"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ბერგამოში "ატალანტასთან" სათამაშოდ წელის ტრავმის გამო არ გაჰყვა. Football Italia-ს ინფორმაციით, კვარაცხელიამ წელი პარასკევს მოკლე მოედანზე თამაშის ბოლოს დაიზიანა.

Area Napoli-ს ცნობით, წელი ძალიან სტკიოდა, მწვავე შეტევა ჰქონდა, მის მდგომარეობას სამედიცინო შტაბი შეამოწმებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ხანი გაუცდება.

სავარაუდოდ, ხვიჩას ტრავმა სერიოზული არაა, მისი ბერგამოში სათამაშოდ წაყვანა უბრალოდ არ გარისკეს და 8 ნოემბერს "ემპოლისთან" საშინაო მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მან ამ სეზონში თითქმის შესვენების გარეშე 17 მატჩი ჩაატარა, როგორც ჩანს, ფიზიკურადაც გადაიღალა და მცირე ხნით დასვენება წაადგება კიდეც.

რეზო
ვნახოთ აბა კიმი როგორ ითამაშებს დღეს.ბინა როცა გამიქურდეს, წაღებულ ნივთებზე მეტად ის მაღელვებდა, რომ შეურაცხყოფა მომაყენა ვიღაცა ახლობელმა თუ ახლობლებმა (მეზობელი უბნელი...) ჰოდა არაა ადვილი ამის გადახარშვა.
ელგუჯა-ს
უმიზეზოდ (საეჭვო) ტრავმა,მანქანის ქურდობა, ლაპარაკია საცხოვრებელი სახლის შეცვლაზე,...და არვინერვიულოთ? შენ რა გენაღვლება ბრიყვი ხარ.
ელგუჯა
კომენტარებს თვალი გადავავლე და დამაფიქრა, რა დღეში გაქვთ ხალხო ნერვები, რა შეთქმულების თეორიებს ხლართავთ. აცადეთ ამ ბიჭს თამაში და ნორმალური ცხოვრება. ჯერ ფეხბურთის ფედერაცია გაატანეთ წყალს, ახლა ნაპოლის და იტალიას გადაწვდით. სულელებია გინდა მწვრთნელი და გინდა ხელმძღვანელობა ხვიჩას რამე პრობლემა შეუქმნან? პირიქით მისი იმედი აქვთ და თვალისჩინივით უფრთხილდებიან. ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობთ, ვალერიანე დალიეთ და ცივი წყალი მიაყოლეთ, საღამოს ნოდარა მელაძეს უყურეთ, ახალი ზღაპარი ექნება მომზადებული...
დიმიტრა ოცდამესამე
თუ არ ვცდები სპალეტის ბინაც აქვს ლენინგრადში. ხანდახან მე მახსენდება რუსეთი და მაგას რო მოენატროს ნაღდად არ გამიკვირდება.))
ჯეიმს ბონდო
არ მგონია ეს მხოლოდ სპალეტის გადაწყვეტილება იყოს. ნუ გამოვრიცხავთ მის რუსეთისადმი სიყვარულსა და ნოსტალგიას. ჩემი აზრით იქიდან მოდის დავალება. დავამატოთ ამას ხვიჩას ვითომ კოვიდი გადამწყვეტ თამაშში. მანქანის უაზრო ქურდობაც ამასთანაა კავშირში. სახლში შევიდნენ, მანქანა მოიპარეს და რისთვის? თუ კატაობა უნდოდათ ქუჩაში ცოტა იყო მანქანები?
თაზო
მარადონა წამალზე პირველად ბარსელონაში შესვეს და არა ნაპოლში
აბო
მოხიე ხვიჩა მანდედან. სულ გაგაგიჟებენ ეგ მაკარონები. მარადონა შესვეს წამალზე, შენ დაგინდობენ?
ალექსანდრე
ბიჭო, რა საჭიროა ასეთი ტყუილი? ვერ გამიგია რა. არ გინდა რომ ათამაშო? ნუ ათამაშებ. ელმასის გაქცევის ეშინია სპალეტის, ალბათ ძირითადში დააყენებს. გამოდის რომ ელმასის პოსტმა სათადარიგო სკამის სიყვარულზე გაამართლა. ყველაზე სასაცცილოდ მეჩვენება მანქანის ქურდობა. ტყეში ან საქართვლოში ხომ არ ცხოვრობს, კამერები ხომ უყენიათ ყველგან? როდის იყო რომ მანქანის ქურდი ბინებში შედიოდა გასაღებისთვის? ან რისთვის გაიტაცეს, თუ სხვა ქალაქში უნდა დაეტოვებიათ? ეს პრესცნტრიც რომ ნირვანაშია? ))
კაკო
მე მეშინია,ვაი თუ, “ჩვენმა საამაყო” ქურდულმა სამყარომ მიაკითხა
Biggie.
არ აგიდგათ გვერდები
დავით 67
გული მიგრძნობს. ეს მანქანის ქურდობა არ იყო შემთხვევითი, თანაც ასეთი საპასუხისმგებლო თამაშის წინ, თანაც უბრალოდ სადღაც მიტოვებული. რა იტალიაში საკატაოდ იპარავენ მანქანებს? ეს იყო სწორედაც სტრესის გამოწვევა ხელოვნურად. შორს ვარ იმ აზრისგან რომ მანქანაში რამე ქიმიური ნივთიერება დაასხეს. თუმცა გადასამოწმებელია მაინც. ბოროტი ადამიანები ყველგან არიან, იტალიაშიც და მადაგასკარშიც და ა,შ
დავით 67
როგორ დააყენებენ? არ გაჰყვაო ბერგამოში
ლევან მაღლაკელიძე
რა ჭკუაზე ხართ ხალხო. უმაგისოთაც მოუგებენ. პროსტა ასვენებენ, სხვა ტაქტიკას გამოცდიან და რა თქმა უნდა ძლიერ მეტოქესთან. მას სჭირდება დასვენება, გადაიწვება. საიდანაა წასული ხომ იცით? ასე ერთბაშად ამხელა ნაგრუსკა მეტისმეტია. იცის სპალეტიმ თავისი საქმე
ilar10N Youtube
არაფერია უბრალოდ ასვენებენ ალბათ იმ ბინის ქურდობის ამბების გამო
ბაჩი
კითხვის ნიშანი უნდა დასვა წინადადების ბოლოს
irakli81
და მოულოდნელად ძირითადში რომ დააყენონ, რა მაგარი ტრუკკი იქნება:)

რა შეთქმულების თეორიებით ხართ ხალხო, სულ გაგიჟდით? ვის უნდა აწყობდეს ამ ბიჭისთვის რაიმეს დაშავება რა სისულელეა. პარანოიაში გადაგვივიდა ეს ყველაფერი უკვე
Rezo
ხვიჩას წარმატება ბევრისთვის თავისტკივილია. არაა გამორიცხული მანქანა სხვა მიზნით მოჰპარეს (ქიმიური, ბიოლოგიური დამუშავება რომელიც გრძელვადიან მონაკვეთში გამოიწვევს ხვიჩას ფიზ მონაცემების გაუარესებას) აღარ უნდა ისარგებლოს მაგ მანქანით ხვიჩამ!!!
ბათუმელი ექსპერტი
მე ხვალ ფრე მირჩევნია ხვიჩას გარეშე :)
ხუთკუნჭულა
დიდი ხანია ზღაპრების აღარ გვჯერა საქართველოში. ძალიან უსუსური მიზეზი მოუფიქრეს ხვიჩას. არადა რა უნდა ქნას? ნაყიდია. როგორც ეტყვიან ისე უნდა მოიქცეს. ხმასაც ცერ ამოიღებს.
Ნუგო
სასტავი იმდენად ბოღმიანია ან სექტანტი რო მეტი აზრი არ უტრიალებთ თავში... ხვალ რო ელმასმა 2 გოლი გაიტანოს და 2 საგოლე გადაცემა მიითვალოს ხვიჩას შემდეგ ტურში რა მოტივაცია ექნება მაგას ვერ ხვდებიან... პოლიტანოს და სპალეტის გინება გონიათ ხვოჩას მხარდაჭერა
ეგრევე დავიჯერეთ
კორონა და ჩრ.მაკედონია მეორდება, ახლა უკვე იტალიურად. თანაც წინასწარ იციან უკვე რომ ემპოლისთან იქნება. კაი და რა იციან. რა გამოკვლევები ჩაუტარეს? ღმერთმა დაიფაროს და იქნებ 10 დღეშიც არ გაუაროს? მანქანის ქურდონაც ძალიან არადამაჯერებელია. ფაქტი ერთია, ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ უმნიშვნელოვანესი თამაში გამოტოვოს!
gulshematkivari0703
ალბათ ქურდებმა ფანჯარა ღიად დატოვეს და აიიი სად მოხვდა "სკვაზნიაკი" ხვიჩას. ))))
გიო
უგოლო ნიჩია ხვალ ატალანტასთან კაი იქნება
Ttt
Ex rogor velodebodi ra am tamashs, atalanta sezonis bolomde mtavari metoqe iqneba, napoli kvaras gareshe araa momgebi, wels atalanta uxeshi dacviti tipipiuri italiuri gundia, romelic sul presings tamashobs... shetevashi zustad xvichas sheedzlo raghacis sheqmna. Xvicha male dagvibrundiiii
saburtalo
უგოლო ფრე მინდა მე პირადად და ბევრს უნდა ესე ოღონდ არ ამბობენ. ეგრე არ არის ქართველებო ???????????
zura222
სხვვათა შორის ბევრი ამბობს რომ ვაი თუ ხვიჩას შემცვლელმა გაიტანოს გოლი და მერე შემდეგ თამაშზე ხვიჩას აღარ დააყენებენო DD მაგალითად ელმასმა რომ ითამაშოს და 2 გოლი გაიტანოს და 2 საგოლე პასი გააკეთოს მაინც ვეერ ამოაგდებს ხვიჩას ძირითადიდან ეს ზღაპარია ! ხვიჩა ნაპოლიში ხელშეუხებელია ! ისევე როგორვ კაპიტანი დი ლორენცო კიმი და ოსიმენი !
ქობულეთიდან
იმედია სერიოზული არაფერია და შემდეგ მატჩში იქნება მოედანზე. ხვალ ნაპოლიმ მინდა მოიგოს, თუმცა ცოტა გაჭირვებით.
giorgi
როგორ ველოდებოდი ამ თამაშს და ჩამიჯ.. ხასიათში
giga
ლივერპულთან უნდა დაესვენებინა (0:4 მაინც არ წააგებდნენ) და მნიიშვნელოვან მატჩში "ატლანტასთან" ითამაშებდა
ზურა
არა და ზუსტად რომ ატალანტასთან იყო საჭირო, აი ძაან დააკლდება, იმედია ქულებს არ დაკარგავენ. პ.ს. გულის სიღრმეში მინდა რომ გაჭირვებით მოიგონ და გოლიც სტანდარტულიდან გაიტანონ მხოლოდ. ნაპოლის გულშემატკივრებთან დიდი ბოდიში.
beqa
იმედიმაქ ემპოლისთან ითამაშებს
givi
უბრალოდ ასვენებს მას სპალეტი და სწორიც არის
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა