მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის სათამაშოდ ისლანდიაში წასულ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ავიაკომპანია Lufthansa-ს მიზეზით გზა გაუმრუდდა, რის გამოც დანიშნულების ადგილზე, ქალაქ რეიკიავიკში, ერთი დღის დაგვიანებით ჩავა. გერმანიიდან გამოფრენილ თვითმფრინავი, რომელსაც 7 ნოემბერს, გამთენიისას, საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენში უნდა გაჰყოლოდნენ, აფრენიდან მალევე უკან მიბრუნდა. ტექნიკური პრობლემების გამო ავიახომალდი მიუნხენის აეროპორტში დაბრუნდა და შესაბამისად, ჩვენი ნაკრების თბილისიდან გერმანიაში გასამგზავრებელი რეისიც არ შესრულდა.

საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენისკენ დღეს, 16:00 საათზე გაფრინდნენ, რის გამოც მიუნხენი-რეიკიავიკის რეისს ვერ ჩაუსწრეს და ამ ღამეს გერმანიაში გაათენებენ. ნაკრების სამგზავრო მარშრუტში ჩაემატა რეისი ფრანკფურტის მიმართულებით, საიდანაც ჩვენი გუნდი ისლანდიის ქალაქ კეფლავიკში სამშაბათს, 8 ნოემბერს, 11:00 საათზე გაემგზავრება და რეიკიავიკში ავტობუსით ნახევარ საათში ჩავა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრების ბირთვი რეიკიავიკში 24 საათის დაგვიანებით იქნება, სადაც მათ დახვდებიან გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი, მოთამაშეები – გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია, რომლებიც ისლანდიაში იმ ქვეყნებიდან ჩავიდნენ, სადაც თამაშობენ.

საქართველოს ნაკრები თბილისიდან შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური და მწვრთნელი ანატოლი ბოისა.

გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ნაკრებს მატჩის წინა დღეს, მას შემდეგ შეუერთდება, რაც 9 ნოემბერს ევროლიგაში "მილანის" წინააღმდეგ ითამაშებს.

GBF.GE

მასტერს
აბაა, ასეთ პრინციპულ მატჩზე მაინც გაეშვათ ჩარტერით... ორი დღე დაჭირდა გუნდს ადგილზე რომ ჩაეღწია... წარმატება ნაკრებს!
მოქალაქე
მეტის ღირსების არიან....ზუროსი და მილოშა სან იქნებიან სადაც არ უნდა იყვნენ ყოველთვის დავითარსებით
ბექა
უკლუბო და უთამაშებელმა კალათბურთელებმა რა უნდა ითამაშონ?!
baba
ავტობუსით უნდა გაგეშვათ ნაკრები უფრო იაფი დაჯდებოდა, ესეთი მნიშვნელოვანი თამაშების წინ გაგეკეთებინათ ჩარტერი არ შეიძლებოდა? საძმაკაცოდ რო გაქვთ ფედერაცია გადაქცეული არაფრის მაქნისებო!!!
ირაკლი
ბოლო დროის ყველაზე სუსტი ნაკრები კალათბურთში!!!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89