"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ ურუგვაის მასპინძლობს, რომელმაც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ამერიკა1-ის სახელით მოიპოვა.

გაფართოებული რაზმის დასახელების შემდეგ, ტრავმა მიიღო და გამოგვაკლდა მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი. მის ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა მიხეილ ბაბუნაშვილს უხმო. ტრავმების გამო ნოემბერში გუნდს ვერ ეხმარებიან ლუკა ჯაფარიძე, ნიკა ხატიაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, გიორგი ცუცქირიძე, მიხეილ ალანია, სოსო მათიაშვილი და თორნიკე კახოიძე. დისკვალიფიკაცია აქვს გელა აფრასიძეს. ასევე დაგვაკლდება ბექა გიგაშვილი, რომელიც შვილს ელოდება.

ასეთ ფონზე ნოემბრის პირველ მატჩს "ბორჯღალოსნები" მაქსიმალურად ოპტიმალური და გამოცდილი შემადგენლობით იწყებენ. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 645-ს შეადგენს, საიდანაც 366 ხაზის, ხოლო 279 შერკინების მოთამაშეებზე მოდის.

ურუგვაისთან თამაშს გამოცდილი ღერძი იწყებს – ვასილ ლობჟანიძეს თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება. ცენტრში გუნდის კაპიტანის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ხოლო ფრთებზე ცენტურიონი სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე იდგებიან. ფულბეკის პოზიციაზე დავით ნინიაშვილი ითამაშებს.

შერკინებაში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთა ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ 2-2 კეპია. ესენი არიან ბურჯი გურამ პაპიძე და მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე. ისინი გამოცდილ მორაგბეებს შეუწყვილდებიან. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ გურამ გოგიჩაშვილი და შალვა მამუკაშვილი, ხოლო მეორეში კოტე მიქაუტაძე. მესამე ხაზში, შერკინების შემკვრელად ბრუნდება თორნიკე ჯალაღონია, რომელსაც ზაფხულის ტესტები გაუცდა, ფლანკერებად კი ორ ბექას – გორგაძეს და საღინაძეს ვიხილავთ.

სამი დებიუტანტია მარქაფაში – ირლანდიური ‘ლენსთერის’ ბურჯი ვახტანგ აბდალაძე და ‘შავი ლომის’ ღერძი – თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა. მეორე ტაიმში გუნდს ასევე გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი ნიკა აბულაძე, მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი, მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე და ხაზში დემე თაფლაძე.

ურუგვაისთან ბოლოს, 2019 წლის მსოფლიო თასზე გამარჯვებული შემადგენლობიდან, 6 ნოემბრის შეხვედრაში 10 მორაგბე მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან თოდუა, გიორგაძე და კვესელაძე, რომლებმაც 3 წლის წინ სამხრეთ ამერიკელებს ლელოები გაუტანეს, ასევე აბჟანდაძე, რომელმაც 5-იდან 4 გარდასახვა გამოიყენა. 23-კაციან განაცხადში არიან გოგიჩაშვილი, მიქაუტაძე, საღინაძე, გორგაძე, ლობჟანიძე და შარიქაძე.

6 ნოემბერი. თბილისი. „დინამო არენა“. 18:00

საქართველო – ურუგვაი

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 14 კეპი, 28 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 90 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 42 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 87 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 100 კეპი, 75 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 35 კეპი, 279 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 67 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 32 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 90 კეპი, 55 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 2 კეპი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 2 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 74 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა გორგაძე (პო, 36 კეპი, 40 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 28 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 15 კეპი, 20 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 23 კეპი, 20 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 2 კეპი), 18. ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი); 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 39 კეპი, 5 ქულა), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 34 კეპი, 50 ქულა); 21. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

გიორგი
ჰო, მაისაშვილია პრობლემა.
ზურა
ჯავახიასთანაც კონფლიქტი აქ მაისაშვილს?
რეზო
აი გოგოლაძის არ დაძახება მართლაც აუხსნელია! სულ ძირითადშია ორიაკში. ჩილაჩავასთან კონფლიქტია და ხაზი აქვს გადასმული. სამართლიანობა მოითხოვს აღინისნოს, რომ საშინელ ფორმაშია. ბევრი პირველზახელუს გამოზახება შეიზლებოდა, მაგრამ ვერ იტყვი, რომ.ვინმე 100 პროცენტით ჯობდა გამოზახებულებს. ყველა სანახავია.მაგრამ 1 თამაში არაა საკმარისი. აი მელიქიძეზე თუ გააკეთებენ კომენტარს, ურიგო სრ იქნება. როდესაც ამდენი მოთამაშე გყავს მოძულებული, შენში ხომ არ არის პრობლემა? პ.ს. მალაღურას ჰოლანდიასთან რომ ეთამაშა მეასე, რა დაშავდებოდა ვითომ
გორდა
სოსო: გოგოლაძეს, რატომ არ იძახებენ ნაკრებში ხომ არ იცით?
სოსო
მეც ვფიქრობ,რომ სათამაშო თვისებებით,ჩილაჩავა იმსახურებს,ნაკრებში თამაშს,მაგრამ ძირითადში თამაშის უაპელაციოდ მოთხოვნა,როგორც აქ ერთი გულშემატკივარი წერდა,თანაგუდელების მიმართ არაკორექტულია და ამის გაკეთება, მორალურად არასწორია.ამიტომ მწვრთნელის გადაწყვეტილებას, ვერ გავაკრიტიკებ.
დათო
ჩილაჩავას რატო არ იძახებთ? გაწყენინათ რამე?ტიპს შეუძლია მარტომ ათრიოს ურუგვაი
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა