პრემიერლიგის მწვრთნელებს ახალი სეზონიდან ნება დართეს, თამაშიდან თამაშამდე შემადგენლობა ცვალონ და ამის გამო არავინ დასჯით

პრემიერლიგის მწვრთნელები ახალი სეზონიდან შვებით ამოისუნთქავენ - მათ ნება ეძლევათ თამაშიდან თამაშამდე შემადგენლობა ცვალონ და ამის გამო არავინ დასჯით. მიხვდით, არა რაზეც არის ლაპარაკი? აქამდე, თუ გუნდი წინა შეხვედრასთან შედარებით თერთმეტეულს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, მას აჯარიმებდნენ. ითვლებოდა, რომ მწვრთნელმა უპატივცემულობა გამოამჟღავნა და ვიღაცას, ვიღაცისგან განსხვავებით შესუსტებული შემადგენლობით ეთამაშა. ახლა ასე აღარ იქნება. თუკი გადასხვაფერებული შემადგენლობის წევრები რეგისტრირებული 25 კაციდან იქნებიან, აუგი არავის დაცდება.

ამ კანონის შემოღება უპირველეს ყოვლისა იმ კლუბებს გაეხარდებოდათ, რომელთაც ევროპულ შეჯიბრებებში უწევთ გამოსვლა. მათ ფეხბურთელების დასვენება შეეძლებათ, მაგრამ რაღა ეშველება საწყალ, პრემიერლიგიდან გავარდნულ „ბლექპულს“? გახსოვთ, ამ სიმპატიური გუნდის მწვრთნელმა, იან ჰოლოუეიმ, შუა კვირაში, „ვესტ ჰემთან“ თამაშამდე სამი დღით ადრე, „ასტონ ვილასთან“ ათი ფეხბურთელით სახეცვლილი შემადგენლობა რომ ათამაშა და ამის გამო 25 ათასი ფუნტი რომ დააკისრეს? მაშინ ჰოლოუეი ძალიან გაბრაზდა. ის მწვრთნელობიდან წასვლით იმუქრებოდა და ამბობდა, რომ ვისი რა საქმეა, როგორ შემადგენლობას ათამაშებს ამა თუ იმ შეხვედრაში, თუკი თერთმეტ კაცში პირველი გუნდის რეგისტრირებული წევრები იქნებიან?

„რა უფლებით მიკრძალავენ გავაკეთო ის, რაც მინდა? - მრისხანებდა მაშინ ჰოლოუეი - ვინ ოხრები არიან ის ადამიანები, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჩემი გუნდიდან ეს თუ ვათამაშე, მოედანზე ძლიერი შემადგენლობა გამიყვანია, ხოლო ის თუ ვათამაშე, სუსტი?“

თუმცა, ამ გაბრაზებამ „ბლექპულს“ არაფერი უშველა. ახალ სეზონში ეს გუნდი ჩემპიონშიპში ითამაშებს, თუმცა პრემიერლიგელ კოლეგებს ხმა „დაბლიდანაც“ მოაწვდინა. კლუბის მდივანმა მეტ უილიამსმა თქვა: „რასაკვირველია, არც 25 ათას ფუნტს დაგვიბრუნებს ვინმე და არც ბოდიშს მოგვიხდის, მაგრამ საღი აზრის გამარჯვება მაინც სასიამოვნოა. ჩვენმა შემთხვევამ მართლაც მოაშიშვლა ძველი წესის მახინჯი სახე“.

საინტერესოა, რომ პრემიერლიგის ჩინოვნიკებს საკითხის ორთვიანი შესწავლა დასჭირდათ, რომ დაესკვნათ ჰოლოუეიმ „ასტონ ვილასთან“ შესუსტებული შემადგენლობა ათამაშა თუ არა.

ასეთივე შემთხვევა იყო 2009-10 წლების ჩემპიონატში, როდესაც „ვულვერჰემპტონმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთი შემადგენლობა ათამაშა (3:0 წააგო), „ბარნლისთან“ კი მეორე და 2:0 მოიგო. თუმცა, გულწრფელები რომ ვიყოთ, რასაკვირველია, მიკ მაკარტიმ „იუნაიტედთან“ საუკეთესო შემადგენლობა დაასვენა - მაინც წააგებდა და ფეხბურთელები ტყუილად უნდა დაღლილიყვნენ - ოღონდ აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: „ვულვზის“ დროს პირველი გუნდის 25 კაციანი განაცხადი არ არსებობდა. მაშინ ნებისმიერ კლუბს შეეძლო გუნდში ფეხბურთელების შეუზღუდავი რაოდენობა ჰყოლოდა და თერთმეტი კაცი რეზერვის რეზერვიდან შეერჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს