სანტა ფეს „ესტადიო ბრიგადიერ ხენერალ ესტანისლაო ლოპესზე“ ურუგვაის ეროვნულმა გუნდმა მასპინძელი არგენტინა კოპა ამერიკადან გააგდო
არგენტინა-ურუგვაი 1:1 (4:5)

არგენტინა: რომერო, საბალეტა, ბურდისო, მილიტო, ძანეტი, გაგო (96. ბილია), მასკერანო, დი მარია (72. პასტორე), მესი, აგუერო (83. ტევესი), იგუაინი.

ურუგვაი: მუსლერა, მ. პერეირა, ლუგანო, ვიქტორინო (19. სკოტი), კასერესი, პერესი, რიოსი (109. ეგურენი), გონსალესი, ა. პერეირა (109. გარგანო), ფორლანი, სუარესი.

გოლები: 0:1 პერესი (5), 1:1 იგუაინი (17)

გაძევება: პერესი (38), მასკერანო (86)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფერნანდო მუსლერა (ურუგვაი)

სანტა ფეს „ესტადიო ბრიგადიერ ხენერალ ესტანისლაო ლოპესზე“ ურუგვაიმ არგენტინა კოპა ამერიკადან გააგდო. ვერ უშველა ბრიგადის გენერალმა ლეო მესისა და მის თანაგუნდელებს, არადა საქმე მასპინძელთათვის ცუდად არ მიდიოდა.

მართალია, ანგარიში ურუგვაელმა დიეგო პერესმა შეხვედრის დაწყებისთანავე გახსნა, მაგრამ მე-17 წუთზე გინსალო იგუაინმა გაქვითა, პირველი ტაიმის მიწურულს კი უკვე ნახსენები პერესი პარაგვაელმა მსაჯმა, კარლოს ამარილიამ მოედნიდან გააგდო - თითქოსდა, მეტი რაღა უპირატესობა უნდოდათ არგენტინელებს. მაგრამ, მათ პირველი ნახევრის დარჩენილ 6 და მეორეს 86 წუთში რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს, რის შემდეგაც წითელი ბარათების რაოდენობა გათანაბრდა - ამარილიამ მოედნიდან ხავიერ მასკერანოც დაითხოვა.

ამასობაში ძირითადი დრო დასრულდა, დამატებულში კი გოლები არ გასულა და დადგა პენალტების ჯერი, სადაც თავი ურუგვაელთა მეკარე ფერნანდო მუსლერამ გამოიჩინა. მან კარლოს ტევესის პენალტი მოიგერია, თუმცა, ამთავითვე უნდა ვთქვათ, რომ ბუენოს აირესში დაბადებულმა „ლაციოს“ მეკარემ მთელი შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა. წ მომხმარებელმა ურუგვაელთა გოლკიპერი მატჩის გმირად ტყუილად არ დაასახელა.

ნახევარფინალში ურუგვაის ეროვნული გუნდი, რომელსაც მეტსახელად ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის ეშხით ჩარუასს ეძახიან, სამშაბათს პერუს ხვდება.

ოსკარ ტაბარესის გუნდმა მასპინძლები მე-5 წუთზევე დაზაფრა: დიეგო ფორლანმა მოედნის სიღრმიდან, ჯარიმიდან პირდაპირ საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელსაც ორივე გუნდის ფეხბურთელთა დიდი ჯგუფიდან მარტინ კასერესი შეწვდა და თავური დაარტყა. არგენტინელების მეკარე სერხიო რომერომ ეს დარტყმა კარგი ნახტომით მოიგერია, მაგრამ რად გინდა, მცველებს მარჯვენა ფრთა მთლიანად მოშიშვლებული დარჩათ, სადაც პერესმა ჩაირბინა და ბურთი კარში უპრობლემოდ შეაგდო.

ურუგვაელთა უპირატესობა 12 წუთიანი გამოდგა. ამის შემდეგ „ბარსელონასა“ და „რეალის“ ფეხბურთელების თანამშრომლობამ არგენტინელებს სიხარული მოჰგვარათ: მესის ბრწყინვალე პასით იგუაინმა ისარგებლა, როგორც დაგეშილ ცენტრფორვარდებს სჩვევიათ, მცელებს დაუსხლტა და ბურთს თავი მიჰკრა - 1:1. ტაიმის მიწურულს კი, როგორც მოგახსენეთ, ურუგვაელებს მორიგი უსიამოვნება შეემთხვათ - პერესმა გერნანდო გაგოს წინააღმდეგ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დაატოვებინეს.

მეორე ტაიმში, რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებმა გოლი ვერ გაიტანეს. მეტიც, არგენტინელებს დაცვაში ჰქონდათ პრობლემები და ლუის სუარესმა კინაღამ მათ შეუგდო, თუმცა გადაღმა კართან მეტი ხიფათი შეიქმნა - მუსლერას მესიმ, იგუაინმა და სერხიო აგუერომ ვერ გაუტანეს. ბოლოს, მასკერანომ სუარესის წინააღმდეგ იუხეშა, მისთვის ეს მეორე ყვითელი ბარათი გამოდგა და დამატებით დროში ორივე გუნდი ათ-ათი კაცით დარჩა მოედანზე.

ერთ ეპიზოდში იგუაინმა შესანიშნავი მომენტი გაუშვა ხელიდან - ძელს გაარტყა ბურთი. არგენტინელთა შემადგენლობაში მეორე ტაიმის მიწურულს შესულმა ხავიერ პასტორემ და ტევესმა დამატებით 30 წუთში მეტოქეს ერთი-ორი პრობლემა კი შეუქმნეს, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, საქმე მატჩისშემდგომი პენალტების სერიაზე მიდგა, სადაც კვლავ მუსლერამ იყოჩაღა.

„ძალიან ბედნიერები ვართ ნახევარფინალში რომ გავედით. ვგრძნობ, რომ ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე. ვულოცავ ურუგვაელ ხალხს. ჩვენი გუნდი ასეთ წარმატებას იმსახურებდა. არგენტინელებს ათი კაცითაც ვჯობდით. რაც შეეხება პენალტებს... ეს უბრალოდ იღბლის ამბავია“.

მცველი დიეგო ლუგანო: „ჩვენ უფრო ვიბრძოლეთ ვიდრე ვითამაშეთ. საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ დიდი გზაა. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უკვე რამეს მივაღწიეთ. უბრალოდ, ძლიერი მოწინააღმდეგე გამოვთიშეთ შეჯიბრებას“.

არგენტინის ნაკრების თავკაცმა სერხიო ბატისტამ კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ურუგვაისთან დამარცხება კატასტროფა არ არის და კმაყოფილია იმ ფეხბურთით, რომელიც მისმა ბიჭებმა „კოპა ამერიკაზე“ აჩვენეს.

„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს კატასტროფა იყო - ბრძანა ბატისტამ - ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ „კოპა ამერიკა“ რომ მოგვეგო, მაგრამ ვერ შევძელით. კატასტროფა, ჩავარდნა... ეს მეტისმეტად მძაფრი სიტყვებია. ურუგვაისთენ შეხვედრის პირველ ნახევარში შესანიშნავად ვითამაშეთ, შემდეგ კი მოვიშალეთ, რადგან შევატყვეთ, რომ ჩვენს უპირატესობას გოლებით ვერ გამოვხატავდით. დღეს საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ გოლები ვერ გავიტანეთ.

თანამდებობიდან გადადგომა აზრადაც არ მომსვლია. გული, რასაკვირველია, ძალიან დამწყდა, მაგრამ ასეთ დროს ადამიანი უნდა გამაგრდეს და მუშაობა განაგრძოს. მე საქმეს სულ ხუთი-ექვსი თვის წინ შევუდექი და ჯერ არაფერი მომისწრია. რასაკვირველია, „კოპა ამერიკას“ მოგება გვინდოდა, მაგრამ ეს ტურნირი ჩვენთვის მთავარი ნამდვილად არ იყო. ჩვენი უდიდესი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვებაა. ჩვენ ტექნიკურ და ფსიქოლოგიურ საკითხებზე მუშაობას განვაგრძობთ“.

ლეო მესიზე კი ბატისტამ თქვა, რომ 30 წუთის განმავლობაში ის შეუდარებელი იყო.

გამარჯვებულმა მწვრთნელმა ტაბარესმა კი ბრძანა, აი ეხლა ნამდვილად ავთამაშდითო.

„რაც უფრო გვჭირდება, მით უფრო მაღალი დონის ფეხბურთს ვთამაშობთ. არგენტინასთან მოგება, რასაკვირველია, უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ... ჯერჯერობით მხოლოდ გასახდელში“.

პერუს ნაკრებთან ნახევარფინალურ შეხვედრაზე კი ტაბარესმა თქვა, რომ ეს თანაბარი ძალის გუნდების დაპირისპირება იქნება.

„ძნელი იქნება, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ. ამას ჩვენგან ხალხი ელის“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ცარუკიანი კარგი სპორტსმენია, მაგრამ არ შემიძლია, რომ ეს არ ვთქვა" - მერაბ დვალიშვილი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება