საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადების თბილისური ეტაპი დაამთავრა, ახლა ფრანგული იწყება
საქართველოს ნაკრებმა დღეს ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასისთვის მზადების თბილისური ეტაპი დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" გუშინ "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ბოლო ვარჯიში ჩაატარეს, რომელსაც ავსტრალიელი ფიზმომზადების მწვრთნელი გერეთ ადამსონი ხელმძღვანელობდა. წვრთნას თვალყურს ადევნებდა მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი.

მანამდე კი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" წარმომადგენელმა საქართველოს ნაკრების კაპიტან ირაკლი აბუსერიძეს სიმბოლურად, ბაზაზე ახლახანს აშენებული სასტუმროს გასაღები გადასცა.

"შევარდენის საწვრთნელი ბაზის" სასტუმრო 48 კაცზეა გათვალისწინებული. შენობა ყველანაირად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. კვების ბლოკი, მოსასვენებელი დარბაზი, საცურაო აუზი, საცხოვრებელი ოთახები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. გახსნის ცერემონოალზე ქართველმა მორაგბეებმა საცურაო აუზში ნაკრების მენეჯერი ვასილ აბაშიძე ჩააგდეს. ესეც სიმბოლური იყო.

მერე კი ყველაფრის მმართველი გერეთ ადამსონი გახდა. მან კულტურულად მოუწოდა ყველას, ვისაც ვარჯიშთან შეხება არ ჰქონდა, მოედანი დაეტოვებინა და ტრიბუნაზე გადაენაცვლა. რის შემდეგაც "ბორჯღალოსნებს" ქანცის გაცლამდე ავარჯიშეს.

მცირე, ტრადიციული მოთელვის შემდეგ, ადამსონმა გუნდი სამ ნაწილად დაჰყო. ერთნი პირობითად ლურჯები და ყვითლები მოედნის ცენტრში დაახლოებით ორმოცი მეტრის ფარგლებში ხელდახელ ბურთაობაში ვარჯიშობდნენ, მეორე და მედსამე ჯგუფი, ამ დროს, მოედნის ორივე ბოლოში გაამწესა და ბოჭვაში ავარჯიშა, მერე ესენი ერთმანეთს ადგილებს უცვლიდნენ და ასე რამდენჯერმე.

ამის შემდეგ ძალისმიერი ვარჯიშის ჯერიც დადგა. მოედნის კიდესთან ახლოს რამდენიმე უზარმაზარი ბორბალი იყო. მორკინალები 150-კილოგრამიან ბორბალის რამდენჯერმე აწევ-დაწევის შემდეგ მოკლე სპრინტებს ასრულბდნენ. იგივეს აკეთებდენ უკანახაზელებიც, თუმცა მათი ბორბლები მორკინალებისაზე 50 კილოგრამით მსუბუქი იყო.

მცირე ტრავმები აწუხებდათ და მთელი დატვირთვით არ უვარჯიშიათ გოდერძი შველიძესა და გივი ბერიშვილს, კვლავ ინდივიდუალურად ივარჯიშა მალხაზ ურჯუკაშვილმა.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"სასტუმრო "შევარდენის სანაკრებო ბაზის" ბოლო სეგმენტი იყო, რომლის მშენებლობაც ახლახან დასრულდა. ცხადია, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მიმართ, რომელიც მსგავსი ტიპის ბაზებსა და მოედნებს გვიშენებს. ახლა სასტუმროში ავეჯის გარკვეული ნაწილიღაა შესატანი და მალე ფუნქიონირებას დაიწყებს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მზადების თბილისური ეტაპი დასრულდა და ახლა გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება. იქ აგვისტოში რამდენიმე საწვრთნელ მატჩს გავმართავთ. ახალი ზელანდიისკენ კი გეზს 3 სექტემბერს ავიღებთ."

რიჩი დიქსონი: "ვფიქორობ, გუნდმა თბილისში ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა. მომავალი კვირდან უკვე საფრანგეთში გადავბარგდებით და იქ, წინასწარ დაგეგმილი ერთი კვირის ნაცვლად, ფიზიკურ მომზადებას ორ კვირას დავუთმობთ. ეს აუცილებელია, რადგან თუ გვინდა ჩვენზე რეალურად ძლიერ მეტოქეებს სათანადო წინააღმდეგობა გავუწიოთ, მათზე ორჯერ უკეთესი ფიზიკური კონდიციები გვჭირდება. ამის მისაღწევად კი ბევრი ვარჯიშია საჭირო".

ილია ზედგინიძე, ნაკრების მორაგბე: "მსოფლიოს თასისთვის მზადება სამ ეტაპადაა დაყოფილი. პირველი ეტაპის საწყისი, ორკვირიანი ნაწილი თბილისში გავიარეთ. ახლა საფრანგეთში გავემგზავრებით და იქ კიდევ ორი კვირის განმავლობაში შევეცდებით ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას.

მზადების მეორე ეტაპი 6 აგვისტოდან დაიწყება. აქ უკვე ბურთით წვრთნას და ტაქტიკური მონახაზების დამუშავებას დავუთმობთ მეტ დროს. მესამე და ბოლო ეტაპის კი უშუალოდ ახალ ზელანდიაში დაიწყება. იქ ჩვენ ხუთ სექტემბერს ჩავალთ და პირველ თამაშამდე ცხრა დღე სავარჯიშოდ კიდევ გვექნება.

ვარჯიშები დღითი დღე რთულდება, თუმცა ორგანიზმი დატვირთვებს ნელ-ნელა შეეჩვია და დავალების შესრულება უფრო გვიადვილდება. ადამსონი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, თითოეულ მორაგბეს ინდივიდუალურად უდგება. ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს სირბილისა და სიმძიმეებთან მუშაობის ტექნიკას. თავიდანვე გააკეთა აქცენტი სისწრაფის გაუმჯობესებაზე. ერთი სიტყვით, ყველნი თავდაუზოგავად ვშრომობთ და ამით რა შედეგს მივიღებთ, მომავალი გვიჩვენებს."

გუშინვე სასტუმრო "ქორთიად მერიოტში" საქართველოს რაგბის კავშირის სპონსრმა, "ნატახტარი კასრის" ხელმძღვანელებმა, ეროვნულ ნაკრებს პრემიის სახით 50 ათასი აშშ დოლარის ჩეკი გადასცა.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ორივე-ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).

მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ილია ზედგინიძე (კარკერენი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)

მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), შალვა სუთიაშვილი (მასი), დიმოტრი ბასილაია (ობენა), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).

NN:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)

NN:10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟინიენი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), ლაშა ხმალაძე (ლელო)

NN:12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო)

NN:11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)

NN:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).

მსოფლიოს თასი

B ჯგუფი

14 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი

საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი

საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად