"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ შეეცდება ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს. "რეინჯერსთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. ერთი სიტყვით, ჯერ უცნობია, დააყენებს ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტოში თუ არა.

"ფეხბურთელებს მატჩისთვის მუდამ გამარჯვებისთვის ვირჩევ. დიდი არჩევანი გამაჩნია. კვირას ვითამაშეთ, ასეთი ინტენსიური შეხვედრის შემდეგ ყველამ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო აღდგენა. ამიტომ 3 ან 4 დასვენებული ფეხბურთელის სასტარტოში დაყენებას ვაპირებთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგ დონეს მივაღწიეთ, რადგან ყველა მატჩი ხარისხიანად ჩავატარეთ. თუმცა, უცნობია, რა იქნება შემდგომში. მთავარი მიღწეულის განმტკიცება და პროგრესირებაა. ეს ახალი გადაწყვეტილებების ძიებას მოითხოვს.

მოურინიომ თქვა, რომ გამარჯვებას არ ვიმსახურებდით? ვალდებული ვართ, პირველები საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრებისთვის ვიყოთ. არ ვუყურებთ, რა ხდება ირგვლივ, არც იმას ვაქცევთ ყურადღებას, რას ამბობენ მეტოქეები. აუცილებელია ყველაფრისთვის მზადყოფნა და გზის გაგრძელება. კმაყოფილი ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ და სხვის ნათქვამს მნიშვნელობა არ აქვს.

"რეინჯერსს" კარგი მწვრთნელი ჰყავს, კარგი გუნდია. "ლივერპულთან" პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო და კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა. არასწორია იმაზე ფიქრი, რომ ხვალ სუსტი მოწინააღმდეგე გვეყოლება. ასეთ შეცდომას არ დავუშვებთ. გამარჯვებულის დნმ უნდა გვქონდეს", - განაცხადა სპალეტიმ.

Thomas
ისე რომასთან თამაშის წინ ერთი კვირა ჰქონდათ პაუზა და ასეთი დაღლილებიც რა უნდა იყვნენ არვიცი. მანამდე სამ დღეში ერთხელ ჰქონდათ თამაშები და იქ არ ასვენებდა და დღეს რატომ ასვენებს? რათქმაუნდა ხვიჩას გადაღლას არ მივესალმები მარა უცნაურია პაუზის მერე მისი დასვენება და მანამდე 90 წუთი დატოვება, როცა გადაბმულად ჰქონდა თამაშები.
ქართველი
ვგიქრობ კვარამ უნდა დაისვენოს.
ქ. გ.
30 წელზე მეტია ევროპული ტურნირი და Serie A არ მოუგია ნაპოლის. კოლიბალი, ოსიმენი, ინსინიე, ლობოტკა, ზიელინსკი და ელმასი კი არიან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ხვიჩას გარეშე ნაპოლი იყო ჩვეულებრივი იტალიური გუნდი, რომელიც იკავებდა მეშვიდე, მეხუთე ან მესამე ადგილს. https://en.wikipedia.org/wiki/List_of_S.S.C._Napoli_seasons
თენგაბი
ხვიჩა თავის გასაკეთებელს ყოველთვის გააკეთებს, ამიტომ, მე მგონი, ჯობია, ამ მიჯრით თამაშებში, ხანდახან დაასვენოს და მეორე ტაიმში შემოიყვანოს. მანამდე მეტოქის მცველებიც დაიღლებიან და დასვენებული ხვიჩა უფრო ეფექტური იქნება. ამასობაში ფიზიკურადაც მოძლიერდება და გამძლეობაშიც მოუმატებს.
qalbatoni spaletiani
მადლობა ჯიმა
რატი
იმედია, ანგისა დაბრუნდება. კვარა, ოსიმენი, ანგისა - ვფიქრობ, კარგი კომბინაცია იქნება.
ბმბ
მაგრად გაასწორებს კვარას წარუმატებელი პირველი ტაიმის მერე თუ შემოიყვანს 0:2 ზე და ხვიჩას შემოსვლის მერე 3:2 რომ გახდეს.
ILIA
გარდა სატურნირო მდგომარეობისა, ამ თამაშის მოგებით "ნაპოლი" თავის რეკორდს მოხსნის. კვარაც მშვენიერ ფორმაშია და ალბათ, 75-80 წუთს მაინც ათამაშებს.
სენაკელი
ჩვენი საამაყო ქალბატონი,წლები კარგად გამყოფოთ უფალმა-არამარტო ჭადრაკის,არამედ სპორტის უბადლო დიდოსტატი,თქვენი რჩევები გასათვალისწინებელია ყველა სფეროში-ქუგუალე სკან გურს
ALONZO
მოურინიომ მაგარი დააბრეხვა "დაუმსახურებელი გამარჯვების" სახით. მისი გუნდის სტატისტიკაც არ უნახია ალბათ: ბურთის ფლობა 40%,კარში დარტყმა 0,აუტში ბურთი 30-ჯერ მოისროლეს. წადი შენი სულელი ...
beqa
არ შეეხება 60 წუთს ათამაშებს, მერე გაიყვანს დაასვენებს. სასუელოსთვის მოემზადებიან სასუელოს მერე 3 დღეში ლივერულში უწევთ თამაში იქაც სადღაც 60 წუთს ათამაშებს. ლივერპულის მერე 3 დღეში ატალანტაში უწევთ თამაში! ყველაზე რთული გასვლითი თამაში. ატალანტაში გამოჩნდება დარჩება თუარა პირველ ადგილზე დიდ შესვენებამდე. იანვარში ინტერში თამაშით ხსნიან 2023 წელს
Givi
Memgoni amjerad nagdad daasvenebs kvaras.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ფლიკის ყოფილი ასისტენტი - "რეინჯერსს" ახალი მწვრთნელი ეყოლება
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?