზაციის - IBF-სა და WBO-ის საჩემპიონო ქამრებს.

ორ ივლისამდე WBA-ის ტიტულის მფლობელი დევიდ ჰეი იყო, მაგრამ ჰამბურგში გამართული ბრძოლაში ქულებით დამარცხდა უკრაინელთან. ჩვეულებრივ, WBA სხვა ტიტულის მქონე მოკრივეებს "სუპერჩემპიონის" სტატუსს ანიჭებს, ხანდახან კი შემოაქვს "ერთიანი ჩემპიონის" ცნება.

რაც შეეხება WBA-ის "ჩვეულებრივ ტიტულს", ის უნდა გაითამაშონ უზბეკმა რუსლან ჩაგაევმა და რუსმა ალექსანდრ პოვეტკინმა. ამ ჩხუბის ჩატარებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, ოღონდ კონტრაქტი ჯერ არ არის გაფორმებული. ბრძოლა 27 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ერფურტში უნდა გაიმართოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა