ნოემბერი დაიწყო და ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე(ებ)ს ამხანაგური შეხვედრების ფანჯარაში, რომელთა ჩატარების შესაძლებლობა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, 20 ნოემბრამდეა შესაძლებელი. ყველაფერი ეს უმოკლეს დროში უნდა გაცხადდეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილია, რომ ვილი სანიოლის გუნდი გრანდს არ დაუპირისპირდება. მან იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რაც სპარინგპარტნიორის შერჩევას უშლის ხელს. ერთ-ერთი ასეთი მატჩის შორს, დუბაიში გამართვის შესაძლებლობაა, რაც ბევრ ხარჯსა და დიდხნიან მგზავრობას უკავშირდება. კობიაშვილმა ისიც თქვა, რომ თუკი შეხვედრა საქართველოში შედგება, დიდი ალბათობით, ის ბათუმის სტადიონზე ჩატარდება. მართალია, ინფორმაცია ჩვენი დამრიგებლის თანამემამულეების, საფრანგეთის ნაკრებთან შესაძლო დაპირისპირებაზეც გავრცელდა, თუმცა ეს ფედერაციის თავკაცის ნათქვამს ეწინააღმდეგება.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, Sportall.ge-მ მაქსიმალურად განიხილა და გააანალიზა ევროპული არაგრანდი ნაკრებების ნოემბრის გეგმები. გამორიცხული არაა, სპარინგმატჩი არაევროპულ ნაკრებთანაც გაიმართოს, თუმცა მეტი ალბათობა მაინც ალბათ თანაკონტინენტის წარმომადგენლებთან არსებობს.

ჩრდ. ირლანდიის ნაკრები ისაა, რომელსაც ჩვენი არ იყოს, ჯერ უახლოესი მეტოქე არ გაუხმაურებია. თუკი იმაზე ვისაუბრებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე "ჯვაროსნების" მოწინააღმდეგე შოტლანდიის ნაკრები უნდა იყოს, ეს სპარინგი ცუდი ნამდვილად არ უნდა გამოდგეს.

ლიხტენშტაინის ნაკრებს ჯერჯერობით დაგეგმილი მხოლოდ 16 ნოემბრის თამაში აქვს (გიბრალტართან). საკმაოდ დიდია შანსი, მოლაპარაკებები მათთანაც მიმდინარეობდეს. ევროპაში კიდევ ორი ნაკრებია, რომლებიც ერთმანეთს 16 ნოემბერს, ბალტიის თასზე შეხვდებიან, ლატვია და ესტონეთი, სხვა სპარინგი კი არ დაუგეგმავთ.

არავინ ამტკიცებს, რომ საქართველის ნაკრები ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეხვდება, თუმცა ერთი შეხედვით, მათი კალენდარი თავისუფალი ჩანს, სხვა ევროპულ ნაკრებთა უმრავლესობას კი 2 მოწინააღმდეგე უკვე შერჩეული ჰყავს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მომავალი წლის მარტში დაიწყება, პირველ მატჩში კი ნორვეგიის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

Givi
Memgoni am tveshi agar moeswreba,aseti matchebi tveebit adre igegmeba...
დიმა
ასე, აბა რა. ხომ არ უნდა წავაგოთ.(გიბრალტართან, როგორ გაგვიჭირდა, მალე დამთავრებას ვნატრობდით).საინტერესოა, კაშიას თუ ათამაშებენ, რომ კობიაშვილს გადაასწროს, თამაშების რაოდენობით.
გუგა
კი მაგრამ დუბაი რა შორია, ყატარიდან ხალხი, ალბათ, ფეხითაც დადის!!!
დდდ
ვერ დაგეთანხმებით, აქ საუბარია არა პირველ ნაკრებზე, რომელიც ნამდვილად უსუსტესია ევროპაში, არამედ ლიხტენშტეინის 12 წლამდე ნაკრებზე, რომელიც ძალიან ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მათგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია ჩვენს ნაკრებს... მიდი კობი...
qomagi
მისასალმებელია.განსაკუთრებით იმ “გულშემატკივრების” გამო,რომლებიც უცხოელი ვარსკვლავების სანახავად აპირებდნენ მისვლას სტადიონზე.ლიხტენშტეინი კარგი ვარიანტია,ნაკრებს ჭირდება ფავორიტის რანგში გავარჯიშება.სან მარინო ან სხვა კონტინენტის დაბალი რეიტონგის მეტოქეც კარგი დასასრული იქნებოდა ამ წარმატებული და დაუმარცხეველი წლის,
zura222
ვაუუუუუ უმაგრესიაააა !!! ლიხტენშტეინმა უარი რომ გვითხრას "ზამენაში" თუ ყავთ მეტოქეებად სან მარინო ანდორა ან გიბრალტარი ?
zura222
ვის უჭერენ მხარს შე ბლერო ?? ალბათ შენი ბელადი სააკაშვილი გყავს მხედველობაში ომი რომ მოუგო რუსებს და მერე მთელი ენერგეტიკა და ინფრასტრუქრურა რომ გადასცა @@
ლუკა
კარგია.ჩრდილოეთ ირლანდიასთან რევანში გვაქ ასაღები.ამხანაგური მოგვიგეს 4-1
G.LA
სპორტალი ჩალიჩობს რამენაირად დაგეგომს სპარინგი. ფედერაციას ჩაეძინა და პირდაპირ ვერ ბედავს სპორტალი დაურეკონ მოაგონონ რომ სპარინგია საჭირო. არის სხვაც. ფედერაციამ ზარი რომ განახორციეკოს საქართველოდან შემავალ ზარსაც კი არ პასუხობენ ევროპაში. უკრაინის ნაკრები მაინც გამოსავალია, შეგვიბრალონ იქნება ამათ ხელში რომ ვართ.
რრრ
სულ არაობას ჯობია.
paata
ეს ბიჭი ღვთისავარი, უფრო მეტად ზრუნავს ნაკრებმა მეტოქე იპოვოს ვინემ, ფედერაცია. რას ელოდებიან კი მაგრამ, თუ ჩრდ ირლანდია თავისუფალია არ ვიცი, ჯერ ერთი ჩრდილოური გუნდია და მათთან თამაში წაგვადგება შოტლანდიისთვისაც და ნორვეგიისთვისაც თან რევანშიც გვაქვს ასაღები რადგან კუპერის დროს თუ სწორად მახსოვს დიდი ანგარიშით მოგვიგო, 4-0 თუ 5-1 რაღაც ესეთი.
ლევანი
რა ვერ მოაგვარეს ამდენ ხანს ბიჭოოო.
ალეკსანდრე
რა ლიხტენშტეინი მაგას გორის დილა ჯობია
პაპა ირაკლა
ასეა. როცა უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ.....
ანდრო
ყველგან და ყველაფერში უვარგისები და უმაქნისები. ჩრდილოელ ძმებს შეთავაზეთ, რუსები ნაღდად დაგთანხმდებიან.
გოგა
აი ლიხშტენშტეინთან რატომ უნდა ითამაშო ამხანაგური ეგ არ მესმის, რას მოგვიტანს, რეიტინგში წაგვწევს თუ ვითომ ვითამაშოთ და მაგიტომ, მე აზრს ვერ ვხედავ ეგეთ გუნდებთან სპარინგის, ცრდილოეთ ირლანდიასთან კარგი იქნებოდა
კოკო
ჯერ ადრეა. 19 ნოემბერს რომ დავიწყოთ ფიქრი? ასეთი ხელიდან წასული ფედერაცია, მეორე არ არის დედამიწის ზურგზე. ძლივს დაიწყო ნაკრებმა თამაში და სპარინგსაც ვერ ახერხებენ. არ მისცეთ ნაკრებს შეთამაშების საშუალება, არ დაიხვეწოს სათამაშო რგოლებს შორის კავშირი, არ გამოვავლინოთ ნაკრების სუსტი და ძლიერი მხარეები. იქნებ სანაკრებო შეხვედრა და ვარჯიშიც არ არის საჭირო? კლუბებში ხომ ვარჯიშობენ?
აბო
რა გიკვირთ? მთელს ევროპაში თავი აქვთ მოჭრილი, სულ მაგათ გინებაში არიან და ვის ენდომება ამათთან თამაში? ბელორუსი და რუსეთი დათანხმდება მარტო.
წადი თქვენი
როცა სხვები სპარინგებს ეძებდნენ, თქვენ მაშინ სად იყავით, ჭურში ისხედით თუ ნეაპოლში ერთობოდით?
ფირუზა
გული დამეწვა ამათი ცოდვით. დუბაიშიც კი ვერ ჩაყავთ ნაკრრეი. მესმის, ძალიან ძნელია უსახსრობა. ცრემლიც კი მომადგა თვალზე. ))) ისე სპარინგებად გრენლანდია და ანტარქტიდა მაინც დაითანხმეთ. ეტყობა ყველა უარს გეუბნებათ, იციან ომში ვისაც უჭერთ მხარს და იმიტომაც. მსუყე ხელფასები პრემიები მაინც არ მოიკლოთ, თქვენ მაინც იყავით კარგად.)))
Gia
Etyoba iashka agvarebs mag temebs da pasuxebs davelodot.rogorc iqna daizra nakrebi da amat shexvedra ver gaucharxiat.bosniam vari tqva rusettan tamashze da dasakeia.fulis meti raaqvt,ubralod qamrebs mouchiron.
მწვრთვნელი
უკრაინის ნაკრებს ვუმასპინძლოთ ბათუმში! ლტოლვილები გაიხარებენ!
პაატა1981
ყოჩაღ ავტორს, რა კაი ტიპია, მთელ ევროპაში მეტოქეს დაეძებს. მესმის ჟურნალისტი მაგრამ რა გახდა ერთი მეტოქე მართლა და მართლა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება