სერია A-ს მე-13 ტურში „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გასვლაზე „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, ჰეილუნდს გატანა მერეტმა არ დაანება, შემდეგ ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე ოსიმენს მოხვდა და პენალტით ანგარიში ლუკმანმა გახსნა. თუმცა, მერე ოსიმენმა ჯერ თავად გაიტანა, ცოტა ხანში კი მისი პასით მუსოს კარი ელმაზმა დალაშქრა. „ატალანტამ“ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და ლუკმანის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ბერგამოელები ნეაპოლელთა კარზე იერიშების მიტანას აგრძელებდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ და ნეაპოლურმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 35 ქულით ლიდერია, უახლოესი მდევარი „ატალანტა“ 8 ქულით ჩამოიტოვა და 8 ნოემბერს „ემპოლის“ უმასპინძლებს.

ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“

ატალანტა - ნაპოლი 1:2

გოლები: 1:0 ლუკმანი (19, პენ), 1:1 ოსიმენი (23), 1:2 ელმაზი (35)

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
კვარა ხო გააგიჟეთ და ახლა თქვენ იმდენს იზავთ გააგიჟებთ მთელ იტალიას..
ისე მაინც
იმედია, ამას სერიოზულად არ ამბობ...
მათე
ძაან არასასიამოვნოა ის რომ ელმაზმა გაიტანა. წარმომიდგენია რა ხდება მაკედონიურ პრესაში. ვშიშობ არ ამოაგდოს ხვიჩა ძირითადიდან.
ქ. გ.
Corriere dello Sport: იმის თქმა, რომ კვარას ბერგამოში არყოფნა არ იგრძნობოდა, სამარცხვინო ტყუილი იქნებოდა.
გიორგი
რა გადაეკიდეთ ამ ატალანტას, აღარ არის მეორე პოზიციაზე, მილანმა გადაასწრო და სხვაობა ნაპოლისთან 6 ქულაა. მე-13 ტურის შედეგებიდან გამომდინარე, კიდევ რამდენიმეს შეუძლია ატალანტას გადაასწროს, ასე რომ დაივიწყეთ ატალანტას რამდენი ქულით უსწრებს ნაპოლი
zaza
ნაპოლის ორი ჯოკერი ჰყავს და ეს თამაში მეორე ჯოკერმა მოიგო, ოსიმენი კარზე დაგეშილი უმაგრესი ფორვარდია და შეასრულა! წელის ტკივილი საყურადღებო ტრავმა არის და წელის კუნთების გაჭიმულობის ოთხი დონის დაზიანების ხარისხზე მიუთითებს. მესამე და მეოთხე დონის დაზიანება გამორიცხული მგონია. აი მეორე დონის დაზიანება თუ იქნება კვარა ალბათ ამ დარჩენილ თამაშებს და 20 ნოემბრამდეც არა მგონია შეძლოს თამაში. პირველი დონის დაზიანების შემთხვევაში ამ დარჩენილ ორიდან ერთს ყველა ვარიანტში ითამაშებს.
zurabi
მოდით ხალხო ვაცალოთ ნაპოლის გული კარგს მიგრძნობს სკუდეტოს მომგები ორი ფეხბურთელი გვეყოლება კალას მერე კვარა მერე ვიღაც გაასამებს .
საბა
რა თქმა უნდა ნაპოლი მაგარი გუნდია მაგრამ კვარაცხელიასთან ერთად უფრო უკეთესი და სულ სხვაა...
zura222
ხოო ინგლისური მაგარი ჩახლართული ენაა ზოგიერთ სიტყვას შვიდნაირი სხვადასხვა ახსნა აქვს DD
რა მაფიაა?
გარდაუვალია სკუდეტო, ძაან კარგი გუნდია ყველანაირად... ყოველი შემდეგი თამაში ყურადღების ცენტრშია, რომ ეხლა დაეწყებათ კრიზისი. მარა ყველას და ყველაფერს უგებენ ტიპები... ეგ კიარა საერთოდ არ გამოვრიცხავ რო ლიგაზეც გაიწიონ, ნუ ნახევარფინალს მგონია რო ითამაშებენ. ვეთანხმები 100% რო კვარას გარეშეც ძაან კარგი გუნია, მარა იმასაც ვეთანხმები რო კვარას გარეშე ჩვეულებრივი კარგი გუნდი იყო მაინც და კვარასთან ერთად რაღაცა ადრენალინი გუნდია...
მარსელ ბარკალაია
მასეთი არაფერი უთქვამს იმ პატიოსან კაცს. ასე თქვა გოლის გატანის დროს, [ელმასმა] ის გააკეთა, რასაც ქართველი აკეთებსო. მაააშ:-)))
გიორგი
ჩემო ძმაო ხვიჩა არ იყო 2-3 ფეხბურთელი ყურადღება რო მიექცია და პოლიტანო და ლოზანოს ხელფეხი გახსნოდათ ლოზანო კაი კაცია მარა პოლიტანოა უმადური პატარა კაცი
aleko
არ მიყურებია კვარაცხელია თუ არ ითამაშებს გინდა ნაპოლიმ მოიგოს გინდა წნორის მილანმა
zura222
ისე მთლად კარგად ვერ გავიგე რა თქვა კომენტატორმა ელმასის გოლის დროს ? კვარაცხელიას შემცვლელმა ამ გოლით ქართველი მოკლაო თუ ჩამოიშორაო ??? @
გიორგი
კარგი გუნდია ნაპოლი ხვიჩას გარეშეც. თუმცა ხვიჩასთან ერთად უფრო ეშხიანი და საშიშია. ელმასი ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ხვიჩა იმ კატეგორიიდანაა, ვინც ფეხბურთს ხდის ნომერ პირველ სპორტად.
ვანო
იმ პატარა კახელის არ იყოს( თვითონ კახელი ვარ), ხაშლამას მარილი აკლიაო, ზუსტად ისე აკლდა დღეს ნაპოლის ხვიჩას ლამაზი და კრეატიული თამაში, მიუხედავად გამარჯვებისა.
რაბუ
მომწონს კონკურენტ უნარიანი გუნდი, მომწონს ასევე გრძელი, ხარისხიანი სათადარიგო სკამი, სპალეტის დაგროვილი გამოცდილება და კვარას ეფექტი. სკუდეტო ნეაპოლში !!!
სტალინი
ხვიჩა უხდება ფეხბურთს, მას ყველასგან განსხვავებული სტილი აქვს. დღეს ვნახეთ უშნო იტალიური ფეხბურთი ოღონდ დაძაბული
kaxa
ელმასი ისედაც პიროვნულად არ მევანსება, პოლიტანო და ლოზანო კი სუსტები არიან, გაუმარჯოს იმენნა ფეხბურთის მოთამაშე ხვიჩას, თავისი შეცდომებითაც , რაც დროში რაოდენობრივად მოიკლებს. ხვიჩა ზოგადად ფეხბურთს ალამაზებს, მას საკუთარი გამორჩეული ხელწერა აქვს.......
zura222
ნათქვამია მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიანო მაგრამ რვაში ხვიჩა აუცილებლად ითამაშებს !(თუ ღმერთმა ქნა და გამოკეთდა მანამდე) ელმასს გოლის გარდა არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია ! ისე მეორე ვარიანტიცაა--სპალეტიმ შეიძლება ხვიჩაც და ელმასიც დააყემოს ძირითადში და ელმასი შეიძლება ცენტრში ათაშოს იმიტომ რომ დღეს ანგისა ვერ გამოიყურებოდა ისე კარგად ან სულაც მარჯვნივ დააყენოს მითუმეტეს ადრე ელმასი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა მარჯვენა ფლანზე ! დღეს მარჯვენა ფლანგი აშკარად ჩავარდა ლოზანომ და პოლიტანომ ვერაფერი ვერ გააკეთეს (და დი ლორენცოც არ წყვეტდა დღეს ვარსკვლავებს ) თანაც შეიძლება ხვიჩამ და ელმასმა ხშირად შეიცვალონ ადგილები (ხვიჩას მარჯვნივაც რომ ძალიან მაგრა შეუძლია თამაში ეს ბევჯერ დაამტკიცა რუბინშიც ნაკრებშიც და ნაპოლიშიც !) და ამით არეულობაც შეიტანონ ემპოლის დაცვაში
კაკო
ხვიჩას გარეშეც კარგი გუნდია,მაგრამ ს მძლავრი არა
ჯუჯი
მე მგონი სპალეტიმ ხვიჩა ატალანტას უხეშ თამაშს მოარიდა.
gogi
ყველანი რომ ხვიჩას ვგულშემატკივრობთ ეს ცხადია, მაგარამ ნუ გავაბუქებთ სიტუაციას - ნაპოლი მის გარეშეც მაგარი გუნდია. მარცხენა ფლანგიც ნორმალური იყო. ობიექტურად შევხედოთ ყველაფერს სჯობს. ხვიჩას კიდევ მალე დაბრუნება და წარმატება ვუსურვოთ!!!
გივი
ხვიჩას გარეშე, ორი იტალიური გუნდი იყო მოედანზე.
დათო
…გეთნხმებით 100%-ით!!!
გულშემატკივარი
გეთანხმებით 100% ით!!! ვულოცავ ნაპოლის გამარჯვებას! ჩვენს კაშკაშა ვარსკვლავს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,უკვე გვენატრება მისი ხელოვნება…
ტაბუ
კი, ,,ნაპოლი” ხვიჩას გარეშეც დიდი გუნდია, მაგრამ სად იყო ის იმპროვიზაცია, ფანტაზია და სილამაზე.
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
"ატალანტამ" ალაიბეგოვიჩი ვერ შეიძინა და დავითაშვილის ტრანსფერზე გადაერთო
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება