საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს ძალიან პრინციპული მატჩი ელის რეიკიავიკში, უშუალო კონკურენტ ისლანდიასთან, რომელიც ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს ცხრილში 1 მოგებით უსწრებს და მსოფლიოს ჩემპიონატის გასვლისთვის ბრძოლაში მისი ერთადერთი კონკურენტია. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე იმყოფება, სადაც 5-5 მოგებით ესპანეთი და იტალია ლიდერობენ, ისლანდიას 4 მოგება აქვს, ხოლო საქართველოს – 3. უკრაინას ფაქტობრივად დაკარგული აქვს შანსი, ჰოლანდიას – ყველა იმედი გადაწურული.

მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის 3 საუკეთესო მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ისლანდიას შორის ყოფნა-არყოფნის ბრძოლაა. რეიკიავიკში მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ილიას ზუროსის გუნდი მხოლოდ მოსაგებადაა შემართული.

ჩვენი გუნდი კუნძულზე, არსებული რეალობის გათვალისწინებით (მიმდინარე ნბა-ს სეზონის პირობებში) საბრძოლო შემადგენლობით შეიკრიბა. ისლანდიაში ჩაფრინდნენ ესპანეთის ჩემპიონატის მოთამაშეები – გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი. თბილისიდან სხვა წევრებთან ერთად ჩავიდნენ გამოცდილი კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე.10 ნოემბერს კი რეიკიავიკში საქართველოს ნაკრებს შეუერთდა თორნიკე შენგელია, რომელმაც 9 ნოემბერს ევროლიგაზე „მილანის“ წინააღმდეგ ითამაშა.

ჩვენი მეტოქე კარგად შეთამაშებული, „კერკეტი“ გუნდია, რომელმაც ამ შესარჩევზე იტალიაც დაამარცხა და სადღეისოდ საქართველოს ნაკრებზე მეტი მოგება აქვს – 4. ჩვენი გუნდი 3 გამარჯვებითაა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად აუცილებლად სჭირდება ისლანდიის დამარცხება, რადგან ჯგუფიდან გამსვლელ მესამე ადგილს ამჟამად სწორედ ისლანდიელები იკავებენ. პირველ-მეორე ადგილებზე იტალია-ესპანეთი არიან.

ისლანდიას სამი გამორჩეული ლიდერი ჰყავს: ორი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ერთიც ლიეტუვის „რიტასში“. ეს უკანასკნელია ელვარ ფრიდრიკსონი. ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ „სარაგოსაში“ ასპარეზობს ტრიგვი ჰლინასონი. რაც შეეხება ვალენსიელ მარტინ ჰერმანსონს, ის ისლანდიის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობაში არ შეიყვანა. მარტინს ტრავმა აქვს.

ისტორია გვამცნობს, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისლანდიას ისტორიაში ორჯერ დაუპირისპირდა – 2006 და 2007 წლებში. ეს იყო B დივიზიონის მატჩები, როდესაც საქართველო ელიტაში მოხვედრისთვის იბრძოდა.2006 წელს საქართველომ ისლანდია 80:65 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ 21 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, ცქიტიშვილმა 15 ქულა და 9 მოხსნა, ვლადიმერ ბოისამ 16 ქულა და 7 მოხსნა.

განმეორებითი მატჩისთვის, 2007 წელს მწვრთნელმა კენ შილდსმა ნიკოლოზ ცქიტიშვილი არ წაიყვანა, პირველივე მეოთხედში კოჭი გადაუბრუნდა ვიქტორ სანიკიძეს და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო. საქართველოს ნაკრები 75:76 დამარცხდა და ჯგუფიდან ვეღარ გავიდა.

რეიკიავიკში მყოფი 14 მოთამაშიდან ილიას ზუროსმა ისლანდიასთან მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია. გივი ბაქრაძემ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და შემადგენლობას ავტომატურად გამოეთიშა, ხოლო მეორე კალათბურთელი, ალექსანდრე ფევაძეა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის დღეს, დილის 11:00 საათზე “ლაუგარდსჰოლში” ივარჯიშა. ერთი საათი კომბინაციების დამუშავებას და სროლებს დაეთმო. საღამომდე ჩვენი ნაკრები დაისვენებს და ადგილობრივი დროით 19:30 საათზე, როცა თბილისში 23:30 იქნება, ისლანდიას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

GBF.GE

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89