ბექჰემების ოჯახში ნანატრი ქალიშვილი დაიბადა

დაბადების თარიღი: 1974 წლის 17 აპრილი

დაბადების ადგილი: ჰარვილი, ინგლისი

სიმაღლე: 1.73 სმ

თვალის ფერი: წაბლისფერი

თმის ფერი: თაფლისფერი

არის: ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის მეუღლე - მომღერალი, მოდელი, დიზაინერი და მსახიობი.

პატარა ვიკი

ელექტრო ინჟინერ ანტონიოსა და ჟაკლინ ადამსების ქალიშვილი ვიქტორია პრინცესა ალექსანდრას სახელობის საავადმყოფოში დაიბადა. მათ ოჯახში კიდევ ორი ბავშვი ლუისი და კრისტიანი აღიზარდნენ. პატარა ვიქტორია ცეკვას ბავშვობიდან დაეუფლა. მოგვიანებით მოდელად მუშაობას სიმღერაც შეუთავსა.

კოსმიური გოგონები

1994 წელს გოგონებმა - გერიმ, ემამ, მელანიამ, ვიქტორიამ და მელანია ბროვნმა შეძლეს მსოფლიოს ყურადღება მიეპყროთ. მათ მიერ შესრულებულ სიმღერებზე ინგლისელმა კრიტიკოსმა დავიდ სინკლაირმა განაცხადა: "მფრთხალები, ყოჩაღნი, ჩინებულნი, ეშხიანები და ბავშვურები - ესაა გუნდი შეკრული და გრანდიოზული“.

2000 წლის აგვისტოში ჯგუფ "space girls"-ის ბოლო ალბომის გამოსვლის შემდეგ გოგონებმა სიმღერა ცალ-ცალკე დაიწყეს. 2005 წელს ვიკიმ მეუღლესთან ერთად ჯინსების ხაზი სამარკო ნიშნით "VB locks" შექმნა. ჯინსებისა და სუნამოსთან ერთად მან გამოსცა წიგნი რჩევებით სილამაზესთან და მოდასთან დაკავშირებით.

წიგნმა დიდი ბრიტანეთში დიდი მოწონება დაიმსახურა. ვიკი ერთხანს სცენასაც დაუბრუნდა და თავის ყოფილ კოლეგებთან ერთად ტურნეშიც გაემგზავრა.

ვარსკვლავთ ბიჭუნა

1997 წელს ვიქტორია ერთ-ერთ საფეხბურთო შეხვედრის შემდეგ მისთვის უცნობ ახალგაზრდას და ამავე დროს ამომავალ საფეხბურთო ვარსკვლავს დევიდ ბექჰემს შეხვდა. მაშინ ვიკიმ განაცხადა: "ნამდვილად არ ვიცოდი ვინ იყო, რადგან ფეხბურთით არასოდეს დავინტერესებულვარ". 1998 წელს წყვილმა თავიანთი სიყვარულის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, ხოლო 1999 წლის 4 ივლისს დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონიალს მედიის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

ვიკის თვაზე ბარეტის საიუველირო სახლის მიერ დამზადებული გვირგვინი ამშვენებდა. ქორწინების შემდეგ ახალგაქორწინებულნი მდიდრულ სახლში დაბინავდნენ. მათ ქორწინებიდან სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ. 1999 წლის 4 მარტს ლონდონში ბრუკლინი დაიბადა, 2002 წლის პირველ სექტემბერს რომეო, 2005 წლის 20 თებერვალს კრუზ დევიდი მადრიდში, ხოლო მათი ქალიშვილი ჰარპერ სევენი 2011 წლის ივლისში ლოს ანჯელესში მოევლინა ქვეყანას.

ვიკისა და დევიდის ბავშვების ბრუკლინისა და რომეოს ნათლიები ელტონ ჯონი, ელიზაბეტ ჰურლი და პროდიუსერი დევიდ პურნიში არიან.

ოჯახი ხიფათშია

2000 წელს სკოტლანდ იარდის დეტექტივებმა ვიკი და მისი ვაჟები გატაცებისგან იხსნეს და შინ მშვიდობიანად დააბრუნეს. მომხდარი ამბიდან ორი წლის შემდეგ პოლიციელებმა გამტაცებლების დაკავება შეძლეს. მას შემდეგ, რაც დევიდი ფეხბურთის სათამაშოდ ამერიკაში გადავიდა, ბექჰემების ოჯახი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისგან თავის დაცვის მიზნით იძულებული გახდნენ, დაცვა გაეძლიერებინათ.

იღბლიანი შვიდი

36 წლის დევიდსა და 37 წლის ვიკის ოცნება ახდა. რამდენიმე დღის წინ მათი ქალიშვილი ჰარპერ სევენი უფროსი ძმის მსგავსად საკეისრო კვეთით დაიბადა. პატარა ჰარპერი მეშვიდე თვეს, შვიდ საათზე, კვირის მეშვიდე დღეს მოევლინა ქვეყანას. აღსანიშნავია ისიც, რომ დევიდს "მანჩესტერ იუნაიტედში" შვიდ ნომრიანი მაისურით არაერთი წარმატებული საფეხბურთო სეზონო აქვს ჩატარებული.

დევიდი: "ქალიშვილის დაბადებით ვამაყობ. საბედნიეროდ ვიქტორია და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. ჩემს მსგავსად ბიჭებიც ხარობენ დის დაბადებით“. ჟურნალისტები იმასაც დასძენენ, რომ ქალიშვილის დაბადების შემდეგ დევიდი სიხარულსგან ტიროდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 space girls

სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს