მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" რიგებში გამოდის და თანაც, შესანიშნავად, "სტადიო მარადონა" ქართველი გულშემატკივრების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ "კვარადონას" თანამემემულეთა მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება შეინიშნება.

მოგეხსენებათ, საქართველოში "ინტერის აკადემია" ფუნქციონირებს და მას ქალი პრეზიდენტი ჰყავს - ანა წერეთელი. აკადემიის ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები მილანში იმყოფებოდნენ, ქალბატონმა ანამ კი შემთხვევით ისარგებლა, ნეაპოლსაც ესტუმრა და ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრაც შეძლო. ვფიქრობთ, Sportall.ge-ს მკითხველებისთვის "ინტერის" ქართული აკადემიის ხელმძღვანელის იტალიური შთაბეჭდილებები საინტერესო უნდა იყოს.

შეხვედრა ძანეტისთან

"ინტერმა" ასაკობრივი გუნდების მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან ერთად 8-დღიან გადამზადებაზე მიგვიწვია, სადაც "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" დიდი ძალისხმევითა და დახმარებით გავემგზავრეთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი აკადემიის აღსაზრდელები გაეცნენ ყველაფერს, რაც შეიძლებოდა ენახათ და გააკეთეს, რისი გაკეთებაც კი მოხერხდებოდა.

ბავშვები სერია "ა"-ს ორ შეხვედრას დაესწრნენ, მათ შორის, "სან სიროზე". მოეწყო ექსკურსიები.

2 ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, სადაც ერთში გავიმარჯვეთ, ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხით კი იტალიელებიც გაოცებული დარჩნენ. რაც შეეხებათ მწვრთნელებს, მათ ნაყოფიერი მომზადება გაიარეს.

მარკო მონტიმ, "ინტერის" ტექნიკურმა დირექტორმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისშიც გვსტუმრობდა, დამწყები ქართველი ფეხბურთელები კლუბის ცენტრალურ ოფისში დაპატიჟა, სადაც დავათვალიერეთ თასების ოთახი, გავეცანით კლუბის ისტორიას, პატარებმა დირექტორისგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. რაც მთავარია, ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ.

ბაზაზე, სადაც ვვარჯიშობდით, მილანური კლუბის არგენტინელი ლეგენდა, ხავიერ ძანეტი გვესტუმრა, რომელიც ძალიან უშუალო ადამიანი აღმოჩნდა და თითოეულ ბავშვთან კომუნიკაცია დაამყარა".

კვარაცხელია ვყოფილიყავი...

"იტალიაში ხვიჩას მიმართ ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. ნეაპოლში ჩავედი თუ არა, პატივს სწორედ ხვიჩას გამო მცემდნენ. ვერ მივხვდი, ჩემთან "სელფებს" რატომ იღებდნენ, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქართველი და "კვარას" თანამემამულე ვარ.

გადაჭარბების გარეშე, ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია. კვარაცხელიას ყველა ფერის მაისური ერთნაირი წარმატებით იყიდება - თეთრი, ლურჯი, ვარდისფერი... გაყიდვაშია პატარა თაბაშირის ფიგურები, რომლებზედაც მხოლოდ ხვიჩა და დიეგო არიან გამოსახულნი. კვარაცხელიას ორიგინალი მაისურების შეძენა პრობლემურიც კია.

სტადიონზე, ნეაპოლელთა თამაშზე როცა ვიყავი, ყველა კუთხეში ქართული დროშა შეინიშნებოდა.

ქალაქში სეირნობისას საკმაოდ ბევრი ქართველი შემხვდა. იქაური დამოკიდებულების შემდეგ პირველად მომინდა, სხვა გვარი მქონოდა და იმ მომენტში კვარაცხელია ვყოფილიყავი".

ხვიჩას როლი მომავალი თაობისთვის...

"კვარაცხელიას ფაქტორის გამო ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ფეხბურთის ყურება, მისით დაინტერესება, ვისაც ამის სურვილი არასდროს ჰქონია, ახლა კი მშობლებს შვილები ფეხბურთზე უფრო აქტიურად მიჰყავთ.

მილანში ლეგენდარულ სანდრო მაცოლას 80 წლის იუბილეზე ვიყავი და "ინტერის", ფაქტობრივად, ყველა ყოფილმა მოთამაშემ იცოდა ხვიჩას შესახებ და აქებდნენ მას.

"კვარა" დამატებითი მოტივაცია არა მხოლოდ ქართველი დამწყები ფეხბურთელებისთვის იქნება, არამედ ნეაპოლელებისთვისაც.

"ინტერის" დირექტორმა მითხრა, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესება გაიზარდა და აქაურ მოთამაშეებს უფრო აქტიურად დააკვირდებიან.

გაჟღერებული იდეა, სპორტში ის შეზღუდვები მოიხსნას, რაც არაევროკავშირელის სტატუსს უკავშირდება, განხორციელების შემთხვევაში, ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იქნება".

ქალი მენეჯერი

"იტალიელებისთვის ქართველი ქალი მენეჯერის ხილვა მაინც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. მათგან ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებები შეინიშნებოდა.

იმედი მაქვს, დღევანდელი განწყობები ქართულ ფეხბურთს ძალიან გამოადგება. წარმატებას თითოეულ ჩვენებურს ვუსურვებ, როგორც საქართველოში, ასევე მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი მის ფარგლებს გარეთ გააქვს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქუთაისის "ტორპედოს" საქართველოს თასის ფინალში წარმატებები ვუსურვო!"

Lapsha
რა პრობლემაა იუსტიციის სახლში 30ლარი და გინდა კვარაცხელიას გვარის იყავი და გინდა ძანეტის 10წუთში შეგიცვლიან. ხვიჩას წარმატებები ბევრი ძაან.
მთიელი
წერეთელებს და ჭავჭავაძიანცებს როცა გავიგებ ხოლმე დიდად არ მჯერა, ნაყიდი ნამაიმუნარი გვარები აქვთ მაინც სუყველას. უმეტესობას. მაგრამ ვაღიარებ რომ ეს ქალბატონი ნამდვილად მაფიქრებს, ყოველ შემთხვევაში ყველაზე დამაჯერებელია მათ შორის აქამდე ვინც მინახია.
ვახო...
წარმატებები კვარას! ფორცა ინტერ!
Charley
წარმატებები მშვენიერ ანას. დარწმუნებული ვარ მისი მენეჯერული კარიერაც ისეთივე დიდებული იქნება როგორიც მისი სილამაზეა.
დათო
წარმატებებს გისურვებთ! მშვენიერი ქალბატონია და იმედია წამოწყებულ საქმესაც მშვენივრად გაართმევს თავს!
ჰა
ზოგადად მართლა კარგი ადამიანია, მარა ვერაფერს ვერსად ვერ გადადგამს თუ არ ეტყვიან. აი რას ეტყვიან, მაგი მე არ ვიცი, თქვენ თუ იცით, არც ეგ არ ვიცი.
ენძო
ქალბატონებს ბევრი უპირატესობა აქვთ მამაკაცებთან შედარებით და ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისაა,რომ საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ეს მშვენიერი,ახალგაზრდა ქალბატონი "ტორპედო"-სთვისაც და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ბევრ სასიკეთო ნაბიჯ გადადგამს.
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი და "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ქართველი ქალი ფეხბურთში