"მიხეილ მესხზე" სამუშაოების მთავარი ეტაპის დასრულება 1 სექტემბრისთვის იგეგმება - ახალგაზრდულმა ესპანელებს უნდა უმასპინძლოს
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია გრძელდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუშინ იქ მიმდინარე სამუშაოებს ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გაეცნენ.

სიჭინავამ ქეცბაიას დაწვრილებით განუმარტა სტადიონის რეკონსტრუქციის გეგმა, შემდეგ კი დაათვალიერეს არენა და გვერდით მდებარე სათადარიგო მოედანი.

უკვე დასრულებულია სადრენაჟო სისტემის კეთილმოწყობა. მოედანზე მიწის მეორე ფენის დაყრა მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც ბერძნული კომპანია მინდვრის საფრის დაგებას დაიწყებს.

დაიწყო კაპიტალური რემონტი გასახდელების ბლოკში, რომელიც თითქმის მთლიანად შეიცვლის იერსახეს და, ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მზად აგვისტოს შუა რიცხვებისთვის იქნება. რამდენიმე დღეში დაიწყება კაფეებისა და საპირფარეშოების მშენებლობა, რაც უეფას ვარსკვლავების მისაღებადაა აუცილებელი.

სტადიონის მიწისქვეშა სივრცეში მოეწყობა ავტოსადგომი, რომელიც დაახლოებით 400 მანქანაზე იქნება გათვლილი. რემონტი უტარდება პრესლოჟასა და ვიპლოჟასაც.

სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მთავარი ეტაპის დასრულება 1 სექტემბრისთვის იგეგმება - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანელებს განახლებულ "მიხეილ მესხზე" უნდა უმასპინძლოს.

რაც შეეხება სათადარიგო მოედანს, სიჭინავას თქმით, ბუნებრივი საფარი შეიცვლება ხელოვნურით. აშენდება გასახდელები და მსაჯთა ოთახი, რის შემდეგაც სათადარიგო მოედნის გამოყენება ეროვნული ჩემპიონატის მატჩებისთვისაც იქნება შესაძლებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

uzlevi
ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ ბატონო დომენტი და მადლობა ამისთვის! ბატონო თემურ თქვენც მადლობა რომ ზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...