ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მატჩის დღე - "ლივერპულის" მცველებს კვარაცხელია მწარედ ახსოვთ, ხვიჩას ლიგაზე კიდევ ერთი გოლი სურს!

მატჩის დღე - "ლივერპულის" მცველებს კვარაცხელია მწარედ ახსოვთ, ხვიჩას ლიგაზე კიდევ ერთი გოლი სურს!

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ასე სწრაფად ჩატარდა და ნაადრევად სრულდება, რისი მიზეზიც მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატია. ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაფერი ეს მშვენიერი გამოდგა, "ნაპოლის" ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშები ინტენსიურად ვნახეთ. თანაც, შეხვედრებსაც ხომ გააჩნია - ნეაპოლური კლუბი უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე, იტალიის ჩემპიონატის მსგავსად, შეუჩერებელია. მეექვსე ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდი "ლივერპულს" ესტუმრება და თუკი 4-ბურთიანი სხვაობით არ დამარცხდება, ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს, რაც მერვედფინალში უკეთეს მეტოქეს უნდა ნიშნავდეს. შეხვედრა დღეს, 1-ელ ნოემბერს, "ენფილდზე", თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

თვალი გადავავლოთ "კვარას" გასულ მატჩებს. ლივერპულელებთან საშინაო დაპირისპირებაში ქართველმა გარემარბმა ვერ გაიტანა, თუმცა მოწინააღმდეგის სახელოვან მცველებს თავგზა აურია, ბევრჯერ დაჯაბნა და ჯოვანი სიმეონეს ლიგაზე სადებიუტო გოლი გაატანინა. "რეინჯერსთან" ხვიჩას მიერ მოპოვებული პენალტი ვნახეთ, "აიაქსთან" კი ჯერ კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის ავტორი გახდა - ქართველმა ფეხბურთელმა ეს 17-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო. ისევ ამსტერდამელები, საგოლე პასი ჯაკომო რასპადორის და კიდევ ერთი გოლი (თერთმეტმეტრიანი დარტყმით). მე-5 ტურში კვარაცხელიამ დაისვენა.

"ნაპოლიმ" ამ ტურნირზე 20 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 4 მიიღო. ისინი ფრანგულ პსჟ-სთან ერთად ევროპის ტოპლიგებში წაუგებელნი არიან და დიდებული სვლის გაგრძელებას აპირებენ.

დღევანდელ შეხვედრაში ექსპერიმენტები არ იქნება. სერია "ა"-ს ბოლო ტურისგან განსხვავებით, ერთ ცვლილებას ნამდვილად ელიან და სასტარტო შემადგებლობას ირვინგ ლოსანოს ნაცვლად მატეო პოლიტანო უნდა დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფორმაშია და მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც იმყოფებოდა, შესაძლოა მარცხენა მცველის პოზიციაზე როტაცია ვიხილოთ და მარიო რუი მატიას ოლივერამ ჩაანაცვლოს. მაინც გასაკვირი იქნება, თუკი ლეო ოსტიგორი სასტარტოში არ იქნება და აქ ისევ ჟუან ჟესუსს ვნახავთ.

თუკი საწყის ტურში ქართველი ფეხბურთელი ევროპის მასშტაბით მაინც სიახლეს წარმოადგენდა, ახლა იურგენ კლოპი მის გასანეიტრალებლად უფრო მეტს იმუშავებს. თუმცა, რთული სათქმელია, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდზე უკეთესი ვარიანტი რა უნდა გააჩნდეს, ის (ისევე, როგორც ჯო გომესი) კი ხვიჩასთან საკმაოდ დაიჩაგრა. კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გოლების რაოდენობისა და სტატისტიკის გაზრდა სურს. ეს ამ ლეგენდარულ არენაზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება!

"ლივერპულს" ბოლო დროს საკადრო პრობლემები აქვს და პრემიერლიგაში ზედიზედ ორჯერ დამარცხდა. დღეს გუნდს ჟოელ მატიპი, არტური, ნაბი კეიტა, ლუის დიასი და დიეგო ჟოტა დააკლდებიან. რაც შეეხებათ ნეაპოლელებს, მათ ისევ მხოლოდ ცენტრალური მცველი ამირ რაჰმანი აკლიათ და სათადარიგო მეკარე სალვატორე სირიგუც ტრავმირებულია.

შეხვედრას 41 წლის გერმანელი ტობიას სტიელერი განსჯის, რომელიც ისეთი სტილით გამოირჩევა, ბარათებს ნაკლებად იყენებს. ის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 2 მატჩის მთავარი მსაჯი იყო.

ასე რომ, დღეს მთელი ჩვენი ყურადღება ლივერპულისკენაა მიმართული.

რაღა დღეს გამართლდა:))

• იმერელი

ლივერპულს დიდი ანგარიშით მოგება ჭირდება ამიტომ გახსნილი თამაში იქნება. შანსია ხვიჩას გოლს კიდევ ვიხილავთ.

• papai

აჰაჰა მართლა მოცლილია რა... სტატიას არ მაზავს ხვიჩაზე.. ზოგი აქ მართლა ნერვიულობს შენს კომენტარებზე:)))

• G.LA

ჟორაჯან ძაან გეტკინა?მე ხო გეუბნებოდი გეტკინებამეთქი და არაო მინდაო.გინდა და ეხლა მოითმინე ცავატანემ.ხვედელიძე ჯან

• ჟორა ხვედელიძე

ამ კაცმა ხო მომკლა რა.... წადი ძმაო, მიხედე შენს ჩაოხრებულ საქმეს

• Ggg

Dghes napolis 3burtiani wagebac awyobs, magram mgonia 2burtis sxvaobit mainc moigebs napoli, radgan wagebam sheidzleba tavdajerebuloba daakarginos gunds, spaleti sul imas ambobs gamarjvebulis mentaliteti unda gvqondeso amitom dghes liverpuli tamashs gaxsnis da erti 3 burts gaushvebs... xvicha gaitans.

• Status quo

რა ბარსაგიანი, ვის ადარებთ ხვიჩას, თქვენ რა, სომხები ხართ? ან ესეთ თამაშებში თუ არ ათამაშებენ, ევროპაში სახელი ხომ სჭირდება ბიჭს.

• tngh

მოხარული ვიქნები, თუ ხვიჩას დღეს დაასვენებენ... იმედია, ნაპოლი 4 ბურთის სხვაობით მაინც არ წააგებს და I ადგილით გავა...

• G.LA

სჯობია კვარას მაგივრად ელმასი ათამაშოს ძირითადში რაც შეიძლება ხშირად.ელმასი უფრო სწრაფია,უფრო ამწვავებს თამაშს. დაიმახსოვრეთ შორს არა არი ის დრო როცა ჩვენი ბარსაგიანი ნაპოლის მთავარი ვარსკვლავი გახდება.

• .-ს

გასაგებია;) დღესაც იგებს ნაპოლი!!! გაიხარე

• Master

ამ თამაშს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.მაშინ როცა შაბათს გუნდი ატალანტას ეთამაშება სტუმრად,რატომ უნდა შეაკლას თავი ენფილდზე ლივერპულს როცა სამბურთიანი სხვაობით წაგებაც აწყობს???ლივერპულს კი პირიქით,პრესტიჟის და თავდაჯერების გამო სჭირდება ამ თამაშის მოგება.ლოგიკურად ლივერპული ამ თამაშს მოიგებს,მაქსიმუმ ფრე.

ჩემი ვარაუდით დღეს წააგებს ნაპოლი. ურთულესი თამაში იქნება, ენფილდზე მოგება უბრალოდ დაუჯერებელია. ზღაპარია

• გულშემატკივარი

წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს!!! უფალი ფარავდეს!!!

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს

"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა