თბილისში ოთხთა ტურნირის გამართვასთან დაკავშირებით ზვიად სიჭინავამ, თემურ ქეცბაიამ და ნიკო პატარქალიშვილმა საქმიანი შეხვედრა გამართეს
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ფონდი (თავმჯდომარე ნიკო პატარქალიშვილი) წლეულს, ნოემბერში თბილისში გეგმავს ფეხბურთში ოთხთა ამხანაგურ, საქველმოქმედო საერთაშორისო ტურნირს არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს 21-წლამდელა ნაკრები გუნდების მონაწილეობით.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარების ფარგლებში გუშინ გაიმართა საქმიანი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და ნიკო პატარქალიშვილს შორის.

შეთანხმდნენ, რომ სფფ მიესალმება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაწილეობას ზემოაღნიშნულ ტურნირში. ვინაიდან ტურნირი ემთხვევა საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XV ტურისა და დავით ყიფიანის თასის გათამაშების მატჩებს, ნ. პატარქალიშვილმა წამოაყენა კალენდრის კორექტირების საკითხი და ამასთან დაკავშირებით ზ. სიჭინავას დავალებით შეხვდა სფფ-ის შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს.

დავძენთ, რომ ტურნირზე იგეგმება თვით პელეს სტუმრობა, რაზეც მასთან წინასწარი მოლაპარაკება უკვე შედგა. ზემოხსენებულ შეხვედრაზე ტურნირის ორგანიზატორმა ნ. პატარქალიშვილმა ისიც თქვა, რომ იმ საფეხბურთო ზეიმის დღეებში თბილისში იგეგმება 1965 წელს მოსკოვში სსრ კავშირ-ბრაზილიის მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, გიორგი სიჭინავას და ანზორ კავაზაშვილის პელესთან გადაღებული ცნობილი სურათის მიხედვით შექმნილი ხუთფიგურიანი კომპოზიციის გახსნა.

თენგიზ თომაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე