სასიხარულო ამბავი ქართველი გულშემატკივრებისთვის: საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელმაც 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო, მოედანს უბრუნდება. ამის შესახებ იტალიური ციფრული მედია იუწყება. "ვირტუს ბოლონიას" ქართველი ფორვარდი სათამაშოდ მზადაა. მას მოედანზე 27 ოქტომბერს, მადრიდში, "რეალთან" გასამართ ევროლიგის მატჩში ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ევრობასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა, მხარი დაიზიანა, თუმცა ექიმების დაკვირვებული ანალიზის შემდეგ ოპერაციას გადაურჩა და თერაპიული კურსით გააგრძელა მკურნალობა. როგორც დაგეგმილი იყო, თორნიკე მოედანზე გასასვლელად ოქტომბრის ბოლოსთვის იქნებოდა მზად და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. დიდი ალბათობით, მას მაყურებელი მადრიდში იხილავს, სადაც "ბოლონიას" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის სამეფო კლუბთან.

ეს ამბავი ორმაგად სასიხარულოა, რადგან საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შუა პერიოდში სასიცოცხლო მნიშვნელობის მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩები ელის: 11-ში ისლანდიაში და 14-ში თბილისში, იტალიასთან.

31 წლის თორნიკე შენგელია "ვირტუს ბოლონიას" გაზაფხულზე, რუსეთის დატოვების შემდეგ შეუერთდა და მასთან ერთად საკალათბურთო ევროთასის გამარჯვებული გახდა, იტალიურ ლიგაში კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ტრავმის მიუხედავად, "ვირტუს ბოლონიამ" ქართველ კალათბურთელს ახალი სეზონის წინ კონტრაქტი გაუფორმა.

GBF

ქ. გ.
მამუკელაშვილის ვიდეო ნახეთ https://twitter.com/Bucks/status/1585334370281598976
ირაკლი
სანიკიძეს პარლამენტში იმდენი მილიონერი კოლეგა დეპუტატი ყავს,დააფინანსეთ ერთი გუნდი და გაიყვანეთ ევროთასებზე ძნელია?!როგორც რაგბიში შავი ლომი!
რრრ
ზატო ძველბიჭურ მენტალიტეტში გვაქ მომატებული, როგორ ვცემეთ გასახდელში თურქი?.DDD
რრრ
ვეთანხმები Aრტ 16-ს და ერთსაც დავამატებ ნუთუ ქართულ კერძო სექტორში არ მოიძებნა ისეთი ხალხი, რომ დააფინანსოს ერთი მაინც ქართული კლუბი, რომელიც თუნდაც ყველაზე დაბალი რანგის ევროტუნირზე ითამაშებდა სისემატიურად? და ეს უგუნდო ხალხი მანდ ითამაშებდა. თუმცა მაგათმაც ეს უგუნდობა თავიანთ უნიათობას უნდა დააბრალონ.
ბექა
მარტო ბასკონიის აკადემიის იმედზე ყოფნა არ შეიძლება,ქარათულმა საკალათბურთო აკადემიებმაც უნდა აღზარდონ კალათბურთელები!!!რაც არ ჩანს
ATP 16
და რატომ არ ელოდით , რა გაძლევდათ ოპტიმიზმის საბაბს ? მთელი მსოფლიოს მასშტაბით , ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი 14,16,18, პანდემიის პირობებშიც კი არ შეჩერებულა , გუნდები წლის განმავლობაში თამაშობენ დაახლოვებით 100-120 შეხვედრამდე ,ჩვენთან პანდემიამდეც კი მაქსიმუმი 25-30 თამაში იყო , ეგეც კარგ შემთხვევაში . იქ სავარჯიშო დრო განსაძღვრულია დღეში 4-6 საათამდე , ჩვენთან მაქსიმუმი 2 საათი . იქ ბავშვთა კალათბურთშიც კი პასი და მოძრაობაა მთავარი , აქ მამიკოს ბიჭი ან მწვრთნელის " ლუბიმჩიკი" , რომლისგანაც სალამური არ გამოვა , მაგრამ ინდივიდუალური ვარჯიშებიდან ფული შესდის და მერე ძირითადშიც ის დგას რა თქმა უნდა , დაიჭერს ბურთს და შენთითონა კალათბურთს უბერავს .ის მილიონები რაც დაიხარჯა ყოვლად მახინჯი დარბაზის ასაშენებლად , 5 წელი ეყოფოდა ასაკობრივი გუნდების განვითარებასა და ტურნირებზე მონაწილეობას . აი ეს არის ამ ფედერაციის მოღვაწეობის შედეგი - დასაფლავებული ქართული კალათბურთიი .
ლეო
კი გეთანხმებით ყველაფერში, მაგრამ იმედს ბოლომდი ნუ გადავუწურავთ ობიექტურ ქართველ გულშემატკივრებს, რას გაიგებ იქნებ მაშინ გადმოგვხედოს უფალმა, როცა ნაკლებ ველოდებით!!!
გაგა
გეთანხმები,გამოჩნდა რომ თაობათა ცვლა მტკივნეული აღმოჩნდა ნაკრებისთვის კი ვიძახდით რომ არ ემჩნევა ნაკრებსო,მაგრამ ასე არ არის სამწუხაროდ!!
სოსო
მსოფლიოზე გასვლის იმედი არ გქონდეთ,ანდრონიკაშვილი,ბურჯანაძე,სანაძე უკლუბოთ არიან,შენგელია ან იქნება ან არა,შერმადინმა და მაქფადენმა ვნახეთ ევროპაზე რაც ითამაშეს,არც ახალგაზრდა კალათბურთელები გვეზრდებიან,არც ერთი ნორმალურ კლუბში არ თამაშობს,ძალიან დიდი კრიზისია კალათბურთში რასაც არ ველოდი,მაგრამ ამ ევრობასკეტმა გამოაჩინა ყველაფერი!!!!
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება