საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდისთვის მომავალი ფანჯრის მატჩები უაღრესად მნიშვნელოვანია – განსაკუთრებით კი მატჩი ისლანდიასთან, რომელიც ჩვენი უშუალო კონკურენტია მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლაში.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას სწორედ ისლანდიასთან გამართავს. მატჩი ჩვენგან შორეულ რეიკიავიკში, 11 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება. ჩვენი გუნდი ისლანდიიდან ჩარტერული რეისით, მატჩის შემდეგ გამოემგზავრება, რათა თბილისში, იტალიასთან 14 ნოემბერს დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადოს. ესპანეთთან ერთად ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი იტალია “თბილისი არნაზე” ილიას ზუროსის გუნდს 14 ნოემბერს, 19:00 საათზე დაუპირისპირდება.

მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ეროვნული გუნდი 7 ნოემბერს პირდაპირ ისლანდიაში შეიკრიბება, სადაც ნაკრების წევრები იმ ქვეყნებიდან ჩავლენ, სადაც ამჟამად იმყოფებიან. საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშეები, ლეგიონერები და ნაკრების უცხოელი მწვრთნელები ერთმანეთს მიუნხენის აეროპორტში შეხვდებიან და რეიკიავიკში 7 ნოემბერს, გამთენიისას იქნებიან. ჩვენი გუნდი რეიკიავიკში 4 დღის განმავლობაში ივარჯიშებს, ხოლო 11 ნოემბერს, “ლაუგარდალსჰოლში” ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც საქართველოზე 1 მოგებით მეტი აქვს და ყველაფერი იქით მიდის, რომ სწორედ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი მიიღებს ჩვენი ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 საგზურს. დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ ამჟამად ჯგუფის 1-2 ადგილებზე თანაბარი ქულებით მყოფი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და იტალია.

სასიხარულოა, რომ ისლანდიაში საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია დაეხმარება, რომელმაც მსოლფიო საკვალიფიკაციოს წინა ფანჯრის დროს, 24 აგვისტოს, ჰოლანდიასთან მატჩში მხრის ტრავმა მიიღო და მწყობრში ამ დღეებში ჩაგდა. შენგელია ნაკრებში ჩასვლამდე თავის იტალიურ კლუბ “ვირტუსში” ითამაშებს სერია A-სა და ევროლიგის მატჩებს და ნაკრებს რეიკიავიკში 10 ნოემბერს შეუერთდება. ორი დღით ადრე, 8 ნოემბერს ჩავლენ ისლანდიაში ესპანეთში მოთამაშე ჩვენი ნაკრების წევრები – გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი. იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც 11 ნოემბერს ისლანდიას დაუპირისპირდებიან, ილიას ზუროსი თამაშის წინა დღეს დაასახელებს.

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ილიას ზუროსს 2 ასისტენტი: გეორგიოს ლიმნიატისი და ანატოლი ბოისა ეყოლება. ჩვენს ეროვნულ ნაკრებში 10-წლიანი მუშაობის შემდეგ მილოშ გლიგორიევიჩმა საქართველო დატოვა.

GBF.GE

ვაჟა მასწავლებელი
მილოშ გლიგორიევიჩი რატომ მოგვშორდა?
არტ
სამარცხვინოდ ჩაგდებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველამ პირში წყალი დაიგუბა. Aრანაირი ანალიზი, არანაირი კრიტიკა, არანაირი პასუხისმგებლობა. ვითომც არაფერი. "რა ვქნათ კალათბურთელები არ გვყავს" და მორჩა, არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ასაკობრივი ნაკრებების წარუმატებლობა წარუმატებლობაზე - ასევე სრული სიჩუმე და არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს.არ შეიძლება ასე. დაღუპავენ ქართულ კალათბურთს.
ილია
სასწრაფოდ ფედერაციაში მანეკენა სანიკიძის და კომენტატორა გურასპაულის ნაცვლად მოზაყვანია ზაზა და მისი გუნდი.
ეეე
რა სამწვრთნელო შტაბი ტო, კალათბურთელები არ გვყავს ფიზიკურად.
პაატა
გამიხარდა ბოისა რომ ისევ ყავს ასისტენტად… ევროპის ჩემპიონატზე მაგრად დაეხმარა “წარმატების” მიღწევაში… ძაან მიკვირს გულშემატკივარს ზუროსის მაღალი დონის მწვრთნელობის რომ კიდევ გჯერათ! ასეთი უთავმოყვარეო და უპასუხისმგებლო ნაკრების შექმნას “ნიჭი” უნდა (არ ეხება შერმადინს და მამუს)!
lsd
მე მგონი სამწვრთნელო შტაბში სიახლების დროა
დინამოელი
ცინცაძე ხომ იქნება?
რრრ
ამდენი უგუნდო კალათბურთელი უკვე სირცხვილია რა.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89