მადრიდის "რეალისა" და ბელგიის ნაკრების შემტევმა ედენ აზარმა 2022 წლის მუნდიალის მოლოდინებზე ისაუბრა.

"იმაზე კარგად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს 2018 წელს გავაკეთეთ, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან წინა მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ (ბელგიელებმა მესამე ადგილი დაიკავეს).

ბედნიერი ვარ, რომ წარმოვადგენ დიდ საფეხბურთო ქვეყანას და შესანიშნავი გუნდის კაპიტანი ვიქნები. ტურნირზე დიდი იმედებით მივდივართ.

ხალხი ყოველთვის საუბრობს ჩვენს "ოქროს თაობაზე" და ამაში გარკვეული სიმართლე არის. ჩვენ ერთად თითქმის უკვე 10 წელია ვასპარეზობთ და ახლა უკვე ახალგაზრდა ფეხბურთელებიც შემოგვიერთდნენ.

მართალია, არაჩვეულებრივი თაობა გვყავს, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია და თუ გვინდა, რომ ამ "ოქროს თაობის" სახელი შევინარჩუნოთ, მართლაც რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას უნდა მივაღწიოთ.

წინა ტურნირებში გამოცდილება დაგვეხმარა და იმედია, ეს ახლაც ასე იქნება", - ციტირებს აზარს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები მუნდიალის F ჯგუფში მაროკოსთან, ხორვატიასთან და კანადასთან ერთად იასპარეზებს.

G.LA
''გამორჩეული თაობა'' უფრო შეესადაგება ამ თაობის ბელგიას. ''ოქროს თაობა'' იქნებოდა მაშინ თუ რამეს მოიგებდნენ, მათ კი არაფერი მოუგიათ.
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა