ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ლეგენდარულ დიეგო მარადონასთან შედარებაზე გააკეთა კომენტარი.

"არ არის არანაირი აღფრთოვანება, რომლებიც ხვიჩამ არ დაიმსახურა, მაგრამ მისი გოლი+პასის სტატისტიკის მარადონას პირველ სეზონთან შედარება დროის ფუჭად ხარჯვაა. როდესაც მარადონა "ნაპოლიში" გადავიდა, სრულიად სერიოზული საუბრები მიდიოდა იმაზე, რომ ფეხბურთს უგოლო სიკვდილი ემუქრებოდა.

უკნიდან ფეხებში ჩარტყმისათვის და ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათით დასჯას მაშინ არც კი განიხილავდნენ (წესი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შემოიღეს). მცველები მხოლოდ ასე ცელავდნენ, ეფექტურად და სასტიკად. ახლა "ნაპოლის" 30 გოლი აქვს გატანილი, 1985 წლის გაზაფხულზე კი ჩემპიონატი 34 გოლით დაასრულა. დიახ, მაშინ 16 გუნდი იყო, თუმცა ხომ შეიძლება ჩატარებული მატჩების მიხედვით შევადაროთ.

ასე რომ, ბიჭებო, ეს შედარება უაზრობაა. ციფრები ყველაფერს ვერ გეტყვით. აბსოლუტურად უნივერსალური და ფეხბურთში ყოველგვარი ეჭვის გარეშე მხოლოდ აღფრთოვანებულად მეტყველების განსაკუთრებული ნაწილი ან წყევლაა", - წერს უტკინი თავის "იუთუბ-არხზე".

gionat
ბლოხინს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული აქვს აღებული და ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო რაც ძველი ჩანაწრებით მაქვს ნანახი, მაგრამ ხვიჩას და ბლოხინის თამაშის სტილით შედარება ნამდვილად არ შეიძლება. უტკინი პრიციპში მართალია მარადონა და ხვიჩას სხვადასხვა ფორმატია, თუმცა ხვიჩამ განთვითარება გააგრძელებს და ნამდვილად დატოვებს თავის კვალს ნეაპოლში ისევე, როგორც მსოფლიო ფეხბურთში.
სტალინი
კვარაცხელია არის საბჭოეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, ოლეგ ბლოხინის ტიპის ფეხბურთელი. წარმატებები მას
გივი
და ასევე ჭკვიანური მარკეტინგული ხრიკია
Givi
Ver gavige ra pontshi adareben?albat napolis gamo,torem kvara ufro ronaldos stilis motamashea,maradonas stili kidev sul sxva iko, ai qinqladze tamashobda mag stilze an tundac mesi...kvara mand arafer shuashia...
ლაშა
რა თქმა უნდა მსოფლიოში სულ სამი კაცია:მარადონა,მესი და პელე,რომლებიც ცალკე დგანან და მათზე უკეთ ფეხბურთი არავის უთამაშია. ხვიჩას შედარება მათთან უბრალოდ სასიამოვნო ჟესტია.ისე კი მას თავისუფლად შევადარებდი კაკას,ბესტს ან უფრო კრუიფს. დამეთანხმეთ ეს ძალიან დიდი პატივია.

ალბათ მარცხენა შემტევებიდან ყველაზე ნაკლებად რონალდოს ჰგავს ხვიჩა,ბევრად უფრო ახლოს არის ხვიჩა ანრისთან და რიბერისთან, მესისაც კი უფრო ჰგავს მისი თამაშის სტილი ვიდრე რონალდოსას.ხვიჩა თამაშის დიდი ნაწილი აქტიურია და ბევრად მეტს ქმნის ვიდრე რონალდო,უბრალოდ რონალდო დამასრულებელ ფასაში არის შეუდარებელი.
juve
ბატონი უტკინი ობიექტურობით გამოირჩევა ყოველთვის
zura222
მართალი ხარ ! და 22 დისლაიკი ისთმა ხალხმა დასვა ფეხბურთის აზრზე რომ არ არიან DD
zura222
თამაშგარეები პელეს დროს იყო თუ იყო DD მაშინ თამაშგარე ითვლებოდა თუ პასის დროს შემტევის წინ ერთი კი არა ორი მეტოქე იდგა !
Baggio
ხვიჩას და მარადონას შემდარებელს ფეხბურთის არაფერი გაეგება.
ირაკლი
აუუ წარმოთქვა ბრძნული აზრი, პოლიტრამ. კვარა არის კვარა და ის არავის ედარება! მან დაამტკიცა რო მაღალი დონეა და არავის გავს!
Ucxo
ბატონო უტკინ მე შენ გეუბნები რომ სულ მალე მაგას ვეღარ იტყვი რადგსნ აუცილებლად გადაასწრებს მარადონას და სულ.მალე ბადალიც არ ეყოლება დღევანდელ ფეხბურთში.
status quo
ხვიჩას არავისთან შედარება არ სჭირდება,თუნდაც მარადონასთან.ხვიჩამ თავისი სახელი უნდა დაიმკვიდროს და მერე სხვები შეადარონ.ეს დასაწყის ეტაპს ახასიათებს-სხვებთან შედარება.სახელს რომ დაიგდებს,მერე ადარონ სხვა ახალბედა ნიჭიერი ფეხბურთელები.

თამაშგარეები როგორ არ იყო... ზუსტად ასეთი სახით არა როგორც დღეს.
ემიგრანტი
მარადონას რომ გადარებენ უკვე რაღაც კარგ დიდ დონეზე ხარ როგორც ფეხბურთელი კვარას თავის სტილია აქვს და ის ამას ყველა თამაში გვანახებს ტავის ისტორიას ქმნის და დარჩება ფეხბურთს მისი ისტორია მსოფლიო დინეზე ❤❤❤
papai
უნდა გავეშვათ საერთოდ მარადონასთან ხვიჩას შედარებას.. მსოფლიოში არასდროს არცერთი ფეხბურთელი გარდა მესისა მასთან არ შეუდარებით.. და უტკინი სტატისტიკით შედარებას გულისხმობდა, რომელიც მხოლოდ ციფრებია როცა საქმე ფეხბურთის ღმერთთან გაქვს.. წარმატებები კვარას
Semis
ჯერ კოკორინის დონეს მიაღწევს და ფიგუზე მერე გადავა ისე თუ ამ შედარებებს დაანებებთ თავს კარგი იქნება მესი და რონალდო რო შევადაროთ ერთი თავით თამაშობდა კარგად მეორე ფეხით არც მარადონა ურტყავდა თავით კარგად...
მამუკა
მარადონა ერთადერთი იყო. ხვიჩა მხოლოდ ხვიჩაა და მორჩა. თავისი ნიჭით დ, შრომისმოყვარეობით და ხასიათით მწვერვალებს დაიპყრობს. თავისი სახელი უნდა დატოვოს მსოფლიო ფეხბურთში
ვაი მაგათ პატრონს
მირანჩუკსაც გამოვარჩევდი :))) აგერ გოლიც გაუტანია ბოლო ტურში
თაზო
ხვიჩა პორტუგალიელი რონალდოს სტილის ფეხბურთელია მარადონა სულ სხვა სტილის
თაზო
ხვიჩას ძალიან ვგულშემატკივრობ მისი გულისთვის არხები კი დავამატე მაგრამ მარადონას არ შევადაროთ ზედმეტი არაფერი ვარგა წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს
Aleko
Shevchenkos donemde tu miva kargi iqneba manamde bevri shroma dachirdeba
G
კი კოკორინი და ძმები ბერეზუცკები ყველაზე სუპერ დონეა, ძმებ მირანჩუკებთან ერთად
qomagi
კვარა ჯერჯერობით მხოლოდ ტიტულებით ვერ მივა მარადონასთან,თამაშის ხარისხით ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება.ტიტულებით რომ მივიდეს ეს ხომ საოცრება იქნება,საქართველოს ბაკრების მსოფლიო ჩემპიონობა…
დავითი
კომენტარებში ნახევარზე მეტმა ვერ ან არ გაიგო,რა იგულისხმა უტკინმა. შედარება იმიტომ კი არ შეიძლება რომ მარადონასთან ახლოს ვერ მივა ხვიჩა , ან მივა, არამედ სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელების შედარება არ შეიძლება, მთელი წესთა პირობების გამო. გინდათ ხვიჩა მარადონა ადარეთ და გინდათ პირობითად ნოიერი შუმახერი, დაუშვებელია, ძველ ეპოქაში,ნელი ტემპი იყო,მცველები უფრო ჩეხვადები იყვნენ, უფრო ადრე პელეს დროს, თამაშგარეები არ იყო და ასე შემდეგ.
G
ხვიჩა რომ უძლიერესი მოთამაშეა ფაქტია, მაგრამ მარადონა არაა რა თქმა უნდა
semi
მართალია ბატონი ვასილი, რა მარადონასთან შედარებები ხალხო? ხვიჩამ ჯერ ფიგუს დონეს მაინც მიაღწიოს.
Skeleton
არც მე მომწონს ამხელა წნეხი და მარადონასთან შედარებები მაგრამ ხალხს აქვს უფლება გააკერპოს ვინც უნდათ, შეადარინ ვისაც უნდათ, ხვიჩა თავად დაამტკიცებს სინამდვილეში ვინაა. ზემოდან მორალისტები რომ ფეხბურთში რაღაც მოზომილი გულშემატკივრობის წესებს კარნახობენ ცოტა სასაცილოა. ფეხბურთი არის ემოცია, ხელოვნების დონსზე აყვანილი და ის სიგიჟეები რაც ხდება ფეხბურთს მხოლოდ ალამაზებს. რათამაუნდა ერთმანეთის მოკვლას და ცემას არ ვგულისხმობ:) გერმანიაში დიდი ხანი ვიცხოვრე და მაინც ვერ შევიყვარე გერმანული ფეხბურთი, ზუსტად ამ მოზომილი და რობოტული მიდგომის გამო. მიუხედვად იმისა, რომ ეგ ქვეყანა მაღფრთოვანებს თავისი წესრიგით, ადამიანის უფლებების დაცვით და პირველ რიგში ადამიანისადმი მიდგომით, ფეხბურთში მაინც უნდა იყოს ის თავისუფლება და ზოგჯერ ზღვარგადასულობაც დაშვებული, რითაც არსებობს ზოგადად ფეხბურთი და რითაც ლამაზია. რავიცი მე არ ვეთანხმები, როცა ვიღაცეები გამოდიან და გულშემატკივარს ფეხბურთელის გაკერპებას უშლიან. ფეხბურთელს ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეს ტვინში ჩადებული, რომ მასზე არც გაკერპებამ და არც ლანძღვა-გინებამ არუნდა იმოქმედოს. ფეხბურთში მაინც შეგვეშვან ეგ მორალისტები :))
ქართველი
ეეეე ვასია საუბედუროდ თუ საბედნიეროდ კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ბევრის მთქმელი სწორედ ციფრებია დასაბამიდან დღემდე. ფეხბურთში განსაკუთრებით
aleksandre
მეც მგონია ეს შედარებები უაზროა, ხვიჩა საქართველოსი დაბადებული ვარსკვლავია და თავისი პირადი გზა აქვს გასავლელი, თუ ვინმეს უნდა ხვიჩას შეადარონ სხვები და არა პირიქით
llcl
მე მაინც ორივეს კოკორინი მირჩემნია)))))))))))))))))))))))))))
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"მაიმუნმა ტაქსისტი რომ გამოა**ევა, იმ ანეკდოტს მახსენებს" - უტკინმა რუსეთის ნაკრების მდგომარეობა ცნობილ ანეკდოტს შეადარა
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"რუსეთის ჩემპიონატში ვერაფერი განსაკუთრებული აჩვენო და..." - უტკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა
ვასილი უტკინი გარდაიცვალა
ფარისევლობა თუ გულისტკივილი - თინა კანდელაკმა აღიარა, რომ ვასილი უტკინთან დამნაშავე იყო
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
"ნაპოლი" მძ**ნერი კლუბია" - ვასილი უტკინი "პარტენოპეიზე"
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
რუს კომენტატორს, ვასილი უტკინს აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ [VIDEO]
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის