ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. ფეხბურთელს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და მასთან მუშაობა აღარც "მანკუნიანელთა" თავკაც ერიკ ტენ ჰაგს სურს.

The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანოს დამატებას "ნაპოლი" შეეცდება, ესპანური გამოცემა Marca კი სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე წერს და პორტუგალიელის მომდევნო გუნდად სწორედ "პარტენოპეის" ასახელებს.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს დამატება "ჩელსისაც" სურს, "ნაპოლი" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლება. მოთამაშესთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, კრიშტიანოს სერია A-ში დაბრუნება სურს, სადაც 3 სეზონის განმავლობაში ტურინის "იუვენტუსში" იასპარეზა.

იმისთვის, რომ ტრანსფერი შედგეს, რონალდომ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი უნდა თქვას. "ნაპოლიში" ყველაზე მეტს პიოტრ ზელინსკი (წელიწადში 5.4 მილიონი) გამოიმუშავებს, პორტუგალიელი კი - 26.8 მილიონს. 37 წლის ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს. ამიტომ არაა გამორიცხული, ზამთარში კვლავ იტალიის ჩემპიონატში ვიხილოთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ჯელა
შევარდნაძე წავიდა და ეს რა გახდა ეგეთი.ეპოქა შექმნა ტიპმა.რეკორდი რეკორდზე დაამყარა.ლეგენდა გახდა,მარა კაი რააა.წადი რა.წადი.მშვიდად და უდარდელად იცხოვრე და სხვაც აცხოვრე
ნაპოლი
ასეთ დალაგებულ გუნდს ეგ ბოღმა რათ უნდა.თავის თავის იქეთ ვერავის ხედავს
დავიდუსი
საერთოდ არ ჭირდება ნაპოლს რონალდუ! ნაპოლის სიძლიერეც მისი გუნდურობა და ამომავალი ვარსკლავებია,ვინც მოწყურებულებია ტიტულების,და არა პენსიონერი და ძალიან ცუდი ხასიათის ჩამავალი ვარსკლავი! ხვიჩას პოზიციაზე, რაში გვჭირდება!?
zurabi
რონალდუს ადგილი მანჩესტერში თუ არაა ნაპოლიში როგორაა ? დღევანდელი ნაპოლი დაბრდღვნის მანჩესტერს . შეცვლებზე ბოლო წუთებზე კი ბატონო .
დდდ
დი ლორენცომ, კიმმა და ლობოტკამ რაღა დააშავეს, კიბორგები არიან?!...
nika
ჩემი აზრით ნაპოლის არ ყავს და ჭირდება ნამდვილი აღიარებული ვარსკვლავი, ტიტულების მქონე, დიდ ტურნირებზე გამარჯვებებს დაჩვეული ფეხბურთელი, რომელსაც ვთქვათ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ფეხები არ აუკანკალდება და გუნდი გაყვება, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის თუნდაც რეალის, პსჟ-ს, ბარსელონას სახელის და "წონის" გადაწონვა მარტოს შეუძლია, ასეთია რონალდო (თუნდაც დღევანდელ ფორმაში მყოფი). ნეტავ ხვიჩასთან ერთად შეუტიოს.
მამუკა
თუ მართლა სურს ნაპოლის რონალდუ გამოდის რომ ოსიმენს ამ ზამთარს მაგარ ფასად გაჰყიდიან
SS
ესღა აკლდა ხვიჩას ეხლა ამან უნდა ურტყას ხვიჩას მოპოვებული პენლები
გოგი
მართალი ხარ კრის! ლანძღვა-გინება, სუსტების ჩვევაა!
კონსტანტინე
კრიშტიანუ რონალდუ. ასეა პორტუგალიურად.
G.LA
ნაპოლის ჩვენი ბიჭი დახატავდა,ჩვენი ბარსაგიანი.ვა რა მაგარი ბიჭია ჩვენი ბარსაგიანი ელი...
თქვენი კრიშტიანო!
მიდიიით, გადამიარეთ ყველამ! ისედაც ფსიქოლოგიურად განადგურებული ვარ და თქვენ მაინც დამინდეთ! დაგავიწყდათ? რა საფეხბურთო ზეიმებს გიწყობდით მინდორზე? ასე ზურგის შექცევა და გამუდმებული კრიტიკა ჩემს მიმართ, უკვე მეტისმეტია! იმიტომ ვარ ასე, რომ თამაში მინდაა და არა სკამზე ჯდომა. ასაკს, რომ მიხსენებთ ყოველ წამს, ვერ ვგრძნობ იმიტომ, რომ შინაგანად ახალგაზრდა ვარ, თანაც ულევი ღონე და ენერგია, რომ დამიგროვდება, მინდა სტადიონზე დავხარჯო! კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ მლანძღავთ, მე ეს არ დამიმსახურებია!
საბა
ნაპოლის თუ არაფრისგან პრობლემები უნდა კი ბატონო...
ჟორა გაბრიჭიძე
სრული სისულელე იქნება. რონალდოსგან თუ გინდა გოლები მიიღო მთელმა გუნდმა მასზედ უნდა იმუშაოს, ეს კი სისულელეა, რადგან ის მაღალ დონეზე თამაშს 2-3 წელი მეტს ვერ გაქაჩავს, მერე კი კვლავ ახალი გუნდის დაყენება იქნება საჭირო.
კახა
დღეს რეალურად ნაპოლი უფრო კარგი გუნდია(სპორტული თვალასაზრისით) ვიდრე იუნაიტედი. რონალდუ იქ ვერ ხვდება ძირიტადში და ნაპოლიში მოხვდება? მას სკამის ხეხვა არ უნდა და ამიტომ იბარგება მანჩესტერიდან!
მიშა
არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეს თემა. სპალეტი მომავლის გუნდს ქმნის და რონალდოს ადგილს მე პირადად ვერ ვხედავ. ვკითხე სპალეტის ამაზე და ვერც მე ვხედავო, მიპასუხა. :))
las
დავით ეგ სერიოზული არგუმენტი მოიყვანე :) არ ათამაშებენ და გოლს როგორ გაიტანს. ოსიმენი ცენტრფორვარდია და ფლანგელ კვაარას მეტი გოლი აქვს გატანილი :) უბრალოდ ოსიმენი არის ძალიან ენერგიული, დარბის სულ, არც ჭირდება ნაპოლის მაგის სირბილი, ისედაც ძლიერი შუახაზი ყავს. მაგის მოვალეობა გოლია და რო ვერ იტანს დარბის გიჟივით
PIRLO
მიუხედავათ იმისა რომ ყოველთვის რეალს ვქომაგობდი და აქედან გამომდინარე რონალდოსაც ვაღიაროთ რომ იმის 20% იც აღარ არის კრიშტიანო რაც წლების წინ იყო, აქედან გამომდინარე ვერ ვხედავ ნაპოლიში მის ადგილს, ოსიმენს გამორიცხულია ვერ აჯობებს მარცხენა ფლანგზეც ხვიჩასაც ვერ ამოაგდებს და არც ვისურვებდით ამას. მარჯვენა ფლანგიც კარგად თამაშობს და ვერც იქ ვხედავ მაგის ადგილს. ანუ სათადარიგო უნდა იყოს და ერთადერთი რა სარგებლის მოტანაც შეუძლია ეს მისი გამოცდილების და კლასის გაზიარებაა მაგრამ მისი ხასიათი რომ ვიცით არ შეეგუება სათადარიგოობას და პირიქით აურევს გუნდში სიტუაციას და არ მგონია სპალეტის აწყობდეს დალაგებულ აწყობილ გუნდში ახლა სიტუაციის არევა... ასე რომ მე პირადად არანაირად არ ვისურვებდი ახლა რონალდოს ნაპოლიში!!!
ILIA
ჯიგარი ხარ, გია! )))
დავითი
ოოოხ ,ისე აღნიშნე ეხლა არ მითხრათო,გეგონება მოგონილი სტატისტიკაა რომ ,ოსიმენს რამდენი გოლიც აქვს წელს გატანილი,რონალდოს იმდენჯერ კარში არააქვს დარტყმული
G.LA
ეს მარსა ჭორაობს ახლაც, როგრც სეზონის წინ. კრისტიანოს სად უნდა მასე აღარ არის უკვე. მეც მეგონა სეზონის წინ მის გადმოსვალ სასარგებლო ჩვენი ბიჭისთვის და ზოგადად ნაპოლისთვის. ამ ეტაპზე ამ დალაგებულ ბრწყინვალედ მოთამაშე ნაპოლის კრისტიანო არ ჭირდება. სპალეტი მის ხასიათს ვერც აიტანს და ამ დისციპლინას არ აარევინებს არავის. თუ ვინმეს წარმოგიდგენიათ ნაპოლში დაასახელეთ რა პოზიციაზე გააძლიერებს ძირითად შემადგენლობაში.
მამუკა
რონალდუ ტოქსიკური ტიპია და მისი ნაპოლიში გადასვლა გუნდში სიტუაციას აურევს. ეს ამბავი ალბათ ყველაზე კარგად სპალეტის ესმის. ამასთან ერთად არ მგონია, რომ ლაურენტისი ამაზე წავიდეს.
las
თავს იმცირებს არ შვანცკი კიდევ. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურებადი მოთამაშეა სად უნდა წავიდეს ? :) სწორი გათვლაა ნაპოლის მხრიდან. 100 მილიონად გაყიდის ოსიმენს. რონის 7 მილიონად დაითრევს. პლიუს სარეკლამო შემოსავლები წამოვა, მაიუსრების გაყიდვა, კდევ ბევრი რამ ანუ მარკეტინგულად სწორი გათვლაა. ნაპოლი არაა სუპერ გრანდი. ფინანსურად ვერ გაუწევს კონკურენციას ბობლებს. ასე რომ სიმენი რომელიც ითველბა პერსპექტიულად , ვერ შეინარჩუნებს დიდხანს. და რატომ არ უნდა აიღოს დიდი თანხა, რომელსაც ჩაანაცვლებს გოლეადორით. ეხლა არ მითხრათ ოსიმენზე მეტ გოლს ვერ შეაგდებს რონიო :) და ხელიშეშლაზე თუ მიდგა საქმე. სწორედ ოსიმეი აბრკოლებს კვარას. აი რონის მაგრა შეეწყობა. სუფთა ცენტრფორვარდი იქნება, რომელსაც კვარა მოამარაგებს ფლანგიდან პასებით :)
სოსო
რა სისულელეა არც კი ვუშვებ რო ნაპოლი აიყვანს დააწერია მარკას სტატია მოეწონა ნაპოლის ფეხბურთი ეტყობა , წადი რა ამხელა სპორცმენი იყავი შესულიხარ თეხბურთის ისტორიაში რაღა გინდა თავს რომ იმდაბლებ იმცირებ
კრიშტიანო როლანდო.
მე მასწავლი ჩემი გვარის სწორად დაწერას? იიი შენ კი გაქრიიი?
zura222
მე მგონია კარგი იქნება ნაპოლისთვის დაც ხვიჩასთვისაც ! ჯერ ერთი თავის კუნირის გვერდით რომ ითამაშებს ფრთები გამოესხმება ! მერე კიდევ რომ ამბობენ რომალდუს ჩრდილში მოექცევა ხვიჩაო და მოექცეს ! ხვიჩა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მისთვის ძალიან ადრეა ასეთი გუნდის ლიდერობა და შეიძლება ვერ გაუძლოს ამხელა ტვირთს და რონი რომ ჩავა ნაპოლიში ყურადღებას მაგისკენ გადაიტანენ და ხვიჩა კი წყნარად გააგრძელებს პროგრესს !
gio
ჭორებია, არ აქვს ნაპოლის მაგხელა თანხები, რომ უხადოს რონალდოს.
გია
აურევს მთელ ამ დალაგებულ გუნდს, დაიწყებს გაროჟილი სიარულს და კარგი არაფერი იქნება,გარდა იმისა რომ პენლებს გაიტანს. იმასაც კვარას წაართმევს და შეგვეშვით რაა
კრიშტიანო როლანდო-s
იიიი, შენ კი გაქრიიიი! გვარი მაინც დაგეწერა სწორად
Givi
Kvara misgan bevrs iswavlis misi kerpia,rogor dachrdilavs nu magijebt 37 wlis kofili varskvlavi 21 wlis amomavals?mshvenivrad gaugeben ertmanets...politanoshi gaucvalos ise manchesters ar unda neta eg pijoni?:))
კრიტიკული მედია
აი მანდ მიჰქარავს
ეეე
თუ ეს მართლა მიიყვანეს ხვიჩამ არანაირი კონტრაქტის გაგრძელებას და ხელფასის მომატებას არ უნდა დათანხმდეს და წაიყვანს სიტი.
კრიშტიანო როლანდო.
ქართველო! ჩემს სიტყვას კიდევ ვიტყვი! დაგიმტკიცებთ, რომ წლები ჩემთვის არაფერია, ეგ უბრალოდ პასპორტისთვის არის. თავს ვგრძნობ 25-ი წლის ბიჭისავეთ!
Zviads
არ არიოს ყველაფერი მისმა მისვლამ ამ აწყობილ გუნდში...
beqa
შეცდომასაც დაუშვებს არუნდა დაიმატონ
ქართველი
ამ ტრასფერით ჩვენებური ხომ არ დაიჩრდილება
ქართველი
პენსიისთვის გამზადებული ფეხბურთელი რატომ უნდა დაინახოს ნაპოლიმ თანაც ვფიქრობ ჩვენებური დაიჩაგრება მის ჩრდილს ქვეშ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა