დღეს "ნაპოლის" მატჩის დღეა. ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრას გამოტოვებს. საგანგაშო არაფერია, ჩვენებურთან მიმართებით არ რისკავენ და ბოლომდე ითმენენ, "კვარადონა" ხომ მათი და არამხოლოდ მათი მარგალიტია.

ნეაპოლური კლუბი კარგ ფორმაშია, მეტოქეც განსაკუთრებით ძლიერი არ ჰყავს და ფონს მაინც იოლად უნდა გავიდეს. თუმცა, რასაც ლუჩანო სპალეტის გუნდი უნდა უფრთხოდეს, დაუგეგმავი ქულების დაკარგვაა, რაც მაგალითად, "ლეჩესთან" (1:1) მოხდა, საჩემპიონო გზაზე ეს ყველაზე სახიფათოა. "სტადიო მარადონაზე" "ემპოლისთან" (სადაც ლევან მჭედლიძეს უთამაშია) 8 ნოემბრის დაპირისპირება ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.

თუკი გასულ ტურში ქართველს ელიფ ელმასი ცვლიდა, იტალიური მედია ვარაუდობს, რომ სასტარტოში ახლა ჯაკომო რასპადორი იქნება. 22 წლის ფეხბურთელი ჩემპიონატის ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში კარგად გამოიყურებოდა, ამჟამად კი კონკურენციის დაძლევა უჭირს. ის ფლანგზეც თამაშობს, თუმცა საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არაა, განსაკუთრებით კი, დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. საინტერესოა, ბოლო დროს კარგად ათამაშებულ ჩრდილომაკედონიელ ელმასს რა პოზიციაზე ვიხილავთ.

"კვარას" დრიბლინგებს, არაორდინარულ მოქმედებებს და უამრავ საფეხბურთო ნიუანსს მხოლოდ მისი სამშობლო კი არა, მთელი ევროპა შეეჩვია და მისი დანაკლისი ძალიან საგრძნობი გახდა. ვისურვოთ, რომ "ნაპოლის" წლის ბოლო მატჩში, "უდინეზეს" წინააღმდეგ (12 ნოემბერს), ის სრულად მომჯობინებული ვიხილოთ!

მოგეხსენებათ, 13 ტურის შემდეგ ნეაპოლელები სერია "ა"-ს 35 ქულით ლიდერობენ და "მილანს" 6 ქულით აღემატებიან.

გერმანული ფიქრები

ჩვენებურის კლუბში ფიქრი უკვე თებერვალსა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფზე დაიწყეს, როცა მათი მეტოქე "აინტრახტი" იქნება. გერმანული კლუბი ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და მიმდინარე სეზონშიც მშვენივრად გამოიყურება, თუმცა სავარაუდო მეტოქეებს შორის ის იქნებ საუკეთესო არჩევანიც კი იყო. ახლა მთავარია, სპალეტის გუნდი ზამთრის ბოლოსა და გაზაფხულის დასაწყისშიც ასე გამოიყურებოდეს. ნეაპოლელთა დღევანდელი მდგომარეობა მშვენიერია, თუმცა ის, რომ შეხვედრებამდე დაახლოებით 3 თვეა, მაინც გვაიძულებს, რადიკალურ დასკვნები არ გავაკეთოთ.

ქართველ გარემარბსა და მის თანაგუნდელებს ნამდვილად შეუძლიათ მეოთხედფინალში გავიდნენ და წილისყრას იქაც დიდი მნიშვნელობა ექნება.

გერმანიაშიც ალბათ უკვე ბევრს ფიქრობენ "ნაპოლისა" და კონკრეტულად, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. "აიტრახტი", არაერთი იტალიური კლუბის მსგავსად, 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშობს. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ტუტა და პსჟ-ის ყოფილი ფლანგელი, ფრანგი ჟუნიორ ებიმბი ისინი არიან, რომლებმაც კვარაცხელიას წინააღმდეგ უნდა იმოქმედონ, თუმცა ამ ყველაფრის დეტალური განხილვა ჯერ ძალიან ადრეა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის "ნაპოლის" მატჩის დღე ხვიჩას გარეშეც საინტერესოა, მოლოდინი მაინც არსებობს. მთავარია, ქართველის გუნდმა ლიდერობა კიდევ უფრო განამტკიცოს.

აბო
რეალის სუნი უდის ამ ყველაფერს, მოუწევს ალბათ ხვიჩას კიდევ ერთხელ ლივერპულთან თამაში თებერვალში.
პროფესორა
კიდევ კარგი დისლაიქები დამიწერეთ. ესეგი იმედი კიდევ არსებობს.
ILIA
რომელი არხი უჩვენებს? პროგრამაში არ უწერია შეტანას.

რაღაცეებში გეთანხმებით, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს როცა ხვიჩაზე კომენტარებს ვკითხულობ და ალბათ თავად ხვიჩაც ასეა, კულმინაცია ალბათ ის იყო მამა გაბრიელის ახალგაზრდობას რომ ამსგავსებდნენ და მერე სტალინის :))) რას ვიზამთ, ჩვენი საზოგადოების წევრები არიან ესენიც და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ემიგრანტების დაცინვა. ზოგი საერთოდ აზრზე არაა ფეხბურთის, ისეთ დასკვნებს დებენ მარა სოც. სივრცე იმის არის, რომ ყველას აზრი ავიტანოთ. თუ არ მოგვწონს დავაიგნოროთ და ასე შემდეგ
ჯუჯი
ხვიჩას უფრთხილდებიან,თანაც მცირე ტრავმაც გასათვალისწინებელია.
გაბრა.
შენ მართლა პროფესორა ყოფილხარ პროფესორა. მე შენს ადგილზე პარლამენტს მივმართავდი და სპეციალური კანონის მიღებას მოვთხოვდი, რომ ხვიჩამ ტრამვირებულმაც რომ ითამაშოს.
ქ. გ.
პროგნოზი: ფრე

რასპადორი და სიმეონე მაგარი ბიჭები არიან. სკამზე არ უნდა იჯდნენ, ყოველთვის ღირსეულად ცვლიან ლიდერებს
მოცლილი
როგორ გულიანად გამაცინე :-)
კაპიტან გარდენბურგი
ეგრე რა, ღვთისავარ ყოჩაღ. ცხრილიც კარგი იყო, რამდენი ხანია ვამბობ
კაპიტან გარდენბურგი
ოღონდ უყუროთ არა , ვუყუროთ
პროფესორა
ესეგი დრო იხელთა და ამოაგდო სპალეტიმ ძირითადიდან, თუ საგანგაშო ტრამვა არაა განაცხადშიც რატომ არ არის? ამ მწვრთნელს ამოჩემებული ყავს ხვიჩა აშკარად. ჯერ როგორ ამცირებს პრესკომფერენციებზე, არადა ხვიჩას მარადონაზე უკეთესი სტარტი აქ და მეტი რა უნდა ქნას? აუცილებლად ღარიბაშვილი და კალაძე უნდა ჩაერიოს და დაიცვან ჩვენი ბრილიანტი. თუ საჭიროა ემიგრანტი ქალებმა გადაკეტონ ნეაპოლის შესასვლელი.
G.LA
არავინ დააყენრბს ხვიჩას ტრნსფერზე. ჩვენზე უკეთესად ფიქრობენ და ვისაც ფაგავიწყდათ მოგაგონებთ. ხვიჩამ რუბინში დაიწყო სეზონი და მერე ბათუმში გააგრძელა. ამას მოყვა სეზონის წინ მზადება ნაპოლში რასაც ვერანაირად დასავებებას ვერ დავსრქმევთ. შემდეგ სეზონის არაჩვეუკებრივი დებიუტი სერია A ში და ასევე ლიგაზე. ჩვენ კი გვინდა სულ ხვიჩას თამაშს უყუროთ, მაგრამ ვინმემ დათვალეთ რამდენი თამაში აუგროვდა და მიხვდებით რატომ უფრთხილდრბა ასე ნაპოლი ალბათ უკვე საკმაოდ დაღლილ ხვიჩას.
gio
ხვიჩა ალამაზებს ფეხბურთს. ხვიჩას თამაში მოედანზე ზეიმია და გვილამაზებს ცხოვრებას. სპალეტი ვერ აცდება მაყურებელთა და ჟურნალისტთა რისხვას თუ არ შეიცვლის ხვიჩასადმი მიდგომას.
dato
ტრანსფერზე დააყენებენ მალე, ხვიჩაზე და მუდრიკზე მუშაობს გრანდები უკრაინელიც ძალიან მაგარი იგროკია
მწვრთვნელი
ხვიჩას დაყენებას ამ სეზონში აღარავინ გარისკავს! აგერ ნახავთ სანიოლიც თუ ათამაშებს მინიმუმ შეცვლაზე შეიყვანს! 100 მილიონი ცოტა ხომ არ არის ნაპოლისთვის! ინტერესი კი არის ისეთი გრანდებიდან როგორებიც არიან რეალი, მანსიტი, ლივერპული, ტოტენხემი! მილანი და ბაიერნი (ნაკლებად)!
tngh
ისეთი შთაბეჭდილება მრცება, რომ ხვიჩას "ტრანსფერზე" დააყენებენ იანვარში... დიდ ფულსაც მოიგებენ.
ამაშია საქმე
წინ 3 თვეა,მსოფლიო ჩემპიონატია, ვინ იცის რამდენი დაიმტვრევა,რამდენი გადაიღლება ასე რომ ძალიან ძნელია წინსწარი პროგნოზი.
ლაშა
იმედია მაროკოსთან მწყობრში იქნება კვარა!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა