ქართველი ნიჩბოსნები ბაზალეთის ტბაზე შალვა მუსოევის ხელმძღვანელობით თანატოლთა მსოფლიოს პირველობისთვის მონდომებით ემზადებიან
ივნის-ივლისის მიჯნაზე ზაგრებმა (ხორვატია) ბაიდარასა და კანოეში იუნიორთა ევროპის პირველობას უმასპინძლა. შეჯიბრებაში საქართველოდან მცხეთელ ზაზა ნადირაძესა და დუშელ ეკატერინე შაბურიშვილს უნდა ეასპარეზათ, მაგრამ ტურნირზე ვერ გაემგზავრნენ, რადგან სკოლდამთავრებასთან დაკავშირებით ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდნენ.

ამჟამად ქართველი ნიჩბოსნები ბაზალეთის ტბაზე შალვა მუსოევის ხელმძღვანელობით მონდომებით ემზადებიან თანატოლთა მსოფლიოს პირველობისთვის, რომელიც 3-5 აგვისტოს ბრანდენბურგში გაიმართება. ნადირაძე ერთადგილიანი კანოეთი 200 და 500 მეტრზე მოსინჯავს ძალებს. ამავე დისტანციებზე გამოვა შაბურიშვილიც, ოღონდ ერთადგილიანი ბაიდარათი. როგორც საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა გვითხრა, ორივე სპორტსმენი კარგად არის მომზადებული, რაც მათ ივნისში ფოთის საერთაშორისო ტურნირზეც დაამტკიცეს.

"ბრანდენბურგში დებიუტი ექნება 15 წლის დედაქალაქელ ბადრი ყაველაშვილს. მართალია, იგი შეჯიბრების მონაწილეებზე 2-3 წლით უმცროსი იქნება, მაგრამ ნიჭიერი ყმაწვილისთვის ეს დამაბრკოლებელი არ იქნება. მით უმეტეს, რომ მისგან ამ ეტაპზე განსაკუთრებულ შედეგებს არავინ ითხოვს, რაც ყაველაშვილს ფსიქოლოგიური წნეხისგან გაათავისუფლებს. მთავარია, მან საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლის გამოცდილება მიიღოს. ბადრის ბრანდენბურგში გასამგზავრებლად თბილისის მერია დააფინანსებს", - გვითხრა ვიტალი გრძელიშვილმა.

ზაზა ნადირაძესა და ეკატერინე შაბურიშვილს მფარველად ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაცია მოევლინა. ქართველი სპორტსმენები სწორედ ფისას თანხებით გაემგზავრებიან ბრანდენბურგს 27 ივლისს. იქვე გაივლიან ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას. 3-5 აგვისტოს ასპარეზობის დამთავრების შემდეგ ასევე საერთაშორისო ფედერაციის პატრონატით ზაზა და ეკატერინე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაივლიან საწვრთნელ შეკრებას და 22 აგვისტოდან მადიართა პატარა ქალაქ სეგედში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმებიან. იქ ბაიდარასა და კანოეში 18-18 საუკეთესო მიიღებს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს. ჩვენებურები რჩეულთა რიცხვში თუ ვერ მოხვდებიან, მაშინ გაისად მოუწევთ ბრიტანეთის დედაქალაქში გასამგზავრებელი ბილეთების დასაჯავშნავად ბრძოლა. ბრანდენბურგსა და სეგედში სპორტსმენებთან ერთად იქნება მათი მწვრთნელი შალვა მუსოევი. ხარჯების დასაფარავად მას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გაუწევს დახმარებას.

ქართველი სპორტსმენები ბაიდარასა და კანოეში მომავალი ბატალიებისთვის ჯერ კიდევ შინ თუ ემზადებიან, აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრები მთავარი მწვრთნელის დიმიტრი ლოლუას ხელმძღვანელობით უკვე ამსტერდამში (ჰოლანდია) არიან და ევროპელი მწვრთნელების დახმარებით იუნიორთა მსოფლიოს პირველობისთვის 10-დღიან მზადებასაც შეუდგნენ. ამ საწვრთნელი შეკრების ხარჯებსაც საერთაშორისო ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს. შეჯიბრება 22-25 ივლისს ამსტერდამში გაიმართება. თანატოლებს ერთადგილიანი ნავით მცხეთელი ლაშა მოთიაშვილი გაუწევს მეტოქეობას. ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით იასპარეზებენ მცხეთელები - გიორგი მუხათგვერდელი და თემურ ნათელაშვილი, ხოლო ორადგილიანი უმესაჭეო ნავით ქუთაისელები - თორნიკე სინატაშვილი და ერეკლე უკლება ცდიან ბედს.

როგორც აღვნიშნეთ, ხუთივენი უკვე ჰოლანდიაში არიან ფისას დაფინანსებით და შეჯიბრებისწინა საწვრთნელ შეკრებას გადიან. სპორტსმენთა პირველობაზე გასამგზავრებელი გზის ხარჯები ქუთაისის მერიამ და მცხეთის მუნიციპალიტეტმა გაიღეს.

- ჩვენი ნიჩბოსნებისთვის ამსტერდამული პაექრობები ძალების მოსინჯვა და ერთგვარი რეპეტიცია იქნება ევროპის სალიცენზიო ჩემპიონატის წინ, რომელსაც სექტემბერში ბულგარული პლოვდივი უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებაში თითოეულ სახეობაში ლონდონის 12-12 საგზური გაიცემა", - ამბობს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი.

და კიდევ ერთი ასპარეზობის შესახებ, რომელიც ამ ზაფხულს არის დაგეგმილი: 3-7 აგვისტოს ლონდონში 18-წლამდელთა მსოფლიო პირველობაა აკადემიურ ნიჩბოსნობაში. ახალგაზრდები ერთ-ერთი პირველები გაავლებენ კვალს ახალ ოლიმპიურ არხზე. იქ ქართველთაგან დიმიტრი ლოლუას ხელმძღვანელობით ერთადგილიანი ნავით მცხეთელი ნიკოლოზ კანდელაკი, ხოლო ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით არჩილ ბაიაშვილი (მცხეთა) და ლევან ბირკაია (ფოთი) გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ