"გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი სიცილიური კლუბის პრეზიდენტს 21 წლის არგენტინელის ტრასნფერზე ესაუბრა
ხავიერ პასტორეს "პალერმოდან" სხვა გუნდში შესაძლო გადაბარგების ამბავი აქტუალობას არ კარგავს - დღე არ გავა, რომ 21 წლის არგენტინელი შემტევის შესახებ საინტერესო ინფორმაცია არ გავიგოთ.

გუშინ, "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი სიცილიური კლუბის პრეზიდენტს გაესაუბრა და სწორედ ამ საკითხზე ჩამოუგდო სიტყვა. მაურიციო ძამპარინიმ შემდეგი განაცხადა:

"რა ხდება პასტორესთან დაკავშირებით? - არგენტინელზე დიდი მოთხოვნაა და შესაბამისად, სავარაუდოდ მასთან განშორება მოგვიწევს. თუ მკითხავთ, რამდენი პროცენტია იმის შანსი, რომ ხავიერი ჩვენთან დარჩეს, ჩემი პასუხი იქნება: ერთი. დიახ, 99% პასტორე ევროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდში გადავა, ჩვენი ბიუჯეტი კი მინიმუმ 50 მილიონი ევროთი გაიზრდება. ეს თანხა ისევ კლუბის განვითარებისთვის გვჭირდება, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს გადავჭრით და შემადგენლობასაც გვარიანად გავაძლიერებთ. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ხავიერი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია და მასთან განშორება ჩემთვის რთული იქნება, სავარაუდოდ სწორედ ასე მოხდება".

ძამპარინის 50 მილიონი ევრო უნდა და ამ თანხის სანაცვლოდ პასტორეს ეშმაკსაც მიყიდის - თუმცა, თავად ფეხბურთელს ყველაზე მეტად "მილანის" ვარიანტი ხიბლავს. აი, რას ამბობს არგენტინელი პლეიმეიქერი: "სიმართლე გითხრათ, ზუსტ ინფორმაციას არ ვლობ თუ რომელი გუნდები არიან ჩემით დაინტერესებულნი; მით უმეტეს, ნაკლებად მაინტერესებს ვინ რამდენს იხდის. სიცილიაში თავს კარგად ვგრძნობ და დარჩენაც რომ მომიწიოს, წინააღმდეგი არ ვიქნები. თუმცა, კარგად მესმის, რომ ამის შანსი საკმაოდ მცირეა და სავარაუდოდ, კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება მომიწევს.

ჩემი ნება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით გადავიდოდი "მილანში", სადაც ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ განვითარდე და ტიტულები მოიგო. თანაც, "როსონერის" აშკარად აკლია ტიპური პლეიმეიქერი, ამ პოზიციაზე ალეგრიმ არაერთი მოთამაშე გამოსცადა დაწყებული კევინ პრინც ბოატენგიდან, დამთავრებული რობინიოთი. მოკლედ, "სან სირო" ის სტადიონია, სადაც სიამოვნებით ჩავატარებდი საშინაო შეხვედრებს".

პასტორემ არ დამალა, რომ მისთვის ყველაზე სასურველი "მილანში" გადაბარგება იქნება. მაგრამ, არიან კი მზად ლომბარდიელები საიმისოდ, რომ სიცილიური კლუბის ბიუჯეტში 50 მილიონი ევრო გადარიცხონ? - შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სილვიო ბერლუსკონის კომპანიას იტალიის სასამართლომ 560 მილიონი ევრო ჯარიმა დააკისრა, რამაც "მილანის"'პრეზიდენტის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. მართალია, უკვე არაერთხელ ითქვა, რომ კომპანია "მონდანდორის" პრობლემები "როსონერის" სატრანსფერო პოლიტიკაზე ასახვას არ ჰპოვებს, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ ვითარებაში დონ სილვიომ ერთ ფეხბურთელში ხუთი ათეული მილიონი ევრო გაიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"