ვეტერანმა ფეხბურთელმა და "ჰალის" ყოფილმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტის" პირდაპირ ეთერში, სხვადასხვა საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა.

არველაძის თქმით, ინგლისში მუშაობით დიდი გამოცდილება მიიღო და "ვეფხვები" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა.

"უცნაურია, სეზონი კარგად დავიწყეთ, აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელი გავხდი და 15 სექტემბერს პოსტი დავტოვე, რაც ხელმძღვანელობასთან გაუგებრობის გამო მოხდა. ძალიან განვიცადე, მათ ღიად ვუთხარი, რომ მსგავს დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ინგლისში სამუშაოდ კიდევ მოვხვდე, რადგან არაჩვეულებრივი გარემო და პირობებია.

შოთის თქმით, "ნაპოლი" ამჟამად იტალიაში საუკეთესო გუნდია.

"ნაპოლის" თამაშებს ხვიჩას გადასვლამდე ხშირად არ ვუყურებდი. "პარტენოპეი" არამხოლოდ კარგმა შემტევებმა, არამედ გამორჩეულმა მცველებმაც დატოვეს და ხელმძღვანელობამ ახალი გუნდის შენება დაიწყო. ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს ადვილად უგებენ, რაც მათი სათამაშო კლასის დამსახურებაა. გვარდიოლადან დაწყებული კლოპით დამთავრებული, ყველა "ნაპოლიზე" საუბრობს, უდავოა, რომ დღეს იტალიაში საუკეთესოები არიან.

ხვიჩას თამაშის განსაკუთრებული სტილი აქვს, მეც თავდამსხმელი ვიყავი, მაგრამ ასე ხმალამოღებული, კარის ხაზზე დაგეშილი მოთამაშე, ძალიან ცოტა მინახავს. არ მახსოვს, არცერთი პოზიცია, სადაც ბურთს იღებდა და კარის ხაზს არ უყურებდა. არაჩვეულებრივი ორიენტაცია აქვს, ფიზიკურ მონაცემებზე აღარაფერს ვიტყვი, თამაშის წაკითხვა, პასი... სხვათაშორის, ევროპაში გუნდურობა ძალიან ფასობს, როცა პირველი გადაცემა გააკეთა მივწერე, "იცოდე, გოლის გატანა ყველას უყვარს, მაგრამ ასეთ დონეზე პასი უფრო ფასობს მეთქი". რა თქმა უნდა, ამას თავადაც ხვდება.

"აიაქსის" ხელმძღვანელობას ვეუბნებოდი, რომ ხვიჩა ბრილიანტი იყო და მისი ხელიდან გაშვება ასე არ შეიძლებოდა, თუმცა პასუხად მივიღე, რომ 9-10 მილიონი მასში ზედმეტად ბევრი იყო.

გამოცდილმა სპეციალისტმა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შანსებიც შეაფასა.

ვილი სანიოლმა შეძლო და სისტემა ჩამოაყალიბა, გასაგებია, რომ ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან თამაში უნდა შეგვეძლოს, ესპანეთის ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, ეს აღარაა ის ესპანეთი, რომლისთვისაც ბურთის ართმევაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი კარგად დაგვანახებს, თუ რა დონეზე ვართ" - განაცხადა არველაძემ.

ჯანი მორანო
ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო...კვარაცხელიას ნუ ააცდენთ გზას,რამე რომ შეგძლებოდათ საქართველოს რაიმე საპრიზოზე გაიყვანდით!!!
ბაბუაწვერა
ამას რა აწვალებს ნეტავ?აშკარად რაღაც აწუხებს.შეეშვი ძმაო ხვიჩას და თავს მიხედე.წავიდა ის დრო ნაკრების შემადგენლობას რო შენ ადგენდი და ამის გამო რო დაღუპე ის თაობა.იმ ნაკრებიდან 4 კაცის გარდა დანახვა არ უნდა შენი არავის
ტანტალა
ყველა აღნიშნავს, რომ ევროპის საუკეთესო გუნდშია და სხვაგან რა უნდა.
Givi
Saertod biwebo ar sheidzleba mase adamianze saubari,mitumetes iset adamianze vinc bombadiria dgesac nakrebis,qartvelebma unda viswavlot ermanetis sikvaruli da pativiscema...
თემო
ხვიჩა უკვე თავის გზაზეა თქვენ სხვა ფეხბურთელებს მიხედეთ
ბექა
შენი ადგილი სადაა? კლავიატურასთან?
სიმართლე
ვინც თავის დროზე ხვიჩაზე უარი თქვა , იქ არ უნდა გადავიდეს. საერთოდაც მგონია მაგარ გუნდშია და თან ხალხსაც მაგრად უყვართ, აჯობებს იყოს სადაც არის
მეგრელი
შენ ვინ ხარ რო შოთა არველაძეს მიუთითებ სადაა მისი ადგილი. ელემენტარული პატივისცემა უნდა გქონდეს საქ. ისტორიაში ერთ ერთი დიდი თავდამსხმელის მიმართ.
ზურა
რას აქტიურობს? რა უნდა? ამისი ადგილი უზბეკეთშია!!!
რონი
ეხლა ჩაკვე მადარდებს უფრო ხვიჩამ თავის გზა და გუნდი მონახა თუ გადასვლაა რეალში ან სიტისში გადავიდეს დანარჩენი არცერთი გუნდი არ ჯობია ნაპოლის. ჩაკვემ უნდა ირწმუნოს თავის შესაძლებლობების და დაიბრუნოს ძველი კონდიციები. კი თამაშობს ეხლა ნორმალურად მაგრამ თვითონაც ხო ხვდება რომ ის ჩაკვე არაა რაც იყო... კარგია რო ჯგუფიდან გავიდა ეხლა ძლიერ გუნდებთან უფრო სტიმული ექნება.... იმედია მალე დიდ გუნდში ვნახავთ მასაც იტალიაში ვხედავ კარგად მოერგება ინტერს და იუვეს...
guga
აბა ვნახოთ სოფლის გუნდი როგორ ითამაშებს,საინტერესოა.
wolf
9-10 მილიონი თუ ებევრება აიაქს, მალადეც :დდ ტიპები თავის ფეხბურთელში არნახულ ფასებს ადებენ (გაიყიდა კიდევაც) და 9-10 მილიონს ვერ რისკავენ :დდდდდ
გიორგი
მერაბ ჟორდანიამ, რამოდენიმე ხნის წინ, ტელივიზიით თქვა, რომ ხვიჩა რომ არ იყოს "ნაპოლი" სოფლის გუნდიაო! ეს არის სოფლის გუნდი????!!!!
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"შოთა არ ვარ, აჩი ვარ" - თურქ ჟურნალისტს ძმები არველაძეები ერთმანეთში აერია [VIDEO]
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ერთიც და მეორეც ნანობენ" - აჩი არველაძემ მიქაუტაძისა და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"ხიზანიშვილს ურეკავს ფეხბურთელი და ეუბნება, ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლა, მითხრეს, არველაძეები ხელს შეგიშლიანო" - აჩი არველაძემ მის დროს ნაკრებში მომხდარი ისტორია გაიხსენა
"დღევანდელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ესეც სძენს" - აჩი არველაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
ანდრეა პირლო აჩი არველაძის გუნდის მწვრთნელი გახდება და ვატო არველაძეს დამოძღვრავს