ზესტაფონელებისთვის საკუთარ არენაზე თამაშის უფლების მისაცემად, უეფას თხოვნით სფფ-მაც მიმართა

გუშინ გაცნობეთ, რომ "დაჩიასთან" შეხვედრისას დაფიქსირებული უწესრიგობების გამო უეფამ "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საკუთარ სტადიონზე ჩატარება აუკრძალა. თითქოს ეს ვერდიქტი ვეღარაფერს უნდა შეეცვალა, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, არსებობს იმის შანსი, რომ საქართველოს ჩემპიონებმა მომავალ ევრომეტოქეს არა თბილისში, არამედ მშობლიურ არენაზე უმასპინძლონ.

"ზესტაფონი" ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადასარწმუნებლად ძალებს არ იშურებს. უეფაში კლუბმა საგარანტიო წერილი გაგზავნა, სადაც პირობას დებს, რომ უბილეთოები სტადიონზე ვეღარ მოხვდებიან და "დავით აბაშიძეზე" არც სხვა სახის უწესრიგობები მოხდება. საქმეში ჩართულია იმერეთის გუბერნიაც, რომელიც უეფაში გაგზავნილ წერილში პირობას დებს, რომ "ზესტაფონის" საევროთასო მატჩების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ყველა რესურსს გამოიყენებს. შევიტყვეთ ისიც, რომ უეფას თხოვნით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც მიმართა.

"ზესტაფონი" მხოლოდ წერილებით არ კმაყოფილდება და ნიონშივე ცდილობს სასურველი შედეგის მიღწევას. შვეიცარიაში იმყოფება კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია, რომელიც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრას დაესწრო, რის შემდეგაც საშეჯიბრო კომიტეტთან კონსულტაციები წამოიწყო.

დაველოდოთ, რა მოხდება და იმედი დავიტოვოთ, რომ ზესტაფონი დიდი ფეხბურთის გარეშე არ დარჩება. საკუთარ სტადიონსა და ქომაგს "ზესტაფონის" ისტორიაში ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა და თუკი ზოგიერთი კლუბისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სად ჩაატარებს საშინაო მატჩებს, საქართველოს ჩემპიონები სხვა სტადიონზე თავს მასპინძლებად ვერ იგრძნობენ. როცა ძლიერი ხარ და ევროტურნირებზე ასევე ძლიერ მეტოქეს ებრძვი, დაპირისპირების ბედი ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გადაწყვიტოს, მშობლიური კედლები კი "ზესტაფონისთვის" წვრილმანი კი არა, ნაღდი მეთორმეტე მოთამაშეა და მის გარეშე დარჩენა გუნდისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

შეიძლება, ბევრი შემოგვედავოს, "ზესტაფონს" ქომაგი არც თბილისში მოაკლდებაო, მაგრამ გრანდიოზული "ბორის პაიჭაძისგან" განსხვავებით, პატარა და კოხტა "დავით აბაშიძე" კლუბისთვის ნაცნობი და შესისხლხორცებულია, და თუ ერთხელ მაინც დასწრებიხართ "ზესტაფონის" საშინაო მატჩს, დაგვერწმუნებით, რომ ამ გუნდს ფრთებს ისე ვერაფერი შეასხამს, როგორც საკუთარი ქალაქის სტადიონის სავსე ტრიბუნები.

"ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის შემდეგ ისედაც თბილისში მოუწევს თამაში (ეს დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი) და დიდი უსამართლობა იქნება, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული პატარა ქალაქი დიდ ფეხბურთს ნაადრევად თუ დაემშვიდობება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...