საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის უკანასკნელი შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც თავის მხრივ, მარტში გასამართ ნორვეგიასთან დაპირისპირებამდე უკანასკნელი მატჩია.

ვილი სანიოლის გუნდს დიდი დანაკლისი აქვს - ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ფრანგი დამრიგებელი გარკვეულ სიახლეებს შემოგვთავაზებს, მათ შორის, ტაქტიკაში. გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, ნაკრების რიგებში საკმაოდ დიდი ხანია, რომ არ გვინახავს - გიორგი ქვილითაია, ლევან შენგელია... გიორგი ბერიძე და დავით ვოლკოვი კიდევ ერთი შანსის მოლოდინში არიან. სამწუხარო ისაა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ უკანასკნელ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ის ვერ ითამაშებს.

სასტარტო შემადგენლობაზე ვარაუდი მაინც შესაძლებელია.

მეკარე

ყველაზე რთულად გამოსაცნობი ეს პოზიციაა. ერთი მხრივ, მშვენიერ ფორმაში მყოფმა გიორგი მამარდაშვილმა რატომ არ უნდა ითამაშოს, თუმცა სასაყვედურო არც გამოცდილი გიორგი ლორიას მიმართ გვაქვს. გიბრალტართან უკანასკნელ მატჩში ლორია ტრავმის გამო შეცვალეს, ჩრდილომაკედონიელებთან კი სათადარიგო იყო, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას დრო ახლა მიეცეს. არც ისაა გამორიცხული, კიპერებს თითო ტაიმი დაეთმოთ.

ცენტრალური მცველები

მაინც ვივარაუდოთ, რომ სანიოლი ისევ 3-მცველიან ტაქტიკას დაეყრდნობა. ნაკრების დამრიგებელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მოთამაშეები, რომელთაც კარგი საკლუბო მდგომარეობა აქვთ და "ჯვაროსნების" რიგებში ცოტას თამაშობენ, ახლა შანსს მიიღებენ. აქედან გამომდინარე, "კრემონეზეს" უკანახაზელ ლუკა ლოჩოშვილს ძირითად შემადგენლობაში ველით.

თითქოს გამორიცხულია, მცველებს შორის მთლიანი ექსპერიმენტი ვიხილოთ. ამიტომ ჯიმი ტაბიძესა და საბა საზონოვზე მეტად საბა კვირკველიასა და კაპიტან გურამ კაშიას თამაშია მოსალოდნელი.

ფლანგები

გიორგი გოჩოლეიშვილი გუნდთან ერთადაა და თუ არა ამხანაგურ მატჩში, სხვაგან სად უნდა ვიხილოთ?! იმის შანსი დიდია, მომავალ ზაფხულს გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე "შახტარის" პოტენციური წევრი რამაზ სვანაძის გუნდში იყოს. მაროკოსთან დაპირისპირებაში მისი კონკურენტი საბა ლობჟანიძე იქნება, ოთარ კაკაბაძე კი ტრავმირებულია.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს - ირაკლი აზაროვი 21-წლამდელთა ნაკრებშია, გურამ გიორბელიძე კი სიაში არაა. შესაბამისად, გიორგი წიტაიშვილის თამაში უალტერნატივოდ გამოიყურება.

ნახევარმცველები

ოთარ კიტეიშვილი, როგორც იქნა, დაბრუნდა, თანაც, მშვენიერი საკლუბო მატჩებით და მისი სანაკრებო გამოსვლის მიმართ დიდი მოლოდინი გვაქვს. "კიტე" ჩვენს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშეა.

რაც შეეხება კიტეიშვილის მეწყვილეს, ვარიანტი საკმაოდ ბევრია - ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ანზორ მექვაბიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, თუმცა სავარაუდო მაინც ისაა, კვეკვესკირმა სასტარტოში დაიწყოს და დრო სხვებსაც მიეცეთ.

შემტევები

უკვე ხსენებული მიზეზის გამო, სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძეს ძირითად თერთმეტეულში ვერ მოვიაზრებთ. მარცხენა შემტევის პოზიციაზე გიორგი ბერიძის თამაშის დიდი შანსი არსებობს.

ზურიკო დავითაშვილი აუცილებლად დაიწყებს.

რაც შეეხება დროის განაწილებას, ცენტრფორვარდზე ნამდვილად იქნება. დავით ვოლკოვის გამოჩენა ალბათ პირველივე წუთებიდანაა მოსალოდნელი, გიორგი ქვილითაია კი შანსს მეორე ტაიმში მიიღებს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და მსოფლიო ჩენპიონატის მონაწილე მაროკოს შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

რევაზ შავლოვიში
ვაი, შე მართლა უბედუროო
ელგუჯა
რა შეაწუხეთ გული ამ ფლამარიონით, ცოტა გვყავს მაგაზე უკეთესი ქართველი თავდამსხმელები?!...
თემო
ამ ვოლკოვს ვიმმემ უთხარით წვერი ან გაიპარსოს ან შეისწოროს მაინც, ავღანეთის ნაკრებს ვგავართ
უკაცრავად
ვანჩოპეს დისლაიქზე შეცდომით დამეჭირა. ვეთანხმები.
ბაჩი
კვარაცხელიასთან ერთად ქვილითაია კი არა მთელი ნაკრები თამაშობს ფეხბურთს,კვარაცხელიას გარეშე ვერც ზივზივაძე და ვერც მიქაუტაძე ვერ შეასრულებენ იმ მოლოდონს რაც მათი ქვილითაიაზე უკეთესი ფეხბურთელობა გგონიათ აქ ძალიან ბევრს,ვფიქრობ რომ ქვილითაია კვარავხელიასთან ერთად უფრო შედეგიანი იქნება ვიდრე ზივზივაძე,მიქაუტაძე ან ვინმე სხვა და ამას ერთად ვნახავთ...
გენო შავდია
მართლა ჩამოსაწერი ყოფილხარ, შე უბედურო
გულშემატკივარი
ქვილითაიას იწუნებთო ერთი წერდა ქვემოთ.რა აქვს საქები ან რა გაუკეთებია საერთოდ ნაკრებში?დიდი კრიშა ყავს ვიღაც რომელიც სტატისტიკას უგროვებს ნაკრებში თამაშისას,რომ იქნებ სადმე კვიპროსს იქით გაიყიდოსო.არადა როცა ეგ მოედანზე,ჩათვალეთ ვითომ 10 კაცია მინდორზე ჩვენგან.
რევაზ შავლოვიში
ჩამოსაწერი ყოფილხარ ღვთისავარ.
ვანჩოპე
ბევრგან დაიწერა ჟორჟის არგამოძახების მიზეზი. თასზე თამაში აქვს 19 ში
მე
ქვილითაიას იწუნებთ და ფანცულაიას გამოძახებას როგორ ითხოვთ? ვაწაძეც მოვითხოვოთ მიქელთაძეც სხირტლაძეც... 10 თავდამსხმელს ხომ ვერ გამოიძახებს. ფლამარიონის გამოცდა ღირდა ამხანაგურში მაინც მაგრამ უნდა მოუმატოს მაგანაც
ლაშა
როგორ არ თქმულა, მეცს თამაშები აქვს, თუმცა დავითაშვილის ბორდოც იქ გამოდის. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული - ითამაშოს კლუბში
ლაშა
ცუდია კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, ზივზივაძის და მიქაუტაძის (გაუგებარია თუ რა მიზეზით არ თამაშობს ჟორჟი. არსად არ თქმულა თუ რა მიზეზით არ ითამაშებს იგი მაროკოს წინააღმდეგ!) ართამაში. ერთი მხრივ შეიძლება ითქვას - რაღა გამოვიდა თუ ამდენი ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ მთავარი არა მოგება, არამედ მწვრთნელის მხრიდან ახალი ფეხბურთელების საქმეში ნახვაა და დამტკიცება, რომ ბოლო შეხვედრაში, გიბრალტართან კვარას გარეშე მოთამაშე ნაკრებში მინუსების გამოჩენა შემთხვევითი მოვლენა იყო და დიდ ნაკრებებსაც ემართებათ სუსტებთან ვერთამაში! მთავარია მწვრთნელის დავალებები ზედმიწევნით ზუსტად შესრულდეს და მოთამაშეები სრულიად დაიხარჯნონ, ვინაიდან სეზონი დასრულებულია და ამასთან, მინიმუმ იტალიელი სკაუტები დააკვირდებიან აღნიშნულ მატჩს...
ტარიელ მაღალდაძე
ქვილითაიას გამოძახებას სხირტლაძე გამოეძახა ჯობდა! ბათუმიდან ფანცულაია და ფლამარიონიც საინტერესო იქნებოდა! ქვილითაია ძალიან სუსტია!
Givi
Kargi sakrdenebi da centrforvardi tu es poziciebi mogvarda droze, am gunds namdvilad eqneba kargi momavali...
ჰაჰა
გოჩოლეიშვილს ალბათ უფრო ვარჯიშზე დააკვირდება, ეგ გუნდთან შესაგუებლად არის გამოძახებული. რა თქმა უნდა, თუ ვარჯიშზე აჩვენა დონე, ხასიათი და მონდომება მაგ შემთხვევაში აუცილებლად ათამაშებს. პ.ს. ჩემი აზრით შახტარი არ არის სწორი არჩევანი. უნდა დაეწყო ისეთი გუნდიდან, სადაც მუდმივად ითამაშებს. შეიძლება გაანათხოვრონ. (მაგრამ ქვეყანაში სადაც ომია, ფეხბურთისთვის არ ცალიათ).
las
ნაკრების წევრის ახალგაზრდულში გამოძახებას რავიცი ვერ უყურებ დადებითად. ახალგაზრდულის დანიშნულება არის ეროვნულ ნაკრებს მოუმზადოს კადრი და ტუ მოთამაშე ისედაც ეროვნულშია რა საჭიროა მისი ახალგაზრდულში გამოძახება. ამათ რო კითხო კვარაცხელიაც უნდა გამოიძახონ :)
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია